• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ინტერვიუ კურტ ვონეგუტთან (გამოქვეყნდა ჟურნალ პლეიბოიში)

×
ავტორის გვერდი ნანა გაგუა 00 , 0000 2598

თარგმანი: ნანა გაგუა

დავიდ სტანდიში. 1973 წელი.


Playboy: გარდა იმისა, რომ ეს შემოსავლის წყაროა, რატომ წერთ?

ვონეგუტი: ჩემი მოტივები პოლიტიკურია. სტალინს, ჰიტლერს და მუსოლინის ვეთანხმები იმაში, რომ მწერალი საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. მაგრამ დიქტატორებს იმაში არ ვეთანხმები, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს მწერალი საზოგადოებას. წესით და ბიოლოგიურადაც, ისინი უნდა იყვნენ ცვლილების მსახურები. სულ უკეთესობას ვიმედოვნებთ.

Playboy: რას ნიშნავს ბიოლოგიურად?

ვონეგუტი: მწერლები სოციალური ორგანიზმის განსაკუთრებული უჯრედები არიან, ევოლუციური უჯრედები. კაცობრიობა ცდილობს, გახდეს კიდევ სხვა რამე, სულ ახალი იდეების ექსპერიმენტს ატარებს. მწერალი ამ ახალი იდეების საზოგადოებაში წარდგენის საშუალებაა და ასევე ცხოვრებისადმი სიმბოლური პასუხის გაცემის საშუალება. არა მგონია, ვმართავდეთ იმას, რასაც ვაკეთებთ.

Playboy: აბა რა არის კონტროლის ქვეშ?

ვონეგუტი: კაცობრიობის სწრაფვა გაუმჯობესებისაკენ.

Playboy: დარვინისეული გაგებით?

ვონეგუტი: დარვინის დიდად მადლიერი არა ვარ, თუმცა ვეჭვობ, ის მართალი იყო. მისი იდეები ადამიანებს უფრო სასტიკს ხდის. დარვინიზმი ქადაგებს, რომ ავადმყოფი და გაჭირვებული ადამიანი ასეთ ყოფას იმსახურებს. როცა ადამიანი იღუპება, სასტიკი დარვინისტები ამბობენ, რომ ვუმჯობესდებით. წარმატების მწვერვალზე მყოფი კაცი აღმატებული ცხოველიაო. ეს სოციალური დარვინიზმია გასული საუკუნისა და სამწუხაროდ პროგრეს განიცდის. მაგრამ თავი დავანებოთ დარვინს. მწერლები არიან განსაკუთრებული უჯრედები, რომლების იმავეს აკეთებენ რასაც ჩვენ. ჩვენ მთლიან საზოგადოებას წარმოვადგენთ, ისევე როგორც სენსორული უჯრედები თქვენი სხეულის ზედაპირზე ემსახურებიან მთელს სხეულს. და როცა საზოგადოება დიდ განსაცდელშია, განგაშის ზარს გამოვცემთ. ჩემეული ხელოვნების თეორია მაქვს, სახელად კანარის-ჩიტი-ქვანახშირის-მაღაროში. ხომ გახსოვთ, ქვანახშირის მაღაროელებს, ჩიტები მაღაროში მიჰყავდათ, რომელიც მათ აირსზე მიანიშნებდა, სანამ კაცები ავად გახდებოდნენ. ხელოვნების წარმომადგენლებიც ასე იქცეოდნენ ვიეტნამის შემთხვევის დროს. ჭიკჭიკებდნენ და გადაბრუნდებოდნენ. მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰქონდა. არცერთი ჩინოვნიკი არ დაინტერესებულა ამით. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ხელოვანი უნდა დაფასდეს, როგორც განგაშის სისტემა.

Playboy: და სოციალური დამგეგმავები?

ვონეგუტი: რამდენიმე მოსაზრება მაქვს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ამერიკელები უფრო ბედნიერები და მზრუნველები გახდნენ.

Playboy: თქვენს რამდენიმე წიგნში, განსაკუთრებით კი “ტიტანის სირენებში” და “სისხლისღვრის ადგილი ნომერი ხუთი”, არის სერიოზული მინიშნება იმაზე, რომ დროში ყველა წამი ერთდროულად არსებობს, რომელიც გულისხმობს, რომ მომავალი აწყმოს ქცევით არ შეიცვლება, მაშინ საგნების გაუმჯობესების სურვილი ამას როგორ ეთანხმება?

ვონეგუტი: მოკლედ, ერთდროული ცხოვრებით ვცხოვრობთ. ეს ფაქტია, თქვენ აქ ხართ როგორც ბავშვი და მე მოხუცი კაცი. ახლახან, ერთ ქალბატონს ვესტუმრე, რომელსაც ჰოდგკინის დაავადება სჭირს. ცოტა ხნის სიცოცხლე დარჩა. მან მითხრა, რომ სიცოცხლის ყოველი წამით ცხოვრობდა...

Playboy: პარადოქსია

ვონეგუტი: მეც ამისთვის ვკიცხავ მქადაგებლებს. არაფერს გასაბედნიერებელს კაცს არ ეტყვიან, მაშინ როცა ამდენი უწყინარი ტყუილის თქმა შეიძლება. ამქვეყნად ყველაფერი ტყუილია, იმიტომ, რომ ჩვენი ტვინი ორ- ბირთვიანი კომპიუტერივითაა და მაღალი ხარისხის ჭეშმარიტების აღქმა არ შეუძლია. მაგრამ რადგან ადამიანური პირობები უმჯობესდება, გონებაც შესაბამისად უკეთესი ხდება. ამისთვის არიან ისინი შექმნილნი. არჩევანიც გვაქვს, თავი ტყუილებით დავიმშვიდოთ. მაგრამ ამისთვის საკმარისად არ ვირჯებით. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მღვდელთაგანი იყო, ყმაწვილი სახელად ბობ ნიკოლსონი. როცა მრევლიდან ვინმე გარდაიცვლებოდა, საშინლად განიცდიდა. სასოწარკვეთაში ვარდებოდა. დასაფლავებაზე წირვის ჩასატარებლად გარდაცვლილის ჭირისუფალს და ეკლესიის მსახურებს ხელით მიჰყავდათ. ეს ამბავი ძალიან მომწონდა. დასაფლავებისას წარმოთქმული სტანდარტული ეპისკოპალური სიტყვები არ აკმაყოფილებდა. უკეთესი ტყუილი სჭირდებოდა.

Playboy: რომელი ტყუილი მოგწონთ?

ვონეგუტი: “არა კაც კლა.” ეს კარგი ტყუილია. ღმერთმა თქვა თუ სხვამ, მაინც შესანიშბავი ტყუილია, და თუ ღმერთმა თქვა, მით უკეთესი, ამ სიტყვებს მეტ ძალას მატებს. მშვენიერია.

Playboy: როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა რელიგიას ადამიანის გაბედნიერება?

ვონეგუტი: რა თქმა უნდა. ეკლესიაში უამრავი დამამშიდებელ ტყუილს ამბობენ. ვისურვებდი, მქადაგებლები უფრო დამაჯერებლად იტყუებოდნენ იმაზე, თუ როგორი პატიოსნები და ზრდილები უნდა ვიყოთ. არც ერთ ქადაგებაზე არ მომისმენია რაიმე ზრდილობაზე და თავშეკავებაზე. არასოდეს მსმენია, ოდესმე მღვდელს ეთქვას, რატომ არის მკვლელობა შეცდომა. არც ბიზნესში მოტყუებაზე ამბობენ რამეს. წელიწადში 52 კვირა დღეა და არც ერთ ამ თემაზე არ საუბრობენ.

Playboy: რომელი მიგაჩნიათ ყველაზე უკეთეს რელიგიად?

ვონეგუტი: ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოება. ეს არის როგორც ერთი გაფართოებული და შეკრული ოჯახი, ერთი საერთო პრობლემით. ყველაზე სასიამოვნო ასპექტი ამ საზოგადოებისა ისაა, რომ მასში არამსმელებიც არიან გაწევრიანებულნი, და თავს მსელებად ასაღებენ. რადგან, სოციალური და სულიერი საზრდო აქ დიდია. აქ ისინი დამდვილ პრობლემებზე ღიად საუბრობენ, რასაც ტაძარში არ აკეთებენ, როგორც წესია. ციხიდან გამოსულებს, ნარკოტიკების მავნე ჩვევებისაგან განკურნებულებსაც იგივე პრობლემები აქვსთ, ეს უბრალოდ ის ხალხია, ვინც დაეძებს სამეგობრო წრეს, საძმოს, ვისაც დიდი ოჯახი უნდა.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული