• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

demoბავშვები

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 2454

 

ავტორი არ არის პასუხიმგებელი ნაწარმოებზე.
ყველა ისტორია, რომელიც ქვემოთ არის მოყვანილი აღებულია ავტორის ბიოგრაფიიდან.
ავტორი სიმართლეს ამბობს მაშინაც, როდესაც ტყუის.
ავტორს ფეხებზე კიდია ყველა კომენტარი, რომელიც ნაწარმოებს მოყვება და რომელიც არ შეესაბამება ჯანსაღ აზრს.
ავტორი თავად გადაწყვეტს რას ნიშნავს ჯანსაღი აზრი.
ავტორი მკვეთრად გამიჯნავს ნაწარმოებს საკუთარი პიროვნებისგან, ის გაცილებით ამაზრზენი და საზიზღარი ადამიანია, ვიდრე ეს ნაწარმოებში ჩანს.
ავტორი უარს ამბობს ყოველგვარ კონკრეტიკასა და ახსნა-განმარტებებზე, გარდა იმისა, რაც მოყვანილია ნაწარმოებში.
ავტორს (ასევე) ფეხებზე კიდია თუ მისი ნაწარმოები ვინმეს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებს.
ავტორს გავლილი აქვს ტაი კვანდოს და კარატე კიდის სპეციალური კურსები, ასე რომ მასთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გირჩევთ, ასევე მოსალოდნელია, რომ ამ შემთხევავში ავტორმა თავდაცვის შემდეგ მიმართოს საპატრულო პოლიციას, განურჩევლად იმისა, თუ რა სასჯელი მოგელით.
და ბოლოს, ავტორი არ აკონკრეტებს ნაწარმოებში მოყვანილი პიროვნებების სახელებს, ვინაიდან და რადგან, თვლის რომ მისი ნაწარმოები ზედმეტად ღირიბულია ამ ადამიანების გაპიარებისათვის.
 
ამოცანა
 
პირობა N1
 
დიალოგი ერთ ჩვეულებრივ ქრისტიანულ ოჯახში, რომლის უფროსი შვილიც, როგორც მშობლები ამბობენ „შეპყრობილია“, ჭკუიდან გადავიდა და ვინ იცის რა ხალხთან აქვს ყველაფერ ამის შემდეგ საქმე.
მოქმედი პირები სახეშეშლილი დედა და ოდნავ მთვრალი უფროსი შვილი.
 
დედა: არ მესმის საერთოდ რა გჭირს. ხმა ამოიღე რომ გელაპარაკები. ნახევარი საათია უკვე გაუნძრევლად ზიხარ.
შვილი: ცუდად ვარ.. პრობლემები მაქვს..
დედა: რა პრობლემები ? დაპარპაშებ წინ და უკან მთელი დღეები, სვამ და კაცმა არ იცის სად გდიხარ და რას აკეთებ.. ცუდად იქნები აბა რა იქნება. ზიხართ იქ უსმენთ ამ საშინელ მუსიკას ბოლო ხმაზე, გაუთავებლად ეწევით და სვამთ. რა გჭირს გამაგებინე !
შვილი: აუ.. რავიცი..
დედა: გოგოს ამბავია ? მითხარი გოგოს ამბავია თუ სხვა რამეა ? დავმშვიდდები მაინც.. ამ ეკლესიიდან სულ ამოიძირკვე ფეხი.. მამაოსთან რომ იყავი, ცოტა მშვიდად ვიყავი, ახლა საერთოდ უკონტროლო ხარ.. კაცმა არ იცის რას აკეთებ, ან რა უერთიერთობები გაქვს. და რა ხდება ეს კაცო საერთოდ. ახლანდელი წყვილები ყველაფერს აკეთებთ ერთად და პრობლემები გექნებათ აბა რა..
შვილი: მოიცა აბა რა უნდა ვქნა ?
დედა: რა უნდა ქნა და არსებობენ მაგისთვის შესაფერისი ქალები.
შვილი: მაგარი ქრისტიანები ხართ რა.. ათი მცნება თქვენზე კარგად მაინც ვიცი..
დედა: მართლა რომ მოხდეს რამე მერე რას აპირებ ?
შვილი: რაზე ამბობ ?
დედა: აი მაგალითად, ბავშვი რომ გაჩნდეს.
შვილი: ჯერ ეგ პრობლემა არ არის, ასე რომ, თუ იქნება მაგაზე მერე ვიფიქრებთ. მე პასუხისმგებლობის არ მეშინია, თუმცა ამ შემთხვევაში ორივე მშობლის გადაწყვეტილება აუცილებელია, თუ ერთ-ერთი წინააღმდეგია და არ არის მზად მაშინ არ უნდა გაჩნდეს..
 
