• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რევოლუციური საგალობელი

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 2094

ოსანა მაღალთა შინა სექსს !!!

სექსს!!! სექსს!!!
ოსანა მაღალთა შინა პოლიტ-სექსს !
ოსანა მაღალთა შინა სექსს ცოცხებით, პოლისჯოხებით, სკამებით, მაგიდებით, ავტომატებით..
ოსანა მაღალთა შინა ფაშიზმს !
ოსანა მაღალთა შინა ნეკროფილიას !
ოსანა მაღალთა შინა პედოფილიას და სერ ღრუბელს ჩვენს თავზე პურის ყუებად,
მშივრად დარჩენილთა ცხენებად,
რომლებიც არ დარბიან მინდვრებში,
რომლებიც ხის არიან,
რომლებიც ჭამენ და იკბინებიან !
ოსანა მაღალთა შინა კანიბალ ცხენებს, კაცთა თავებით !
ოსანა მაღალთა შინა სექსს !
ოსანა მაღალთა შინა სისხლიან ახალგაზრდებს !
ოსანა მაღალთა შინა ოპოზიციური პარტიების პიარს !
პიარ-სექსს !
ოსანა მაღალთა შინა პიარ-სექსს !
ოსანა მაღალთა შინა უსასრულო ბოდვას ჩამქრალი ტელევიზორის მიღმა,
რომელიც უკვე ჩემს ნევროზებს აღემატება,
ოსანა მაღალთა შინა მუცლებს !
ჩასუქებულ მუცლებს !
ოსანა მაღალთა შინა ფულითა და ინკვიზიციით ჩასუქებულ მუცლებს !
მუცელ-სექსს !
ოსანა მაღალთა შინა მუცელ-სექსს !
ოსანა, ოსანა მაღალთა შინა ინკოგნიტო პრეზიდენტს
და ფსიქოდელიკურ პარლამენტს, რომლისა გზანიც შეუცნობელ არიან !
ოსანა მაღალთა შინა პატრიარქს, რომელიც შეწუხებული, დამწუხრებული და შეკეტილია !
ოსანა მაღალთა შინა ჩემს მშობლებს, რომლებსაც საერთოდ არაფერი ესმით !
ოსანა მაღალთა შინა ჩემს მშობლებს, რომლებიც ჩემზე ნერვიულობენ და მხოლოდ ჩემზე ნერვიულობენ და სხვა არაფერი ესმით !
ოსანა მაღალთა შინა მშვიდობას ! სისხლიან მშვიდობას !
ოსანა მაღალთა შინა სექსს ! 
ნეოჯოჯოხეთურ სექსს !
სექსს...
სექსს...
სექსს...
ოსანა მაღალთა შინა სექსს !!!
 
9/19/2012
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული