• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ტომ უეითსი: ჩვენ ფულიანი და იარაღიანი მაიმუნები ვართ

×
ავტორის გვერდი antilabelblog 16 იანვარი, 2009 2955
(c) antilabelblog.com / შემოკლებული ინტერვიუს თარგმანი: პაატა შამუგია
 
 
 
- არტისტები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს თქვენი შემოქმედება...
 
- OK, აი რამდენიმე, რომელიც ამწამს მომაფიქრდა: ჯეკ კერუაკი, დილანი, ბუკოვსკი, როდ სირლინგი, ჯეიმს ბრაუნი, ჰარი ბელაფონტი, ჰოულინ ვოლფი, ლიდ ბილი, ლორდი ბექლი, ლი მერვინი, ჯონ ფორდი, ფელინი, ჯაგერი, რიჩარდსი, ჯონ მაკკორმიკი, ჯონი კეში, ჰენკ ვილიამსი, ფრენკ სინატრა, ლუი არმსტრონგი, რობერტ ჯონსონი...
 
- სიმღერები, რომლებიც თქვენთვის გზის მაჩვენებელი იყო...
 
- ახლავე... თუმცა, ეს პერიოდულად იცვლება ხოლმე.  გერშვინის „მეორე პრელუდია“, „პათეტიკური სონატა“, ელ პასო“, „ჯარისკაცი“, „შემომყევი სამზარეულოში“, „მწუხარეთვალებიანი ქალბატონი“, „ჰავა ნაგილა“...
 
- რა არის სამყაროში არასწორი?
 
- ჩვენ დამარხულები ვართ ინფორმაციის ტვირთის ქვეშ, რომელიც აღრეულია ცოდნასთან. რაოდენობა აღრეულია სიმდიდრესთან და სიმდიდრე – ბედნიერებასთან. ლეონა ჰიმსლის ძაღლმა გასულს წელს12 მილიონი დოლარი გააკეთა... და დინ მაკლეინი, ოჰაიოელი ფერმერი, 30 000 დოლარს ძლივს აკეთებს. ეს არის გიგანტური სიგიჟე, რომელიც ყველა ჩვენგანის ტვინში იზრდება. ჩვენ ფულიანი და იარაღიანი მაიმუნები ვართ.
 
- საყვარელი სცენები ფილმებიდან...
 
- დე ნირო რინგზე „ცოფიან ხარში“.ასევე ჯული ქრისტის სახე, როცა ის ამბობს: „გინდათ ყავა მოგართვათ?“ მარლენ დიტრიხი ეშმაკთან ურთიერთობისას, როცა ამბობს: „ის იყო რაღაცნაირი კაცი“...
 
- თქვენ გიყვართ ირონია...
 
- ერთი ასეთი ამბავია. „შევროლე“ საგონებელში ჩავარდა, როცა აღმოაჩინა, რომ მისი ახალი მოდელი Chevy Nova–ს გაყიდვები სრულად ჩაფლავდა, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში. ბოლოს გააანალიზეს, რომ Nova ესპანურად ითარგმნება, როგორც „არ დაიძრე!“ მთლად კარგი სახელი არაა მანქანისთვის, ხომ მართალია!
 
- გაქვთ რამე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიტყვა?
 
- ჯიმი ჯარმუშმა ერთხელ მითხრა: „სწრაფად, იაფად და კარგად... ამოვირჩიოთ ორი. თუ სწრაფად და იაფად, ეს კარგს დააზარალებს. თუ იაფად და კარგად, ეს სწრაფად ვეღარ გამოვა. თუ კარგად და სწრაფად, მაშინ იაფი ვეღარ იქნება. მაგრამ აქედან მაინც ორი სიტყვა უნდა ამოვარჩიოთ, რომ ვიცხოვროთ.
 
- რა მოუხდებოდა ჰემინგუეის ეპიტაფიად?
 
- „მაპატიეთ, წამოდგომა მეზარება“.
 
- ვისი ფრაზაა: „ამერიკის მოსახლეობის ნახევარი ყალბია“?
 
- რობერტ მიჩემის. მე მგონი, ის ძალიან დიდსულოვანი იყო, როცა ამას ამბობდა.
 
- სადმე რამე დასამახსოვრებელი ნივთი გინახავთ?
 
- რამდენიც გინდა:
 
· ყალბი კბილები ნევადის ლომბარდში;
 
· მაგარი საჭმელი ოკლაჰომას აეროპორტში;
 
· ჩინელი, ტეხასური აქცენტით – შოტლანდიაში;
 
· უგრძესი ყლე, ლამის ტანის მთელი ტანის სიგრძის – ბერკლიში.
 
- რის ინტერესი გკლავთ?
 
- რას ეუბნებიან ჟოკეები თავიანთ ცხენებს და ერთიც: შევძლებთ კი ჩვენ ადამიანები, რობოტებთან ქორწინებას?
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული