• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ლოცვასავით გინება

×
ავტორის გვერდი ამბროსი მელქაძე 00 , 0000 2613
ღვთისმშობლისადმი
 
მიმადლებულო გიული გიხაროდენ!
შენ შობ ძეს და მისი სახელი იქნება სიახლე
და დალოცავენ მას ქვეყნის მთავარ ტაძრებში.
წაბორძიკდება და შავნაბადას სპეცდანიშნულების
რაზმის წევრები ხელს შეაშველებენ.
შეჭამს თავის ჰალსტუხსს
და ილაპარაკებს დასაპურებლად იმ ხალხისა,
რომელსაც გაუძღვება.
იგი იტყვის რომ ვიხილეთ ნათელი
და ყოველი მამრი (შე)აკურთხებს შენს ძუძუებს.
ამინ.
 
 
წმინდა ამბროსის (მელქაძის) ანდერძი
 
ვკვდები; ვემშვიდობები წუთისოფელს,
კაცობრიობას, რომელმაც ჩემი გზა იუცხოვა.
სული ესწრაფვის მარადისობას,
ხორცს ელის ლუსკუმა.
საცდურებისგან მეოტი
ცხოვრებას გავუდექი,
   სამოღვაწეოდ ავირჩიე
     საკუთარი თავის უარყოფის დაბლობი,
მრავალი წელი თვითგვემას ვეწეოდი,
ეულად ვიუდაბნოვე.
მედგარი ლოცვით უფალს განვადიდებდი.
ამიერიდან,
   ყოვლადმოწყალე თუ ინებებს, მის სახელს
      ეს სახრწნელი
სხეული განადიდებდეს,
დაინაწილეთ –
წმინდა წარბები, წმინდა წამწამები, წმინდა
რქოვანა, წმინდა გავის წნული, წმინდა იდაყვი,
წმინდა სიმპათიკური წველი, წმინდა ბოქვენი და
წმინდა ყლე.
წმინდა ყურის დაფის აპკი, 
   წმინდა ცდომილი ნერვი,
წმინდა ბიცეფსი და წმინდა ტრიცეფსი,
წმინდა დასწვრივი კოლინჯი, 
   წმინდა მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი
კუნთები და წმინდა გულმკერდ – წელის ფასცია.
წმინდა თორმეტგოჯა, ბრმა და სწორი
ნაწლავები, წმინდა დიდი დუნდუ -
ლები, წმინდა შუა საძგიდი და წმინდა ორი
თვალის ზემო ირიბი კუნთი.
წმინდა პროსტატა, წმინდა გრდემლი,
წმინდა მენჯი, წმინდა ბუშტი შარდის
და ასე შემდეგ – განსაკურნებლად
აწ და მარადის.
 
 
ლოცვა ტყნაურის წინ
 
უფალო, თავი ჩვენს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ
ენერგიას შენ მოუყარე ეროგენული
ზონების რიტმულ, მექანიკურ სტიმულაციის
კულმინაციურ წერტილში, რომ ვნებით დავიწვათ
 
ლოცვა ტყნაურის შემდეგ
 
გმადლობთ უფალო ორგაზმისთვის, კიდევ მრავალჯერ
განგვაცდევინე, ის ცხოვრების განმავლობაში
სავარაუდოდ ერთადერთი ღვთაებრივი
საჩუქარია სიკვდილის და ჯაფის სანაცვლოდ.
 
 
ჩემი ყლე
 
   უეცრად კაცის ხელოვნური ფალოსიდან ჩნდებიან ცოცხალი მტრედები                                                                                                                                                                   ანკა კალანდაძე    
 
ჩემი ყლე კიდობანია,
აქ მე, ჩემმა ცოლმა და ჩემმა შვილებმა თავი შევაფარეთ,
აქ დედამიწის მთელი მშვენიერებაა თავმოყრილი,
იგი თვითონაც მშვენიერია, 
როგორც მძლავრი კოშკი რომელიმე მთის,
ვთქვათ არარატის წვერზე.
მტრის ლაშქარივით დაღუპვის წყალი ეკვეთება, რომ გადაფაროს,
მაგრამ თავს წამოწევს და მრისხანე ტალღები მის კედლებს ემსხვრევიან.
მის ქონგურებზე თეთრმა მტრედებმა დაიბუდეს,
ირგვლივ ზეთისხილის ბაღი აკრავს.
სარკმლებში მზემ შემოანათა,
აქედან ხელისგულივით მოჩანს სამყარო.
სამყარო ერთი ხელის გაწვდენაზე მოჩანს.
 
 
 
ლოცვასავით გინება
 
როცა 11 აგვისტოს
რუსეთის არმიიის შეშინებული
22 – ე ბატალიონის ჯარისკაცები
სამხრეთ ოსეთიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ,
ამერიკის მთავრობისგან საქართველოსთვის ნაჩუქარი
ვიეტნამის ომის დროინდელი დოჯით,
რომელზეც წყლის ავზი იდგა,
კაპრალი, თუნდაც ამ ლექსში მანუჩარი ერქვას,
ზემო ხვითიდან მოჯაყჯაყებდა.
მოწინააღმდეგე რომ გიტევს,
წესით, ამხელა სამიზნედან უნდა გადმოხვიდე და დაიმალო,
ამის გააზრების თავი ჰქონდა კაპრალ მანუჩარს?
საჭეს რა მოტივით ებღაუჭებოდა?
 - არ ვიცი.
სოფლის ვიწრო გზაზე ტანკების კოლონას შეეჩეხა,
მერე იხსენებდა – ტანკები
განმასხვავებელი ნიშნების გარეშე იყო,
ამიტომ ჩვენების მეგონაო... და
მიუსიგნალა ერთხელ, ორჯერ,
გზა დამითმეთო.
ერთი ტანკის კოშკის ლუქი აიხადა,
იქიდან ქერა რუსმა ამოყო თავი
და შემოაგინა: Иди на хуй... 
შეშინდა მანუჩარი, ოჰ, როგორ შეშინდა
ჩაიფსა ან კინაღამ ჩაიფსა,
თვალთ დაუბნელდა ტყვიის დახლის მოლოდინში,
მაგრამ არ მოკლეს, არ დაატყვევეს,
მხოლოდ გინებას დაჯერდნენ –
Гони отсюда блядь... 
და მოეჩვენა, რომ იმაზე სასიამოვნო 
არასოდეს არაფერი გაუგონია.
თქვენ როგორ ფიქრობთ, დედის ლოცვა უფრო ტკბილია,
თუ
პატრირქის ლოცვა უფრო მადლიანია,
თუ
ავდ მომზირალ ტანკის ლულაზე შემომჯდარი
რუსი ჯარისკაცის გინება?
იმ წუთს იგი ხელმეორედ დაიბადა,
იმ წუთს სამყაროც ხელმეორედ დაიბადა,
თითქოს ღმერთმა თქვა
იყავნ ნათელი და
იდი ნა ხუი მანუჩარ,
იდი ნა ხუი მანუჩარ,
იდი ნა ხუი მანუჩარ.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული