• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დანიელები

×
ავტორის გვერდი მორტენ სანდერგაარდი 00 , 0000 1661

თარგმანი: პაატა შამუგია [1]

 

უფრო მეტი დანიელი პოულობს სამსახურს

უფრო მეტი დანიელი არის მილიონერი

უფრო მეტ დანიელს ჰყავს თხუნელის ფორმის შვილები

უფრო მეტი დანიელი ღელავს გარემოზე

უფრო მეტ დანიელს აქვს არაადეკვატურობის შეგრძნება

უფრო მეტი დანიელი იძენს მანქანას ვენაში

უფრო მეტი დანიელი უშვებს პირიდან რაღაც ბგერებს

უფრო მეტი დანიელი ჭამს ვაშლის გულს

უფრო მეტი დანიელი იკლავს თავს

უფრო მეტი დანიელი გუგლავს თავის სახელს

უფრო მეტი დანიელი იბადება ცაცია

უფრო მეტი დანიელი აპირებს ლექსის კითხვას

უფრო მეტი დანიელი იტანჯება ზამთრის დეპრესიით და ჩიხში დგას

უფრო მეტი დანიელი საუბრობს გერმანულად

უფრო მეტი დანიელი თამაშობს პოკერს

უფრო მეტი დანიელი გრძნობს თავს არადანიელად

უფრო მეტ დანიელს აქვს კბილები  სამხრეთის საზღვრისკენ

უფრო მეტი დანიელი ლოკავს სარკეს საჯარო ტუალეტში

უფრო მეტი დანიელი თავს აღწერს, როგორც „ბედნიერს“

უფრო მეტი დანიელი მოძრაობს მანქანით ღამღამობით

ძროხის თვალების გამოსაცდელად

უფრო მეტ დანიელს უყვარს ძალიან, ძალიან ნელა სიარული,

როცა ის მარტოა.

 

მთარგმნელის შენიშვნა


[1] მორტენ სანდერგაარდი (დაიბადა 1964 წ.) დანიის ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური პოეტია. 90–იან წლებში გამოსულ მის  პირველსავე წიგნს (Sahara In My Hands) უამრავი კრიტიკული წერილი და ლიტერატურული პრემიები მოჰყვა. მისი ენობრივი ექსპერიმენტები და სიტყვების ახლებურად „მოხმარების“ მცდელობები ხშირად იწვევს ლინგვისტებისა და სემიოლოგების ინტერესს და ხშირად –  კრიტიკასაც.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული