• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ჩემზე დამოკიდებულება ისეთივე იდიოტიზმია, როგორც ჩემი არწაკითხვა

×
ავტორის გვერდი ჩაკ პალანიკი 00 , 0000 4593

ინტერვიუ ჩაკ პალანიკთან

კომპილაციური თარგმანი: პაატა შამუგია

როცა წერა დავიწყე, ვთქვი: მე მკითხველი უნდა დავაბრუნო წიგნებთან. ამ გაგებით, მე ვწერდი მათთვის, ვინც არ კითხულობდა. მე დავწერე წიგნები, რომლებმაც კონკურენცია გაუწიეს ვიდეოთამაშებს, მუსიკალურ კლიპებს, ვრესტლინგის შეჯიბრებებს. მკითხველს არ სჭირდება სტატიკა და აღწერითი წინადადებები. მკითხველს ბევრი ზმნა სჭირდება, რაც შეიძლება ბევრი ზმნა. 

ხშირად მომისმენია, რომ შენი მკითხველები შენს წიგნებზე დამოკიდებულნი ხდებიან და სხვა ავტორებს აღარ კითხულობენ... სექტასავით გაქვს? 

ეს არაა სიმართლე. ასეთ ხალხს, უბრალოდ, არასდროს უყიდია სქელყდიანი წიგნები. მე, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწერალი ვარ, მაგრამ ჩემზე დამოკიდებულება ისეთივე იდიოტიზმია, როგორც ჩემი არწაკითხვა. 

რამდენად ავტობიოგრაფიულია „ხრჩობა?“

განსაკუთრებით ავტობიოგრაფიული მომენტია, როცა დენი („ხრჩობის“ ერთ–ერთი პერსონაჟი – პ.შ.) პირველად მასტურბირებს, ის ფიქრობს რომ მან მასტურბაცია გამოიგონა და ეს გამოგონება მას მდიდარ ადამიანად აქცევდა. მეც, როცა 12 წლისამ  მასტურბაცია „აღმოვაჩინე“, ვფიქრობდი: „ო, ღმერთო ჩემო, მე არასდროს მომიწევს მუშაობა, ჩემი შვილებიც უზრუნველად იცხოვრებენ, რადგან მე ეს ბევრ ფულს მომიტანს. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, როცა აღმოაჩინე, რომ ეს სულაც არ ყოფილა ჩემი გამოგონება და მილიონობით ადამიანი სწორედ ამით კავდებოდა.

შენს ყველა წიგნს რაღაც საერთო აქვს. ძნელია, კონკრეტულად თქვა, რა არის ეს -  პერვერსიულობა, პერსონაჟების არასწორხაზოვნება თუ სხვა რამ, მაგრამ კითხვისას სწორედ ეს აზრი მიჩნდება.

თუ შეამჩნიეთ, ჩემი ყველა წიგნი მაძიებელ ადამიანებზეა, გამოსავლის მაძიებელ ადამიანებზე. ადამიანის გამოსავალი კი სხვა ადამიანებშია, სხვაგან ძებნას აზრი არ აქვს. მე ათი წლის განმავლობაში ტელევიზორი არ მქონია და არც მენატრებოდა. უკეთესია, იყო ადამიანებთან, ვიდრე ტელევიზორთან.

რატომ მიიჩნევ შოკს თვითგამოხატვის მთავარ ფორმად?

სინამდვილეში, ჩემი თვითგამოხატვის ფორმა ირონიაა. შოკი კი უბრალოდ თანმდევი ეფექტია, ასე ვთქვათ, 25-ე კადრივით. ფაქტიდან და პერსონაჟებიდან დისტანცირება ხელს მიწყობს, დავცინოდე და მიყვარდეს. შორიდან ყველაფერი სასაცილო და მომხიბლავია. შეგიძლიათ, იცინოთ ნებისმიერ რამეზე, თუ შორს ხართ.

კრიტიკოსები ანდერგრაუნდის მწერლად გთვლიან, ამავდროულად, უკვე პოპკულტურის ნაწილად იქეცი. უზარმაზარი ტირაჟები  განა სხვა რამეს ნიშნავს?

საერთოდ,  კრიტიკოსები იდიოტები არიან, თუმცა, უნდა ვაღიარო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სიმართლე უთქვამთ. ასეთ რამეებზე ფიქრი მეზარება.

მე ვიცი ის, რომ არასდროს გავხდები ისეთი, როგორიც ზოგი გადაღრძუებული მოხუცია, არავინ რომ არ უსმენს. ეს არ მოხდება. მე ვცდილობ, მკითხველი შევატოკო და ეს ყოველთვის გამომივა. არავინ მოგისმენს, თუ შენი მეშვეობით არ იგრძნობენ ტკივილს მუცელში. 

თუ იყენებ ნარკოტიკებს? და თუ – კი, რისთვის გჭირდება ის? ინსპირაციისთვის თუ სიამოვნებისთვის?

განა ეს ორი სხვადასხვა რამეა?..  საერთოდ, ნარკოტიკები მავნებელია და ამიტომ, გირჩევთ, არ მიიღოთ. უბრალოდ, მე გამომიგზავნეთ.

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სასარგებლო ლინკები:

 პალანიკის "ნაწლავები"

პალანიკი "ესკორტი"

ეს ჩაკ პალანიკის ოფიციალური ვებგვერდია: http://chuckpalahniuk.net/

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

„მებრძოლთა კლუბის“ ტრეილერი (გადაღებულია პალანიკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით)

 

რეჟისორი : დევიდ ფინჩერი
როლებში : ედვარდ ნორტონი, ბრედ პიტი, ჰელენა ბონემ კარტერი, ზეკ გრენიე, დევიდ ენდრიუსი, მიტ ლოუფი, რიჩმონდ არკეტი, ჯორჯ მაგვაიერი.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული