• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კანიბალის მანიფესტი

×
ავტორის გვერდი ფრენსის პიკაბია 00 , 0000 1687

თარგმანი: პაატა შამუგია

დადას სუნი აქვს არაფრის
ის არის არაფერი
არაფერი
არაფერი
როგორც თქვენი სამოთხე _ არაფერი
როგორც თქვენი კერპები _ არაფერი
როგორც თქვენი პოლიტიკა _ არაფერი
როგორც თქვენი გმირები _ არაფერი
როგორც თქვენი მხატვრები _ არაფერი
როგორც თქვენი რელიგია _ არაფერი
მისტვინეთ, მიყვირეთ, მირტყით სახეში და ა.შ. და ა.შ.
გეტყოდით კიდეც: რომ თქვენ სულელები ხართ,
სამ თვეში მე და ჩემი მეგობრები
ჩვენს ნახატებს რამდენიმე ფრანკად მოგყიდით.


 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული