• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ბოლო გზა

×
ავტორის გვერდი რიჩარდ ბროტიგენი 00 , 0000 1534
თარგმანი: ალექს ჩიღვინაძე
 
* * *
 
შენზე ფიქრებით
ჩავჯექი ავტობუსში
გადავიხადე 60 ცენტი
და მოვთხოვე მძღოლს ორი ბილეთი
ჩემი მარტოობის აღმოჩენის პუნქტამდე.
 
 
* * * 
 
მე მაქვს 75 ვატიანი 
ნათურა ტუალეტში
ამ ბინაში ვცხოვრობ
უკვე ორ წელზე მეტია
და ეს ნათურა ჯერ კიდევ ანათებს
დარწმუნებული ვარ, 
რომ ის შეყვარებულია ჩემზე.
 
 
***
 
სიკვდილი – როგორც ავტოსტოპი
უცნობ ქალაქში, 
გვიან ღამით, როდესაც საშინლად ცივა,
წვიმს და შენ კვლავ მარტო ხარ.
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული