• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

იაფ ნომერში

×
ავტორის გვერდი შოთა გაგარინი 00 , 0000 2039
იაფ ნომერში წევხარ ნისლივით გაფანტვის პირას
ჩემი თვალები ცხელი ჰაერით სავსე ბურთებს გავს
მიფრინავს მზერა
აღარ ჩანს ტბები და აღარც მთები
კედელი ბინძურ ჩარჩომიკრული პეიზაჟებით 
ქვევით რჩება
და მერე ჭერი - ღარების ელვა
ვეშვები 
შორიდან ხმები  
ფანჯარა, როგორც ნოტის რვეული
და კაბელებზე მსხდარი ჩიტების გაბმული გამა
სხვა დღე წამოდგა
აილაპლაპა დილით ეშვები
ფარდით ვაკავებ ღამეს
ხელკავით გავა მასთან ერთად ნისლი და რული
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული