• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჩემი შიშები

×
ავტორის გვერდი კუკა რაზიკაშვილი 00 , 0000 1678
1. მეშინია, არ მოვკვდე!
 
2.მეშინია, არ გავგიჟდე! - ეს ორი მთავარია!
 
3.მეშინია, სამუშაო არ დავკარგო, რომელიც ჯერ არ მიშოვნია!
 
4. მეშინია, ძილი არ გამიტყდეს! აი უკვე გამიტყდა!
 
5.არ მეშინია მზის, მაგრამ მეშინია, ერთ მშვენიერ დღეს რომ აღარ ამოვიდეს?!
 
6. მეშინია ოპოზიციის მიტინგის, ჯერ ერთი, მიწისქვეშებს სულ ააყროლებენ, მეორეც, შემთხვევით რომ იქ გავიარო და შემატყონ, მათსავით არ ვფიქრობ, ხომ მომკლავენ!!!
 
7.მეშინია ხელისუფლების, სულ თვალწინ მიდგას: მთავრობის სხდომაზე მასამართლებენ, პრეზიდენტი წაიკითხავს საბრალდებო დასკვნას და მომისჯის სამუდამო ცხოვრებას საქართველოში! ბოლოს მეკითხება: საბოლოო სურვილი რა გაქვსო? ქორებრ გადავხედავ პრობაციის შუშის მინისტრს და მას ჩაეღიმება... ცოტათი უკვე აღარ მეშინია!
 
8.მეშინია ეკა ბესელიას ახლოდან ნახვის, ვაითუ ისეთი ლამაზი არ გამოდგეს, როგორიც შორიდანაა?!
 
9.მეშინია გუბაზ სანიკიძის, დევია და რომ შემჭამოს?!
 
10.მეშინია მიშა სააკაშვილის, ისევ მის გამო, უცებ რომ ვიღაც წარმატებული გოგო აიტაცოს და ამ გოგოს ქმარს ’გაუტყდეს’, მერე?! ან მიშას წელმა უმტყუნოს!?
 
11.მეშინია, ძალიან დაუფიქრებელი რამე არ წამოცდეს, როცა საუბრობს, სულ შიშით ვიფსამ!!!
 
12.მეშინია პატრიარქის ქადაგების, რა ვიცი, ეტყობა ქადაგება ისეთი რამეა, რომ ვეღარ იგებ კაცი, რას ამბობ!
 
13. მეშინია პატრიარქის ეპისტოლის, თითქოს დაუწერელი თეთრი ქაღალდიაო და ვისაც რა მოესურვება, იმას აწერს ზედ!
 
14.მეშინია თბილისში მქროლავი ავტოების, უნდა გამოვტყდე: მათი მღვდლებზე მეტადაც კი მეშინია!!!
 
15.და საერთოდაც, ყველაფრის მეშინია, მეშინია ’ტაბულასი’, მეშინია ’ლიბერალის’... აი ’დემო.ჯის’ არ მეშინია, წავალ, შევიხედავ, ნეტავ რა ხდება იქ ახალი?!
 
 
7 მაისი, 2011.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული