• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

`ტაქტიკური რეალობის` ლექსიკონი

×
ავტორის გვერდი კონრად ბეკერი 00 , 0000 1860

მთარგმნელი: ზურა ჯიშჯარიანი

რეალობის ინჟინერია


როცა “გადაიდო” იდეა, რომ სამყარო გარკვეული სახით დამკვირვებლის ძალისხმევის გარეშეც არსებობს – მაშინ ობიექტური რეალობა დამკვირვებლის მიერ შექმნილი რეალობით შეავსეს. მაგრამ რეალობის გამოცდილების (შეგრძნების) ხარისხი უშუალო კავშირშია აღქმის ორგანიზებულობასთან. თუ დამკვირვებელს შეუძლია ხმათა გამის აღქმა ერთ პატერნად, მაშინ ხმა იქცევა სიგნალად, ხოლო მისი გაანალიზებისა და სინთეზირების შესაძლებლობა დამოკიდებულია აღქმის განვითარებულობასა და ორგანიზებულობაზე. ფორმები, რომელთა ჩარჩოებშიც განისაზღვრება ჩვენი გამოცდილება – მერყეობენ ჰალუცინაციებიდან ვიდრე სქემატური მოდელების რაცინალურ გამოყენებამდე. პროდუქტიული აზროვნების მთავარი მახასიათებელი არის მისი ფსიქოლოგიურ-ასოციაციური რეკომბინირების შესაძლებლობა (უნარი), მაგრამ თეორეტიკული ფორმულირების(კონცეპტუალიზაციის) ფაქტი ააშკარავებს რომ შინაგანი წარმოდგენები (რეპრეზენტაციები) -- აღქმადი გარემოების ერთერთი მთავარი განმსაზღვრელია. რწმენა და წარმოსახვა აკონსტრუირებენ რეალობას, თავდაცვის ბაზისური მექანიზმებიდან – ტვინის მიერ კონტროლირებადი “დარტყმის და გაქცევის” ინსტინქტამდე, ტერიტორიალური ქცევებიდან ნერვული იმპულსების აბსტრაქტულ სიმბოლიზმამდე, რომელიც კოდირებულია მენტალურ სახე-ხატებში და წარმოადგენს მსოფლმხედველობის საფუძველს (ფონს). რაც უფრო მეტი რეფერენტული წერტილი გააჩნია სისტემას, და შესაბამისად, რაც უფრო - პოტენციურად სასარგებლო ხდება სისტემა – მით უფრო მეტი გაურკვევლობა ჟონავს მასში. დაუდგენელია(გაურკვეველია) რა არის “რეალური”, მაგრამ ის რაც დადგენილია (გარკვეულია) – არ არის “რეალური”. ადამიანის ნერვული სისტემა გვაჩვენებს რომ შესაძლებელია – წაშალო განსხვავება “რეალურსა” და “ნათლად და მკაფიოდ წარმოსახულ” მოვლენას შორის. ნერვული სისტემა იქცევა იმის მიხედვით თუ რისი სწამს, რისი ჯერა, ან რისი უნდა რომ სწამდეს. და სწორედ ეს არის წარმატებული მენტალური სავარჯიშოების ბაზა. იმისათვის რომ ჩაეჭიდო მომავალს, საჭიროა სამყაროს მრავალგანზომილებიანი რუკები, სადაც აღნიშნული იქნება ჰიპერსივრცის ახალი გასასვლელი და უსაფრთხო ადგილები; საჭიროა კოდები რომლებიც საშუალებას მოგვცემენ ვიმოგზაუროთ გლობალური ნორმატიული რეალობიდან პარალელურ კულტურებსა და უხილავ სამყაროებში; ამისთვის საჭიროა უსაფრთხო სახლები მარშრუტებზე, რომლებიც არჩეულია უმიზნო ფრენის რევოლუციური პრაქტიკისთვის; ამისთვის საჭიროა საგზაო ფსიქოგეოგრაფიული რუკები სადაც აღნიშნულია გზა სიზმრებისკენ და კადეთში გამავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


კრიტიკული ჰედონიზმი

ადამიანებმა უნდა იპოვონ თავდასაღწევი გზა ხელფასისათვის შრომის უზნეო წრისა და თავსმოხვეული თავისუფალი დროისაგან (იძულებითი მოცალეობისგან? lol), თავი დააღწიონ სიმბოლურ ბატონობას (ძალაუფლებას) და კულტურულ გართობას, ყოველდღიური ცხოვრების “რეალობას” და ბინარული ლოგიკის სიბრტყეებს. ტენდენცია სამომხმარებლო საქონლის დემატერიალიზაციისკენ, გლობალური ბანკების ქსელებისა და მედია-სატელიტების ელექტრომაგნიტური მაჯისცემა ემყარება ფიზიკური სამუშაოდან – ყურადღების მენეჯმენტზე გადასვლას.

არა პოეზიისადმი მიდრეკილების არამედ გამარტივების მოთხოვნის გამო გადადის ინფორმაციული მენეჯმენტი ოკულტურ სივრცეში სანამ ინფორმაციული ბადეები ქმნიან შავ ხვრელებს ყურადღების დასატყვევებლად და შემდეგ ხელმეორედ ყიდიან მათ ანტი-ბაზრების ჭია-ხვრელებზე*,ტრანსაქციები და გაცვლა-გამოცვლა დამოუკიდებლად მიუძღვებიან ეკონომიური პროცესის დემატერიალიზაციას ღირებულებათა მუდმივი ტრანსფორმაციების ხარჯზე. ყურადღების ეკონომიკა ქმნის სინგულარობებს, ტელემეტრიული ხორცის პერსონიფიცირებულ ატრაქტორებს როგორც ციხეს ცნობიერების დასატყვევებლად, ბნელ ვარსკვლავებს მედიაკოსმოსში, სოციალურ სკულპტურებს აფრიკულ ტომთა ღმერთებისთვის დამახასიათებელი ახირებული ხასიათით. როცა საბაზრო კონკურენცია იქცევა ყურადღების მოსაპოვებელ ბრძოლის ველად, სოციალური ორგანიზმის ძალაუფლებრივ სტრუქტურაში ეს ტრანსფორმაცია განიხილება როგორც ფარული დალოცვა.

თუ მართვის გადაცემა ადამიანებიდან მანქანებისთვის არის იმ პროცესის ნაწილი რომლის მიზანია ადამიანური სხეულის დისციპლინირება მისი პოტენციალის გაზრდის და ამავდროულად მისი შესაძლებლობების კონტროლის მიზნით, მაშინ ეგრედ წოდებულმა “მონობის გაუქმებამ” მიგვიყვანა სათუთი ფორმის გენერალიზებულ მორჩილებამდე, სადაც კონტროლის გაუმჯობესებული ტექნიკების დახმარებით შესაძლებელია მშრომელი ძალის სიმბოლოებით მანიპულატორი “გონების” გაფართოება - წარმოების მოთხოვნების შესაბამისად. ვარაუდი მშრომელთა კლასის სოლიდარობის შესახებ გაუგებარია როცა შრომა აღიქმება როგორც წარუმატებელთა არჩევანი. პოლიტიკური თეორიები და მოძრაობები განეკუთვნება ისტორიულ ფაქტებს რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძენენ საეჭვო და მოსაწყენ ხასიათს. ძალიან რთულია ამა თუ იმ ფაქტის ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა რა საჭიროა, ვის აინტერესებს. ტვინს შეუძლია შემომავალი სიგნალებიდან მხოლოდ რამდენიმე მილიონის გაფილტვრა, ხოლო დანარჩენს ეწოდება “ფაქტუალური რეალობა”. ერთადერთი უტყუარი სარწმუნო პერსონალური ფაქტია: დაბადება და სიკვდილი, ტირეთი განცალკევებული ორი რიცხვი იწვევს ინტერესის გადაადგილებას ფაქტებიდან ეფექტებისკენ. გარემოში, სადაც “საკუთარი თავით ტკბობა” პოლიტიკური დანაშაულია - გართობისთვის დაბადებული, ადამიანური სიამოვნების მაძებარი ორგანიზმები მუდმივად ატარებენ ტვინის აფეთქების საფრთხეს. სინთეტიკური ეფექტები უკავშირდებიან უნებლიე ფიზიკურ გამოცდილებას როცა შეგრძნების მოდალობის გაღიზიანება იწვევს დამატებით აღქმას გრძნობათა სხვა ორგანოებში.

მატერიალიზმისაგან ჰედონისტური ესკაპიზმის მოძრაობა ნულოვანი სამუშაო ეთიკის საყოველთაო ენაა როგორც სრული e-ფაქტი (e-fact)** . წინ გაერთიანებული ინტერნაციონალური ჰედონისტური დივერსიფიკაციისკენ, კრიტიკული ესკაპიზმი იცეკვებს ჩვეულებრივი პანკაპიტალიზმის საფლავზე.


ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული