• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რამდენი მთვრალი ცქმუტავს გაგუდვისას...

×
ავტორის გვერდი კირილ მედვედევი 00 , 0000 2017

 

თარგმანი: ნორიკ ბადოიანი
 
გუშინ საღამოს, 
სტუმრებიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, 
ჩამეძინა, გავიარე ჩემი მეტროს სადგური ვერნანდსკის პროსპექტი 
და მივედი ბოლო სადგურამდე; 
იქ 
მე გამაღვიძა ლურჯფორმიანმა ქალმა: 
მე გამოვედი ბაქნიდან 
და უკან გავემგზავრე; 
როდესაც მივედი ჩემს სადგურზე 
და გამოვედი ბაქნიდან 
გავიფიქრე იმის შესახებ 
რომ საინტერესო იქნებოდა გაგება 
რამდენად ხშირად 
ამ ქალს 
და ისეთებს როგორიც ეს არის 
უწევთ მკვდრების გაღვიძება 
ბოლო სადგურებზე 
მეტროს ცარიელ ვაგონებში; 
მე გავიხსენე 
რომ ერთ ძველ ლექსში, 
(სხვათა შორის, 
ადრე მე ვწერდი 
სრულიად 
სხვანაირ 
ლექსებს- 
ზოგს ალბათ ახლაც ახსოვს ისინი; 
მათ შორის,მე ვფიქრობ იყო 
რამდენიმე არც ისე ცუდი; 
ახლა მე სრულიად სხვაგვარად ვწერ; 
სხვათა შორის ეს ახალი ფორმა 
ერთი ავადმყოფობის შედეგად აღმოვაჩინე) 
ანუ, 
ერთ ძველ ლექსში 
უფრო სწორად იმ ლექსის 
ბოლო ორ სტრიქონში 
მე დავწერე მკვდრების შესახებ 
რომლებსაც აღვიძებენ ეს ფორმიანი ქალები 
ბოლო სადგურებზე 
მეტროს ცარიელ ბაქნებში: 
„რამდენი მთვრალი ცქმუტავს გაგუდვისას 
ღამის მეტროს მახეში.“
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული