• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ხელი გამიშვით

×
ავტორის გვერდი შოთა გაგარინი 00 , 0000 2291

დიდად პატივცემულო მოსამართლევ 
ღრმად პატივცემულო მსაჯულნო 
ძვირფასო საზოგადოებავ, 
კდემამოსილო ეკლესიავ 
ტელევიზიებო და რადიოებო 
და სხვა წვრილ წვრილო რელიგიებო, 
გენიალურო ხელოვნებო 
და მათო მფრინავო ჩრდილებო, 
მულატებო და შავო და 
ვარდისფერო პანტერებო, 
ტერორისტებო და მეციხოვნეებო 
მცველნო არარაობის, 
სომათი და პეიოტით გაჭყეპილო ჯადოქრებო, 
გაორებულო ევოლუციავ, 
ანტიკურო და წმინდა პროცესებო, 
ჩემო აგრესიავ, ტყვიას გამობმულო 
ფოლადის ტუჩებიდან გადაპურჭყებულო, 
სულდაღვრილო ლოთებო, 
ფილოსოფოსებო და ჭკვიანებო 
და ლამაზებო და ლამაზებო 
სველ ასფალტზე ქუსლებს რომ აბაკუნებთ, 
დეპუტანებო და მათო სეკრეტუტკებო 
და ბოზნესმენებო ვაზელინისგან 
საახალწლო ნათურასავით 
მოლაპლაპე მელოტი თავით, 
დე-ენ-ემ-ის ბანკებო, მესიჯებად 
მითებს რომ მიგზავნით, 
მამაო ჩვენო და დედაო ჩვენო 
და შვილო ჩვენო და ცოლო ჩვენო 
(ნეტავ შენი ჰიგიენური საფენი 
ჯადოსნური ხალიჩა იყოს), 
დადაისტებო და ეპატაჟისტებო და სიმფსონებო, 
მოსწავლეებო და მოჩხუბარნო და მოყვარეებო, 
მოღვაწეებო და კეთილებო და 
კეთილ მოტყნულებო, 
რევოლუციებო და ქვეყნებო და მმართველებო 
მოსამართლეებო და მოწყალეებო 
მორჭმულ განგებიანებო, 
მაღალფარდოვანო საუბრებო კაფეებში 
და მათ გვერდით დაგდებულო 
ნაღეჭო კევებო, 
ჯარისკაცებო, პატრიოტიზმი 
ცხვირიდან რომ გასხამთ, 
დაყარეთ იარაღი! 
დაყარეთ იარაღი!

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული