• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შრომა

×
ავტორის გვერდი შოთა იათაშვილი 00 , 0000 1832
ადამიანები მუშაობენ:
 
მაუსს კიდებენ ხელს და ისარს მონიტორზე ამოძრავებენ.
 
ადამიანები მუშაობენ:
 
ყვავილებს რწყავენ და ზეცაში გალაქტიკებს აკვირდებიან.
 
ადამიანები მუშაობენ:
 
ბანკებში სხედან, ფულს ითვლიან და ჩეკებს წერენ.
 
ადამიანები მუშაობენ:
 
არაყს სვამენ და ქაბაბს ჭამენ.
 
ადამიანები მუშაობენ:
 
ერთიმეორე მოჰყავთ მეორე ნახევრად და ბავშვებს აჩენენ...
 
ადამიანები დაიღალნენ:
 
მაუსს კიდებენ ხელს და კვდებიან.
 
ადამიანები დაიღალნენ:
 
ვეღარ რწყავენ ყვავილებს და ბაღებიც ხმება.
 
ადამიანები დაიღალნენ:
 
ბანკებში სხედან და პეშვიდან სცვივათ გროშები.
 
ადამიანები დაიღალნენ:
 
არაყს სვამენ ციროზის ნიშნით.
 
ადამიანები დაიღალნენ:
 
ერთიმეორე მოჰყავთ მეორე ნახევრად და ბავშვს ვერ აჩენენ...
 
ადამიანები მუშაობენ და დაიღალნენ:
 
დაბადებიდან სიყვარულზე და
 
მეგობრობაზე მოქაქანე
 
ძველისძველი თუ ახალთახალი ადამიანები
 
პატიოსანი მუშაობით გადაიღალნენ
 
და ყვავილს რწყავენ,
 
არაყს სვამენ,
 
მაუსს კიდებენ
 
სიკვდილის წინ
 
დაქანცულ ხელს და
 
ყვირიან, რომ:
 
მუდამ შრომობდნენ!
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული