გალობანი სინანულისანი





პროზა

გალობანი სინანულისანი




გუემულებასა დიდსა ჩავვარდი, ოდეს „სიესტამ“ მთხოვა ძნიად აღსასრულებელი საქმეი ეგე – მცირეი რეცენზიაი აღმაშენებლის „გალობანი სინანულისაზედ.“ არა ღირს ვარ, დაღაცათუ ფრიად მთნავს ამბავი ეგე, ვითარმედ ფრიად ორიგინალურს ავტორს მიმოვიხილავ ორის სიტყუით, ავტორს, რომელსაც ჰმარჯუდა სიტყუაი პოსტმოდერნული, ვითარმედ ტექსტი ეგე გაჯერებულ არს ჰინტერტექსტურის მით ნარატივითა და სხუად სახედ – იგი იყო მეფეი, რომელსაც  სპექტრი იგი მთელის გეოპოლიტიკურის ელიტისა მეათთორმეტესა საუკუნესა შინა ფერხთა ქუეშე ეგებოდა და ეშიშვოდა ფრიად. მუნ, ტექსტსა შიგან, მიმობნეულ არს უშტი და უშქარი მეტაფორანი გინათუ ეპითეტნი, რომელნიც დია ამოდ სასმენია, ვისაც ყურნი ასხენ. ალუზიანი (ფრიად მარგნი) ეკლეზიასტეს ფილოსოფიურ ხედვასთან, რომელიც რომ ორის სიტყვით ეგრეთ გარდამოიცემის:„ამაოება ამაოთა და ყოველი ამაო არს“. გულისმა–ჰყავ, მკითხველო, რას ამოიტყოდა კაცი, რომელმან ლამის ნახევარი სოფლიო მეოტად წარიქცია: 


„მე ვარ, ვითარცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ!“


ესე არს სიტყუაი – არა საშუალო, ანუ ლიტონი, არამედ დასტურ სამეფოი, საზეპუროი და ერთგვარად პოსტმოდერნ–ბურჟუაზიული, რომელიც პიროვნების ეგზისტენციალურს კრიზისზედ მუნიერითგან ხმა–ჰყოფდა.
სოფლიურის ვარამით გულგასენილის კაცის ფიქრნი, მაშურალის კაცის ჰაზრნი, რომელმან საეროის სთუელის შემდგომად სულიერი სთუელიც მოითუალნა.

აწ ჯერ არს მოქლონი დავიდო პირსა ჩემს ყროლსა ზედა, რამეთუ ვესავ, დანარჩენს მკითხველიც გულისხმა–ჰყოფს.

ძალიან მალე, გამომცემლობა "სიესტასგან" –  დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი", თანამედროვე ქართველი ავტორების კომენტარებით. გამოცემის კონცეფცია – ალექსი ჩიღვინაძე. 
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.