დედა დგება, პირჯვარს იწერს, სამზარეულოში გადის და კაპლებს სვამს.
 
პირობა N2
 
ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ვიღაც სირებთან ქალთა დისკრიმინაციის შესახებ არსებულ პრობლემატეკაზე საუბრობს, გვიან ღამით ბრუნდება სახლში. სახლში ხვდება დედა და ბებია, რომლებიც სამზარეულოში ტრიალებენ. ბიჭი გაღიზიანებულია, რადგან იმ სირებს ვერაფერი გააგებინა.
- საჭმელი გამიცხელეთ რა ! ხმამაღლა ამბობს და ტუალეტში შედის მოსაფსმელად.
იქედან გამოსული უკმაყოფილო სახით უყურებს დედას და ბებიას, რომელთაგან არცერთს მის ბრძანებაზე რეაქცია არ ჰქონია. ბებია სერიალს უყურებს, დედა ტელეფონზეა ჩამოკიდებული. ბიჭი კიდევ ერთხელ იმეორებს ბრძანებას. ბებია დგება და სამზარეულოში ტრიალს იწყებს, ცოტა ხანში დედაც ეხმარება და სამთავ კერძიანი სუფრა იშლება. ბიჭი სწრაფად ჭამს, სუფრას არეულს ტოვებს, ლეპტოპთან ჯდება და ისევ იმავე დიალოგს აგრძელებს ისევ იმავე სირებთან, ოღონდ ამჯერად სოციალურ ქსელში. დედა შორიდან ეკითხება: ხვალ რა გინდა საჭმელად ? - რავი, რამე გააკეთეთ.. ან ხვალ გეტყვით, ეხლა ყველაფერი ჩავიყარე და ვერ ვფიქრობ.. პასუხობს ცივად, ყურსასმენებს იკეთებს და ბოლო ხმაზე უწევსმუსიკას.
 
პირობა N3
 
მე და ჩემი მეგობრებიკაფე-ბარში შებინდებისას ვსვამთ. ერთ-ერთი მათგანი, მემარცხენე სოციალისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ადამიანთა უფლებების დარღვევაზე საუბრობდა, მაგრად იპროჭება და იქ მყოფ გოგოებს უწყებს ქორისებრ თვალიერებას. უკმაყოფილო იმით, რომ მსხვერპლი ვერ აარჩია, ფეხზე დგება და ხმამაღლა ყველას გვეპატიჟება ბოზებში, ამბობს რომ კარგი პუტანკები იცის, ოღონდ ცოტა ბევრი უნდა ვიაროთ. მე ვპასუხობ, რომ პუტანკები არ მევასება და კიდევ ერთ ლუდს ვუკვეთავ. განაწყენებული მეგობარი ახლა გარეთ მდგომ გოგოებს უწყებს თვალიერებას ფანჯრიდან. მერე დგება, სადღაც მიდის და იკარგება.
 
პირობა N4ა
 
თერთმეტის ან თორმეტის ვიქნებოდი. დასასვენებლად აგარაკებზე ვიყავი. საღამოობით ზოგჯერ ბიჭები იკრიბებოდნენ და ტყეში „ბინძური თამაშების“ სათამაშოდ მიდიოდნენ. ასე მაგალითად, ამოირჩევდნენ რაიმე თამაშს, წაგებულს მკერდზე აწვენდნენ და სათითაოდ პენისებს უხახუნებდნენ ტრაკზე, შემდეგ მიდიოდნენ და აღგზნებულები ანძრევდნენ. როგორც წესი მათ თამაშებში არ ვერთვებოდი, შორიდან ვუყურებდი ხოლმე და ამის გამო ზოგი დამცინოდა კიდეც, ან მშიშარას მეძახდა. სამაგიეროდ, როდესაც გორაზე დავდგებოდით და ყველანი ერთად ვსფავდით, მე ყველაზე შორს ვაფსავდი ხოლმე და ამითაც კმაყოფილი ვიყავი. ორი წლის შემდეგ, ერთი ჩემი კლასელი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ფულს ვაგროვებთ, ბოზებში უნდა წავიდეთო. რაღა თქმა უნდა, ეს პირველი სექსი იქნებოდა ყველასთვის. მე უარი ვთქვი და ვუპასუხე, ბოზები არ მევასება, ჩემი ნაშა მყავს, რომელსაც ბებიამისის სახლში ვჟიმავმეთქი. რა თქმა უნდა, არავინ დამიჯერა და ასე დამცინოდნენ რამდენიმე თვე. მართლები იყვნენ, არანაირი ნაშა მე არ მყავდა. ან რანაირად უნდა მყოლოდა, სახლიდან ხუთ მეტრზე ფეხს არ ვადგამდი და წიგნის ჭია ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, ერთი ჩემი კლასელი შემხვდა და მითხრა შევიკრიბოთ რამე ვქნათ, ბოზებში მაინც წავიდეთო. მე ღიმილით ვუპასუხე, მარტო პრივატული ბოზები მევასებამეთქი. ვერაფერი გაიგო, იმანაც გამიღიმა და წავიდა.
 
პირობა N4 ბ
 
მეცხრე, თუ მეათე კლასში ვარ. გაკვეთილზე ვსხედვართ. ვიღაცამ შესვენებაზე ქოთანი გატეხა, მანამდე რომელიღაც კლასი ჩაკეტეს გარედან ცოცხით. მასწავლებელს ისტერიკა აქვს. გაკვეთილი საერთოდ არ ახსოვს და გამწარებული ცდილობს გაარკვიოს ვინ ჩაიდინა, როგორც თვითონ ამბობს „ეს უმსგავსი საქციელი“. ყველა დუმს. მასწავლებელი ჩვენს ლანძღვას იწყებს. ეიფორიაში. გაკვეთილი სულ არ ახსოვს. ის ყველანაირ სალანძღავ სიტყვას ხმარობს რაც თავში მოუვა უმეცრებო, გათახსირებულებო, ყაჩაღებო, უსინდისოებო და ა.შ. ვიღაც ეკითხება ყველაფერი კარგი და ყაჩაღები რატომ ვართო. ხვდება რომ სულელურად მოუვიდა, ამაზე მთლიანად გადადის ჭკუიდან და ახლა უფრო ხმამაღლა გვლანძღავს. სავარაუდო ეჭვმიტანილებს ასახელებს, ამბობს, რომ ამდენის მოთმენა აღარ შეიძლება და ეს ნაძირლები დაუყოვნებლივ გაირიცხებიან სკოლიდან. სკოლიდან გამოსული, ყველა მასწავლებს აგინებს, მეც ვამბობ რომ სირია, თუ რაღაც ამდაგვარს. შემდეგ სკოლის ზემოთ სიგარეტებს ვეწევით და „ყაჩაღებს“ ვამშვიდებთ, რომ ცუდი არაფერი მოხდება, რომ მათ ვინაობას არავინ გაამჟღავნებს და თუ ვინმე გაამჟღავნებს დედას მოვუტყნავთ. ვიშლებით.
 
პირობა N4 გ
 
ჩემს ერთ-ერთ კლასელს სკოლაში დასაკეცი დანა მოაქვს. შესვენებაზე ბიჭები ამ დანით თამაშობენ. ერთი მეორეს ემუქრება. ისინი ჭიდაობას იწყებენ, დანის პატრონი გამეტებით უქნევს დანას ფეხებთან ახლოს და შემთხვევით შარვალს უჭრის. როგორც ცოტა ხანში ირკვევა ჩემი კლასელი ფეხშია დაჭრილი. ფეხს რაღაც ნაჭრით უხვევენ. სკოლიდან გამოსულები ისევ სკოლის ზემოთ ვიკრიბებით, ვამბობთ, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა და ვინც ამ ფაქტზე რამეს იტყვის დედას მოვუტყნავთ. ვიშლებით.
 
პირობა N5
 
მე და ჩემი მეგობარი მზიურში მოვსეირნობთ. საუბარი ქალებზე ვარდება. ხუმრობის ხასიათზეა. მეუბნება რომ ნებსმიერი ქალი სექსის დროს უნდა დავამცირო, თავში უნდა მოვტყნა. როდესაც ვეკითხები, რას ნიშნავს თავში მოტყვნამეთქი, იცინის და მპასუხობს, ეგ როგორ არ იციო. კითხვას ვუმეორებ. მპასუხობს, ქალს ტრაკით თავზე უნდა დააჯდე და პირში მისცეო. დაჟე ორ ქალთანაც რომ გქონდეს სექსი, ორივე უნდა დაამციროო. როგორმეთქი. მუხლებზე უნდა დადგე, ერთმა ჟონეტი გიკეთოს, მეორემ მინეტიო. ისევ იცინის. მე გონებაში ვსახავ ორივე სცენას ჩემს პროგრესულ „ნაშობასთან“ და ვხვდები, რომ მსგავსსაც კი ვერაფერს გავაკეთებ ვერავისთან.
 
 
 
პირობა N6
 
მე და ჩემი მეგობრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებულ ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახთან მივდივართ. გზაში ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ ათასობით ასეთი ოჯახი არსებობს და მილიონობით ოჯახი ითხოვს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარეგისტრირებას. სახლში მხოლოდ ერთი ტელევიზორი, დივანი და წიგნის კარადები დგას. ბავშვებს ცუდი ფერი აქვთ. მხოლოდ დედა ყავთ, რომელიც ქმარს გაშორებულია. სახლში პურის ნამცეციც კი არ აქვთ. მე ცუდად ვხდები, ერთ-ერთ მეგობარს ხელს ვკიდებ და მაღაზიაში გავრბივარ, სასწრაფოდ ამოგვაქვს პროდუქტები და ცოტა ტკბილეულობა ბავშვებისთვის. როგორც ჩანს დედა უმუშევარია. ის ნებსმიერ სამსახურზე და ნებისმიერ ხელფასზე თანახმაა. ასეთი ასობით დედა მაინც არსებობს. ის ამბობს, რომ ქულების დათვლის შემდეგ, რამდენიმე თვე სიიდან ამოშალეს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებული ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხის მიცემა შეუწყვიტეს. თვითონ ჩიყვი ჭირს და წამლებს ვერ ყიდულობს. ამბობს რომ მაღაზიაში ვალები დაუგროვდა და უკვე სცხვენია იქ ჩასვლა. ზოგჯერ ბავშვები მთელი დღე მშივრებიც კი არიან. ის კიდევ რამდენიმე ისტორიას გვიყვება თავისი ცხოვრების შესახებ. მე უკვე ძალიან ცუდად ვარ. სახლში მოსული გაოგნებული ვყვები ამ ოჯახის ისტორიას. დედაჩემი მეუბნება, რომ უმჯობესი იქნება თუ ჩემს საქმეებს მივხედავ, იმასაც ამატებს, რომ კარგად ესმის არსებული სიტუაცია და ყველა ღარიბ ოჯახს ვერ ვუპატრონებთ. მე უარესად ვხდები და ძალიან დიდხანს ვწევარ ლოგინზე გაკვირვებული.
 
პირობა N7
 
სახლისაკენ მიმავალ ჩემს მეგობარს, ვიღაც ამოუცნობი ტიპები ედევნებიან და სრულიად უმიზეზოდ სიკვდილამდე სცემენ.
 
პირობა N8
 
სახელოსნოდან გამოსულს ვიღაც უცხო ორი ბიჭი სიგარეტს მთხოვს. მე თავაზიანად ვაწვდი ერთ-ერთს პორტსიგარას და მეორესაც ვთავაზობ. ისინი მეკითხებიან თუ რა უბნელი ვარ, რადგან არცერთს არ ვეცნობი. მე ვპასუხობ და როდესაც ხვდებიან რომ მათი უბნელი არ ვარ, ძალიან სწყინთ. იღიმიან, თუმცა შემდეგ დღეებში, როდესაც თვალს მომკრავენ უცნაურად იბღვირებიან. მე ვცდილობ ყოველთვის თავი ავარიდო მათთან დიალოგს.
 
პირობა N9
 
ერთ-ერთი მამათა თაობის წარმომადგენელი ხელოვანი, საკმაოდ გამომთვრალი მიყვება თავისი ახალგაზრდობის ისტორიებს, თუ როგორ დასდევდა მის მტრებს ნაჯახით ხელში და როგორ გაჰქონდა რქებით თავისი სიმართლე, დასასრულს მეუბნება, რომ სადაც დედის გინება და ცემა ტყეპა არ არის, იქ არაფერი ხდება, რომ სიმართლე ბრძოლით უნდა მოვიპოვო. მე ღიმილით ვემშვიდობები, რადგან სახლში მაგვიანდება და მივდივარ.
 
პირობა N10
 
ერთ-ერთ ვიდეოში ვუყურებ, ერთ-ერთი პარტიის მომხრეებს თუ როგორ ჭამენ ერთმანეთს საარჩევნო მაისურებისა და დროშების გამო. ამ მომენტში ისინი ძალიან ჰგვანან ომისგან რეპრესირებულ ხალხს, ნახევარი პურის გულისთვის საკუთარ მეზობელს რომ საცემრად იმეტებენ.
 
პირობა N11
 
ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი, ჩემთან წოლისას, მას შემდეგ, რაც კომპლექსების, ნევროზებისა თუ გადაღლილობის გამო ნორმალურად არ მიდგება და ვერაფერს ვახერხებ, მეუბნება, რომ ყველაფერი უნდა დავიკიდო და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ვიფიქრო. მე სიგარეტს ვუკიდებ და ვპასუხობ, რომ არ შემიძლია, შემდეგ ფეხზე თავს ვადებ, მის ვაგინას ვაკვირდები და მოწევას განვაგრძობ. ჩემთვის ვფიქრობ, რომ შეიძლება ქართველი ქალები უარესის ღირსიც არიან.
 
პირობა N12
 
სახლიდან გამოსულს, მხვდება პატარა ბავშვი, რომელიც ცხარე ცხრემლებით ტირის. ვცდილობ გამოვკითხო რა მოუვიდა, ამბობს, რომ დედა დათვრა, სცემა და სახლიდან გამოაგდო. მე ფულს ვთავაზობ, მერე ვხვდები, რომ კაცმა არ იცის ამ ფულით რას იყიდის და ვეუბნები შოკოლადს გიყიდიმეთქი. თავს აქნევს, არას ნიშნად. მეკითხება შენც ვერ გიტანენ სახლშიო ? მე ვარაფერს ვპასუხობ. ენა მივარდება. ამის შემდეგ მიყვება ისტორიას თუ როგორ ამცირებენ კლასში და რომ მეგობრები საერთოდ არ ყავს.
 
პირობა N13
 
ახალგაზრდა გოგო მწერს სოც. ქსელში, თუ როგორ დაშორდა თავის შეყვარებულს. ის ტრაგიზმითაა აღსავსე და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ნაგავი ჩამტენოს თავში, ამით გულიც მოიხოს და თან მეც დამკეროს. რაღაც ხნის მერე, ვპასუხობ, რომ სექსი რომ ჰქონოდათ ყველაფერი უფრო მშვიდად და ლამაზად დამთავრდებოდა. ის შოკში ვარდება. მე ჩემთან დაწოლას ვთავაზობ, ვეუბნები გიშველისმეთქი. იბნევა, ჯერ მლანძღავს, მერე ბოდიშს მიხდის, მერე ამბობს, რომ არ იცის რა უნდა და დაბნეულია. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ ჩემთან დაწოლას. მპასუხობს, რომ ამგვარი ურთიერთობები არ იზიდავს. ვეუბნები, რომ შემიძლია კარგი პორნო საიტები მივცე მასტურბაციისთვის. ამაზეც უარს მპასუხობს და ცდილობს ისევ თავის ყოფილ ბიჭზე შემოაგდოს სიტყვა. ნერვები მეშლება, არა ძალიან ვბრაზდები და ვახლი, ყველაფრის ღირსი ხართ რაც დღეს ქალებს გჭირთ და გაწუხებთმეთქი, მერე ვბლოკავ და სიგარეტის მოსაწევად გავდივარ.
 
პირობა N14
 
ჩემი გერლფრენდი, მასთან ურთიერთობის რაღაც ხნის და რამდენჯერმე დაშორების და კონფლიქტის შემდეგ, მეუბნება, რომ თავის დროზე ვენების გადაჭრა სცადა. მე ძალიან ვბრაზდები, თუმცა არ ვიმჩნევ, ჩემთვის მის მშობლებზე ვფიქრობ, რომლებმაც დიდი ხნის წინ გაწყვიტეს შვილთან ურთიერთობა, ბებიას მიაბარეს და მხოლოდ მატერეალურად უზრუნველყოფენ. შემდეგ ერთ-ერთ დიალოგში მთელი სერიოზულობით დედამისის ნომერს ვთხოვ, რომ დედა ვაგინო.
 
პირობა N15
 
ახალგაზრდა ანარქო-სინდიკალისტები იკრიბებიან, რათა განიხილონ განათლების მინისტრის მიერ სწავლის საფასურის შესაძლო გაძვირების საკითხი. ამ შეხვედრაზე სრულიად შემთხვევით ვხვდები. წინა დღით ალკოჰოლით მოწამლულს საშინელი პახმელია მაქვს, თავი მტკივა და დიდხანს ფეხზეც კი ვერ ვჩერდები. ოთახში ყაყანია. ნახევარი საათის მცდელობის შემდეგ ყველა ჩუმდება და ვიღაც საუბარს იწყებს. ყველა საკუთრივ აღშფოთებულია ამ მოვლენით, შემდეგ ისევ ძველ საკითხს უბრუნდებიან, რომ განათლება უფასო უნდა იყოს. დიალოგებს ვერ ვიმახსოვრებ, ზოგჯერ სამი და ოთხი ახალგაზრდა ერთად ლაპარაკობს, საბოლოოდ შეხვედრა ორ-სამ კაციან დიალოგებად იყოფა. მე ჩემს მეგობარს ველაპარაკები მაღაროელების გაფიცვის შესახებ, შემდეგ განათლების მინისტრის შესახებ, შემდეგ „აფხაზურას“ და „ელარჯის“ შესახებ. ამასობაში ვიღაცას ლუდი ამოაქვს, შეხვედრა მთავრდება.
 
პირობა N16
 
მე სკამზე ვზივარ ბაღში და ვფიქრობ, რომ ვეღარაფერს ვიტან, ყველაფერი ყელშია ამოსული, დავიღალე საკუთარი უსარგებლობით, ჩემთვის ძვირფასისთვის ბრძოლაც კი არ შემიძლია,
მინდა, რომ სადმე წავიდეთ, სადაც კლდოვანი ზღვის ნაპირი, ცოტა ქვიშა, ხამანწკები და კიბორჩხალებია, მინდა რომ ხამანწკები და შემწვარი კიბორჩხალები ვჭამოთ ღამით კოცონთან და ზღვის ტალღების ხმაურს მოვუსმინოთ, (სადღაც წამიკითხავს რომ ამშვიდებს), მერე მესაწევი მოვწიოთ, ნაპირზე დიდხანს ვისეირნოთ, სადმე სპალნიკში მივეგდოთ და დავიძინოთ, ასე გავიმეოროთ ყოველდღე, სანამ არ მოგვბეზრდება, მერე სხვა რამეს მოვიფიქრებთ.შემდეგ ტარკოვსკიზე და ბერგმანზე გესაუბრები. რეტდასხმულივით წინდაუკან დავდივარ და ძალიან ბევრს ვეწევი.
 
კითხვები:
 
ამოცანა გვეკითხება რატომ აქვს მამაოს ერთ-ერთ ბენზიგასამართ სადგურზე ბენზინის ასორმაცდაათ ლარიანი პაკეტი ? რატომ ყავს მას ორმოცი ათასიანი ჯიპი ? რა თანხა მოტეხა ხელისუფლებამ ქალაქში მეორადი ავტობუსების შემოყვანის შედეგად ? რატომ გააკუა პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში ახალ ინვესტიციებზე საუბრისას ? და ბოლოს, რატომ უნდა იყოს მთავრობაში ქალი, რომელმაც მეზობლის ძაღლი გაჟიმა ?
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული