• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სამშვიდობო კონგრესი

×
ავტორის გვერდი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი 00 , 0000 1992

თარგმანი: დათო ბარბაქაძე

ეშვება თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ასი მატყუარა იმყოფება.
ყვავილებით სავსე ხელებით ეგებება მათ ქალაქი,
ნავთობის და ოფლის სუნით,
აზიის ველებიდან მონაბერი ქარით.

პროჟექტორებით გარემოცული მატყუარები თხუთმეტ ენაზე
წარმოთქვამენ: არ გვინდა ომი.
მდუმარედ ვეთანხმები მატყუარებს.
მატყუარები ჭეშმარიტებას ღაღადებენ, მაგრამ
რაში სჭირდებათ ორმოცდაათი საათი
ამ ერთადერთი წინადადების სათქმელად?

როცა ისინი ქალაქს ტოვებენ, ყვავილები გარუხებულია.
საფერფლეები პირთამდეა სავსე
სოლიდარული ნამწვებით,
სიგარების ურყევი ბოლოებით
და დაუმარცხებელი ნარჩენებით.
საფურთხებლებში მშვიდობა ლივლივებს.

თეთრ სახლში, პროჟექტორების შუქზე,
პატიოსანი ადამიანები სწორედ ამ დროს აცხადებენ
სხვა სიმართლეს: ომი მწიფდება.
მხოლოდ მატყუარები არიან ურყევი.

თეთრ სახლში ყვავილები ახალია,
საფურთხებლები – დეზინფიცირებული
და საფერფლეები – ბომბებივით სუფთა.

ქარი სწრაფად გადაუვლის ქალაქს,
აზიის ველებიდან მოსული ქარი. ასე უსტვენს
დამცირებული ქალიც, რომელიც იბრძვის თავისი სიცოცხლის გადასარჩენად.
 


ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული