• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ვინ ილაპარაკებს?

×
ავტორის გვერდი გიორგი წურწუმია 00 , 0000 1647
მე ამაყი ლუზერი ვარ.
მე სისხლი მითბება
როცა ვხედავ
როგორ პოზირებს ღვთისმშობელი
როგორც სუპერმოდელი
ფოტოობიექტივის წინ.
მე ბედნიერი ვარ
რომ სტატუსის გამო 
სიყალბისთვის განწირული 
ღვთისმშობელი არ აბოყინებს
რომ მას არა აქვს ღიმილის უფლება
რომ წმინდა იმიჯების სევდა
მენსტრუალური ტკივილის უარმყოფელი
კომიკური სევდაა.
მე ბედნიერი ლუზერი ვარ.
მე ვერ ვხედავ სიზმრებს:
დედაო ღვთისა კედებით სარბენ ბილიკზე
ყვითელჟილეტიანო ანგელოზებო
დილის ექვს საათზე
დასუქებულო წმინდანებო
მე თქვენ დაგხოცავთ
რომ ვერავინ დაგინახოთ.
ენით ავლოკავ თქვენი
სისხლისა და განავლის კვალს
მე ლუზერი ვარ.
მე უხმო ლუზერი ვარ/
მე ლუზერი ვარ.
არ ვლაპარაკობ/
მე ლუზერი ვარ.
ვინ ილაპარაკებს?
მე ხმა არა მაქვს.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული