• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ციკლიდან - სახელის იეროგლიფები (მეორე იეროგლიფი)

×
ავტორის გვერდი ნიკა ჩერქეზიშვილი 00 , 0000 1626

ქეთუს

 

დედამიწა,

რომლის მოსახლეობამ

აგერ უკვე ექვს მილიარდს გადააჭარბა -

შეიძლება

ერთ წამში დაცარიელდეს.

 

ყოველთვის ასეთი მიდგახარ თვალწინ:

COURTYARD Marriott-ის

ფეშენებელური სასტუმროს კუთხესთან

მობუზული -

შავი,

დაბალძირიანი ჩექმებით და

წითელი,

თხელი "დუტის კურტკით".

 

რა კავშირშია,

ახლა,

ამ უეცარი შთაგონებით დაწერილი ნაწერის

ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან,

ამაზე,

გულახდილად,

შიშის გარეშე,

მხოლოდ მას შემიძლია ვესაუბრო,

ვინც ერთიც და მეორეც ჩემამდე დაწერა.

 

ღმერთო...

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული