• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ინტერვიუ ჩარლზ ბუკოვსკისთან /1980/

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ბუკოვსკი 00 , 0000 3637

მთარგმნელი: ალექსი ჩიღვინაძე

სან-პედრო, კალიფორნია

კვირა, 24 აგვისტო, 1980

ინტერვიუერი - ფერნანდა პივანო

ბ: რა იყო პირველი შეკითხვა?

პივანო: მინდოდა მეკითხა, რას ფიქრობთ თქვენს იმიჯზე, რომელიც მასმედიამ შეგიქმნათ?

ბ: მე არ ვიცი, რა შექმნა ჩემგან მედიამ, განსაკუთრებით - ევროპაში. მე არ ვკითხულობ რეცენზიებს - ისინი სხვა ენაზეა დაწერილი. ასე რომ, არ ვიცი, რა გაქვთ იქ თქვენ. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ იქ ჩემი წიგნები იყიდება. რას ამბობენ ამაზე, ჩემთვის უცნობია. მე მხოლოდ ინგლისურად ვლაპარაკობ. და მხოლოდ ინგლისურად ვკითხულობ. ასე რომ, თქვენ უკეთ იცით. რას იტყვით ასეთ პასუხზე?

პ: და რას იტყვით თქვენს იმიჯზე ამერიკაში?

ბ: გადაჭარბებულია - მე მაგარი ბიჭი ვარ, ყველა ქალს ლოგინში ვუხტები.

პ: არასოდეს გქონდათ პრობლემები ფემინისტებთან? მე ვიცი, რომ თქვენ მათთან არ წვებით. და თუ ღმერთი გწამთ არ იფიქროთ, რომ მეც ფემინისტი ვარ.

ბ: რატომ, ჩვენ ერთად დაწოლას ვაპირებთ?

პ: მოგსვლიათ კამათი ფემინისტებთან?

ბ: მგონი, სადღაც გერმანიაში პიკეტი მომიწყვეს. ლინდა ამბობს, რომ მხოლოდ ერთი გოგო იყო. მე მთვრალი გამოვედი და მომეჩვენა, რომ იქ იყვნენ ექვსნი თუ შვიდნი, პლაკატებით: „ბუკოვსკი, შე ღორო!“

ლინდა ლი: არადა, ერთი იდგა და მთელი ხმით გაჰყვიროდა: „ნაბიჭვარი! მამრი, შოვინისტი!“


..........................................პ: მე მინდოდა დოკუმენტურ ფილმზეც მეკითხა. დილას მაჩვენეს. მხოლოდ პატარა ფრაგმენტს ვუყურე. თქვენ ლაპარაკობდით სტილზე, სტილზე და სიმართლეზე.

ბ: მე ვლაპარაკობდი ამაზე?

ვოლბერგი: შენ თქვი, რომ სტილი სიმართლეზე მნიშვნელოვანია.

პ: კარგად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდით სტილში. ჰემინგუეის მსგავსად - ცხოვრების სტილს, თუ...

ბ: დაივიწყეთ ჰემინგუეი. მე ალბათ, მხედველობაში ლიტერატურული სტილი მქონდა, ცხოვრების სტილიც და საერთოდ, რასაც აკეთებ.

პ: ალბათ უფრო ცხოვრების სტილი, რადგან თქვენ ის სიმართლესთან დააკავშირეთ.

ბ: სიმართლე ყოველდღიურად იცვლება, ყოველ წამს. თქვენ თქვენს სტილში ცხოვრობთ, სიმართლე ირგვლივ იცვლება. როცა გაქვს შენი სტილი ანუ - გადაადგილების, მოძრაობის შენი მეთოდი, სხვა ყველაფერი იცვლება.

პ: მაგრამ ცხოვრების სტილიც ხომ იცვლება..

ბ: ჩემი მხოლოდ იმით შეიცვალა, რომ იმდენს აღარ ვსვამ, რამდენსაც ადრე.

პ: ის, რომ თქვენ სვამთ, ეს არსებითია თქვენი ცხოვრების სტილისთვის?

ბ: დიახ, ეს მისი ნაწილია.

პ: და ის, რომ სვამთ - თქვენი თავისუფალი არჩევანი?

ბ: ის, რომ მე ვარწყევ - ეს ჩემი თავისუფალი არჩევანია?

პ: თქვენ შეგიძლიათ ეს არ გააკეთოთ...

ბ: მე მოვკვდები, თუ სმას შევწყვეტ. მე ვსვამ, როცა ვწერ. ან ვწერ, როცა ვსვამ.


..........................................პ: თქვენს მკითხველებს შეიძლება დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ თქვენ არ გიყვართ ცხოვრება. რომ თქვენ ცხოვრობთ ცხოვრებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გარეშე. ეს არასწორი შთაბეჭდილებაა?

ბ: არა, ზუსტად არის ნათქვამი. ცხოვრება უინტერესოა, განსაკუთრებით, თუ ყოველდღიურად 8 ან 12 საათი ფიზიკურად მუშაობ. ადამიანების უმრავლესობა ასე ცხოვრობს, კვირის 5 დღე მაინც, მათ რა, უყვართ ცხოვრება? მათ არ აქვთ საფუძველი უყვარდეთ ცხოვრება. 8 საათი მუშაობ, 8 გძინავს. კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმის დროს, რის კეთებაც არ შეიძლება - მართვის მოწმობის მიღება, საბურავის გამოცვლა, მეგობართან ჩხუბი - მაშინ გვრჩება ორიოდე საათი. მხოლოდ ორი საათი ცხოვრობ ისე, როგორც გინდა. მე ვცხოვრობდი ასე, წლობით. მე არ მომწონს ასეთი ცხოვრება. ვისაც ასეთი ცხოვრება უყვარს, იდიოტია.

პ: მაგრამ ახლა?

ბ: ახლა ყველაფერი ცოტა უკეთესად არის.

პ: ანუ ახლა შეგიყვარდათ ცხოვრება?

ბ: არა, ცხოვრების სიყვარული გამომაშტერებს, ვაკვირდები ამას...

პ: კიდევ რას იტყვით ცხოვრების სიყვარულზე?

ბ: ადამიანების უმრავლესობა სამსახურის ტყვეა. და მათ უნდა უყვარდეთ ის, რადგან ერთადერთი, რაც გააჩნიათ, სამსახურია. გამორჩეული იდიოტები ამაყობენ კიდეც იმით, რასაც აკეთებენ. მე მქონდა 50 ან 150 სამსახური. და ყოველ მათგანში თავს გაუპატიურებულად ვგრძნობდი.

..........................................პ. რა მოვლენა გაბედნიერებთ ან გაუბედურებთ? მხედველობაში მაქვს წარმატება, სიყვარული, სექსი.

ბ: ო, არა. ამათზე ყველაზე მეტად არ ვღელავ.

პ: მაშინ რა? როდის რით ხართ ბედნიერი ან უბედური?

ბ: მე ვფიქრობ, ეს ხდება იპოდრომზე. როცა 9-დან 7-ს არტყამ...

პ: ხუმრობთ?

ბ: არა, სერიოზულად. ლინდასაც ვეუბნებოდი - ეს მაგიასავითაა. მე ყველა ამ ცხენს ვუყურებ....

ლინდა: ის არ ხუმრობს. ეს სიმართლეა.

ბ: ... მე ვამბობ: ნომერი ექვსი. და მეექვსე აკეთებს თავის საქმეს. და ისინი მაძლევენ ფულს. ფულში არ არის საქმე, მაგრამ ფული აღიარებაა. შენ შენს საქმეს აკეთებ, ცხენი თავისას. ეს მაგიური მოგზაურობაა.

ვოლბერგი: ჰენკს თავისი სისტემა აქვს, სისტემები...

ბ: ათასობით.

ვოლბერგი: მაგრამ ყველა სისტემა ერთ პრინციპზეა აწყობილი: ითამაშე ბრბოს წინააღმდეგ. ჰენკის მთელი სტილიც ესაა.

ბ: მე პირიქით ვიქცევი. ვდებ ყველაზე პატარა, სუსტ ცხენზე. ვაბრუნებ ყველაფერს და უკეთაც ვთამაშობ, ვიდრე უმრავლესობა.

პ: და როდის ხართ უბედური?

ბ: როცა ინტერვიუს ვაძლევ.

პ: მადლობა.

ბ: კიდევ პახმელიაზე ან როცა ფეხი მტკივა. კიდევ არის ერთი უბედურება ჩემთვის - ბრბოში ყოფნა. იყო ხალხში და მათ ლაპარაკს უსმინო. ამისგან შეიძლება გარეკო.

პ: იმიტომ, რომ ეს საუბრები ბანალურია?

ბ. ძაღლებიც კი უკეთ საუბრობენ. ადრე ასე ვიქცეოდი, ვაფარებდი ფარდებს, არ ვპასუხობდი ტელეფონზე ზარებს, კარზე კაკუნს, და ვიყავი ასე ერთი კვირა. არ ვდგებოდი საწოლიდან, არაფერს ვაკეთებდი, არავის ვნახულობდი. ეს ძალიან გეხმარება.

პ: როდის შეამჩნიეთ ,რომ არ გიყვართ კაცობრიობა?

ბ: ბებიამ მითხრა (იცინის) როცა პატარა ვიყავი. ის დაიხარა, რომ ეკოცნა ჩემთვის და ისეთი ვხიე ცხვირში...

.......................................პ: ლინდა ჰენკს გიძახის. რატომ არის მაშინ შენი წიგნის ყდებზე სახელი ჩარლზი, პირად ცხოვრებაში კი - ჰენკი?

ბ: ჰო, ეს ბავშობის ისტორიაა. მშობლები მეძახდნენ ჰენრის. ჩემი სრული სახელია ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი, უმცროსი. მე ძალიან დავიღალე ჰენრისგან. თქვენ იცით: ჰენრი, ჰენრი.

პ: როგორთ თუ დაიღალეთ?

ბ: ჩემი მშობლები არცთუ ისე კარგი ადამიანები იყვნენ. როცა ჩემი სახელი მესმოდა, ყოველთვის რაღაც მემუქრებოდა. მეძახდნენ საჭმელად, რაიმე დავალების მოსაცემად, ან საჩხუბრად... არ მიყვარდა ეს „ჰენრი“. როცა წერა დავიწყე, ვიფიქრე: ჰენრი ბუკოვსკი? ჰენ-ერ-ი ბუ-კოვ-სკი. რაღაც არ ჟღერს. ვცადე ჩარლზ ბუკოვსკი. ჩარლზ ბუკოვსკი - უკვე მწერლის სახელია. მაგრამ არ მინდოდა, რომ ჩარლით მოემართათ, ამიტომ ვთქვი - დამიძახეთ ჰენკი, ჰენკი კარგი ტიპია.

ლინდა: ჰეი, ჰენკ, როგორ ხარ, ჰენკ?

ბ: ბებერი, კეთილი ჰენკი

..........................................პ: ბობ დილანი თავის სიმღერებში ატომურ პრობლემებზე, რასიზმზე, ომის სირთულეზე საუბრობს. თქვენ რას ფიქრობთ ატომურ პრობლემაზე?

ბ: ვერ გეტყვით, რომ ამის გამო ღამეები არ მძინავს, არ მიფიქრია მაგაზე.

პ: რატომ?

ბ: იმიტომ რომ ვფიქრობ, რომელ ცხენზე დავდო მომავალ ორშაბათს.

პ: ანუ არ გაინტერესებთ სოციალური პრობლემები?

ბ: მკიდია...

პ: ანუ არც იმის წინააღდეგი ხართ, რომ ატომური ბომბი ჩამოაგდონ?

ბ: ოღონდ ჩემ გვერდით არა.


..........................................პ: ისურვებდით რომ სიკვდილის შემდეგ თქვენი კრემაცია მოხდეს?

ბ: რაც უნდათ, ის ქნან. შეუძლიათ დამწვან, დამანაწევრონ. შეუძლიათ ჩემი ყვერები მეცნიერებს გადასცენ - ჩემთვის სულერთია.

ლინდა: მას უნდა იპოდრომთან დაიმარხოს.

პ: რატომ ლაპარაკობთ თქვენს ყვერებზე? ნუთუ ასეთი ძვირფასია ის თქვენთვის?

ბ: ჰო, როცა ჩვიდმეტის ვიყავი და სპორტდარბაზში დავდიოდი. გასახდელში ერთ-ერთ ბიჭზე ხელს იშვერდნენ და ამბობდნენ: „ნახეთ რამხელა ყლე აქვს“ - შემდეგ ჩემკენ და: „ერთი, ამის ყვრებს შეხედეთ!" მთელ დარბაზში ყველაზე დიდი ყვერები მქონდა.

ლინდა: ეს ისე მამაკაცურია!

ბ: ჰო! (იცინის)

ბ. ეს ინტელიგენტურობის ნიშანია.

ბ. სისულელეა, ეს იმის ნიშანია, რომ ბევრი სპერმა მაქვს, სპერმის მდიდარი ფონდი.

ვოლბერგი: ჰენკ, მერე არ გინდა მერე სპერმის ბანკი გახსნა? თან როგორც ვიცი, ეგ არ იბეგრება.

ლინდა: ბუკოვსკი ბანკი....

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული