• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

Poetic Terrorism

×
ავტორის გვერდი ჰაკიმ ბეი 00 , 0000 3026
 
უცნაური ცეკვები სადღეღამისო კომპიუტერულ ბანკებში. არავტორიზებული პიროტექნიკური ეფექტები [აფეთქებები]. ლენდ-არტი, ნამუშევრები მიწაზე, როგორც ექსცენტრული უცხო არტეფაქტები – მიმოყრილი სახელმწიფო პარკებში. შეიჭერით სახლებში ყაჩაღებივით, მაგრამ  რამის მოპარვის[წამოღების] ნაცვლად - დატოვეთ პოეტურ-ტერორისტული ობიექტები. გაიტაცეთ ვინმე და გააბედნიერეთ. შეარჩიეთ ნებისმიერი გამვლელი და ახარეთ რომ მას მემკვიდრეობით ერგო წარმოუდგენელი, უდიდესი და ყოვლად გამოუსადეგარი ქონება: მაგალითად, 5000 კვადრატული მილი ანტარქტიდაზე,  ან ცირკის ბებერი სპილო, ობოლთა სახლი ბომბეიში,  ან ალქიმიური მანუსკრიპტების კოლექცია. მოგვიანებით ისინი გააცნობიერებენ რომ თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაში მათ სჯეროდათ რაღაც ექსტრაორდინალური,ს  და შესაძლოა ამის შედეგად ისინი შეეცდებიან იპოვონ არსებობის უფრო საინტერესო, ინტენსიური ფორმა.
 
მიაჭედეთ მემორიალური დაფები ისეთ  [საზოგადო თუ პრივატულ] ადგილებში, სადაც თქვენ გამოცხადება ან განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი სექსუალური აქტი გქონდათ.გაიარეთ შიშველმა პრინციპისთვის.მოაწყვეთ გაფიცვა სკოლაში ან სამსახურში იმ მიზეზით, რომ ეს ადგილები არ აკმაყოფილებენ თქვენი სიზარმაცისა და სულიერი სილამაზის მოთხოვნებს.გრაფიტი არტმა ცოტა შეალამაზა მახინჯი მიწისქვეშა გადასასვლელები და მოუქნელი ძეგლები – პოეტური ტერორიზმის ხელოვნება ასევე შეიძლება გაკეთდეს საზოგადო ადგილებისთვის: სასამართლოს ტუალეტის კედლებზე ამოკაწრული პოემები,  პარკებსა და რესტორნებში დაგდებული პატარა ფეტიშები, ქსეროქს-არტი, ჩაკუჭული გაჩერებული ავტომანქანების საწმენდ “ფრთაზე,” უზარმაზარი ასოებით გამოყვანილი ლოზუნგები საბავშო ბაღების თუ მოედნების კედლებზე, ანონიმური წერილები წინასწარ ან შემთხვევით შერჩეული ხალხისთვის,  პირატული რადიო გადაცემები, სველი ცემენტი..პუბლიკის რეაქცია ან ესთეტური შოკი რომელსაც გამოიწვევს პოეტური ტერორიზმი უნდა იყოს მინიმუმ ისეთივე ძლიერი როგორც ნამდვილი ტერორის და შიშის შეგრძნება – ზიზღი, სექსუალური აგზნება, ცრურწმენები, მოულოდნელი ინტუიტიური გარღვევა, დადაისტური მოუსვენრობა – არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული პოეტურიტერორიზმის მიზანი ერთი ადამიანია თუ ბევრი, არ აქვს მნიშვნელობა ყავს მას ავტორი თუ ის ანონიმურია, თუ ის არ ცვლის ვინმეს ცხოვრებას [ავტორის ცხოვრების გარდა] მაშინ ის წარუმატებელია.PT [Poetic Terrorism] არის აქტი სისასტიკის თეატრში, რომელსაც არ აქვს სცენა,  არც სკამები მაყურებელთათვის, არც ბილეთები და კედლები. იმისთვის რომ მაინ “იმუშავოს” PT  აუცილებლად უნდა გაემიჯნოს სამომხმარებლო ხელოვნების ყველა კონვენციონალურ სტრუქტურას [გალერეებს, პუბლიკაციებს, მედიას]. ქუჩის თეატრის პარტიზანული სიტუაციონისტური პრაქტიკებიც კი უკვე საკმაოდ ცნობილი და ადვილად პროგნოზირებადია.გემოვნებიანი გარყვნილება რომელიც კეთდება არა როგორც მხოლოდ ურთიერთ დაკმაყოფილება, არამედ როგორც გაცნობიერებული აქტი ულამაზეს ცხოვრებაში – არის რადიკალური პოეტური ტერორიზმი. პ-ტერორისტი იქცევა როგორც ნამდვილი თაღლითი, იმ განსხვავებით რომ მისი საბოლოო მიზანი ფულის ნაცვლად – ცვლილებების გამოწვევაა.ნუ გააკეთებთ პოეტურ ტერორიზმს სხვა არტისტებისთვის, გააკეთეთ ის ხალხისთვის, რომელიც ვერ მიხვდება [მინიმუმ რაღაც მომენტებში მაინც] რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ ხელოვნებაა. აიცილეთ აღიარებული არტ-კატეგორიები, მოერიდეთ პოლიტიკას, ნუ გაჩერდებით საკამათოდ თქვენს მიზნებზე, ნუ იქნებით სენტიმენტალურები; იყავით დაუნდობლები, გარისკეთ, ვანდალურად გაანადგურეთ მხოლოდ ის რაც უნდა განადგურდეს, გააკეთეთ რამე ისეთი რასაც ბავშვები მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებენ – მაგრამ ნუ იზამთ რამეს ნაჩქარევად ან ძალით, სანამ პოეტური ტერორიზმის მუზა არ დაგეუფლებათ.ჩაიცვით სამასკარადო ტანსაცმლები. დაირქვით ცრუ სახელები. იყავით ლეგენდარულები. ნამდვილი PT კანონის საწინააღმდეგოდაა მიმართული, მაგრამ შეეცადეთ არ დაგიჭირონ. ხელოვნება როგორც დანაშაული [კრიმინალური აქტი]; დანაშაული როგორც ხელოვნება.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული