• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

დაკარგული დრო

×
ავტორის გვერდი თორნიკე კუხალაშვილი 27 იანვარი, 2021 1888
 
ამ ნაშრომის პირველი ნაწილის ამოცანა ჩემთვის იმ გასაღებების ლაკონური ვერსიების შექმნა იყო, რომლებიც ამ ნაშრომისავე მეორე ნაწილის გაღებაში დამეხმარა. სტატია ეხება ნიცშეს ესე იტყოდა ზარატუსტრას ინტერპრეტირებულ, დროის მარადიულ წრიულ ბრუნვას. გაითვალისწინეთ, რომ პირველ ნაწილში მოთავსებული ზოგიერთი ოთკუთხედი არა მეცნიერული, დაუტოტავი ვარიანტებია იმ ინფორმაციისა რომლთა მოძიების შედეგად გაღრმავება სავსებით შესაძლებელია. მაშინ როდესაც შემეძლო იმ საკითხებზე რომლებზეც ვსაუბრობ ინფორმაციის უკვე როგორც განათლების არსებობის ხარჯზე განმევრცო წინაცნობიერი არაცნობიერი, ყურადღება დ.ა.შ. ვარჩიე იმ პირველყოფილი აზრების გადმოცემა რომლებიც თავად დამებადნენ(აქ მე არ ვგულისხმობ თითქოს ისენი არაფრიდან გაჩდნენ) და რომლებითაც მივედი თავის დროზე ტექსტის ამჟამინდელ ინტერპრეტირებულ ვარიანტამდე. თუ არსებობს მსგავსად განვრცობილი იგივე ტექსტი მის შესახებ არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას. აი მცდარი ვარიანტების შესახებ კი ბევრი ლექციები ვნახე და თვით წიგნშიც რეალობას მოკლებული ვითომდა ფაქტების მსხვერპლი შევიქენი მისი პირველად წაკითხვისას. (ერეკლე ტატიშვილის თარგმანი 1993 წ.) 
............................................................................................................................
   მონადა
 
დავიჭიროთ ისეთი რაიმე რაც აზრია, წარმოვიდგინოთ მონადისდაგვარი(ეს სიტყვა უქმად დევს უკვე დიდი ხანია, ამიტომ მირჩევნია ძველი ვისესხო ახლის მოფიქრებას. იგი ამ ნაშრომში მხატვრული მიზნით შემოვიტანე. ამას იმათთვის ვამბობ ვინც იცნობს ფილოსოფიურ მასალას და მიმბაძველობას დამწამებს: მძაგს მიმბაძველობა და საკუთარის შეცვლას არ ვაპირებ მხოლოდ იმიტომ რომ ვიცი ადამიანს მინუსოვანი ფიქრებისკენ აქვს მიდრეკილება) მრგვალი, მრავალფანჯრიანი ქმნილება. თუ საუბრის შედეგად ვხედავ სურათებს აქედან გამომდინარეობს, რომ სიტყვა აღვიძებს სურათს, არა სრულიად არამედ ნაწყვეტებად, რამეთუ სურათის წარმოდგენისას მის დეტალებს ვერ აღვიქვამ, ვიცი ზედ რაც ხდება და ვიაზრებ მას ერთიანობაში. მაგრამ რა ვქნა იმ შემთხვევაში წარმოსადგენი თუ არაფერია? და მაინც ნივთის თავისთავად წარმოდგენისას გონებას უნდა, ცდილობს გამოსახულების წარმოშობას. რატომ არის, რომ სურათის გარეშე ვხედავ მე იმას რაც მასზეა? ესე იგი საუბარი არ აღვიძებს წარსულში ნანახს არამედ ყურადღებას......1 (ყურადღების გამახვილებისას ყველა მონადის ფანჯარა ღიაა და დაკავშირებული( ფუნდამენტი მათ იყენებს) მაგრამ ყველა არაა გააქტიურებული, ამ დაკავშირებულთა შორის საუბრის დროს მიღებული მასალა კიდევ უფრო აკავშირებს ერთმანეთთან ზოგიერთ მათგანს(ეს მოქმედებს იმათზეც რომელნიც გააქტიურებულნი იყვნენ და იმათზეც რომლებიც არ იყვნენ გააქტიურებულნი), იგივე განათების მომენტია როდესაც ყურადღება ზუსტად იმაში მოხვდება რაშიც მოსაუბრეს სიტყვებით განუზრახავს ჩემი ჩაგდება. ამ შემთხვევაში გამოიყენება სხვა და სხვა მონადების დაკავშირების სხვა და სხვა დამხმარე საშუალებები: ჟესტიკულაცია, მიმიკა... დ.ა.შ. (ასევე საინტერესოა მექანიკური, ავტომატურად გამახვილებადი ყურადღება მაგ: ძილის დროს იქ სადაც გრძნობები, მონადები და ფონადები....0(ფონადებად მოვიხსენიებ ისეთ მონადებს რომელთაც მსოფლმხედველობა ჩამოყალიბებული აზროვნება უკვე აქვთ გამონავლელი)....0 არიან განლაგებულნი ყურადღება სწრაფად დაქრის ერთი მონადიდან მეორეში და იმ ხანს დაჰყოფს თითოში რამდენი ხანიც სიზმარი გრძელდება რადგან რაიმე აზრის განათებისათვის ხომ გვესაჭიროება რამოდენიმე წამი. ის მონადები რომლებზეც ძილში.....(ძილის მთავარი ფუნქცია არა მოსვენება ან რაიმე საფრთხისაგან წინასწარი თავის დაღწევაა არამედ პიროვნების  გარდასახვა(განვითარება) არამხოლოდ პირველ არამედ ყველა ფაზაში, რადგან თავიდან ყურადღება ბოლომდე გათიშული არაა და მასში ვხედავ იმას რაც დანარჩენებში ინტენსიურად ხდება. როდესაც ვიყურები უკან ცხოვრების, მოგონებების გარკვეულ ეტაპებზე კონკრეტული მოცემულობა ვარ.  რა იწვევს ამ ცვლილებას და რამდენ ხანში ერთხელ ვიცვლები სრულფასოვნად?!(მატერიის ცვლილება რომ გონების ავტომატური ცვლილებაა ამ აზრს ვაშორებ ამ აზრს) იქ ყველგან ერთი კი ვარ მაგრამ მაინც სხვადასხვა ვარ და ეს სხვადახვად გარდასახვა არ ხდება მომენტალურად, მე ერთი დაკვრით არ იცვლება, გარდასახვასა და გარდასახვას შორის ვხედავ რაღაც ინტერვალს, მიუხედავად იმისა რომ ახალ-ახალი რთული ინფორმაციის საკუთარისათვის მიწოდება არ ხდება ინტენსიურ-იდეალურად მე ვიგულისხმებ თითქოს ზუსტადაც ეგრე ხდება და უკვე ამ სიტუაციაში მაინტერესებს გარდასახვასა და გარდასახვას შორის ინტერვალი რამდენი ხანი გრძელდება და თუ არსებობს საერთოდ. წიგნის კითხვისას ხშირად მექმნება ის სიტუაცია როდესაც ვისიმე აზრი ჩემი საკუთრების განვითარებაში მეხმარება და მიწევს წიგნის გადადება რომ იმისი ვისაც ვკითხულობ ჩემსას შევუთავსო და დავამუშავო, მაგრამ აქ ხომ მე გააზრებულად ყურადღების გააზრებული მიპყრობით ვცვლი ჩემს შეხედულებას ან მისას ანდა სულაც ისეთი საკითხი მომეცემა, რომელიც ასე თუ ისე ახლოა ჩემთან, რომელიც ფიქრს და დეტალურ გარჩევას მოითხოვს,  ერთი სიტყვით უკვირდები იმას რაც წავიკითხე და კი არ ვაგრძელებ აზრგაყოლას არამედ ვჩერდები, ვამუშავებ. აი რამდენი აზრი, აღქმა, შთაბეჭდილება მექნება ისეთი საკუთარ გონებაში მოცემული რომელთაც ესე ღრმად არ დავკვირვებივარ რომლებიც არ გადამიმუშავებია არ შემიმოწმებია არამედ მიმიღია?  ძილი ის პროცესია რომელშიც თითქმის არ ფიგურირებს ჩართული ყურადღება და იგი შეერთებულია არაცნობიერთან რომელშიც ასევე არ ფიგურირებს ყურადღება. ძილმა ის უნდა გააკეთოს არაცნობიერში ანუ სადაც ჩ. ყურადღება არაა რასაც მე ვაკეთებ ცნობიერში ანუ იქ სადაც ყურადღებას ვიხმარ. ესე იგი მთელი დღის შემდეგ მიღებული მასალა რომელიც მე ყურადღების გამახვილებით არ შემიტრიალ შემომიტრიალებია მუშავდება, მუშავდება ამ ძილის პროცესში და არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ ნელ-ნელა გარდამქმნის ახალი შეხედულებების, ალღოების მქონე პიროვნებად. რაიმე ყ. გაუმახვილებელ აზრთა ნაერთი ქმნის ერთობას და ეს ერთობები იმდენად მრავალგვარია რომ ზოგიერთი მათგანი გამოსადეგია. ეს ერთობები არ არის რაიმე სახის გრძნობა ან იდეა ამ პირველადი გრძნობების შესახებ და მაინც მაგათდაგვარია რადგან შეგრძნება იქმნება შეხებით, აზრი შეგრძნებებით აი ეს გრძნობა კი რომელზეც ვსაუბრობ ამ აზრებით. სწორედ გრძნობათა ამ ვარიანტის მიერ ნაკარნახევ მიმართულებას უძახიან გუმანს ალღოს დ.ა.შ. რადგან ქვეცნობიერი ცნობიერ მდგომარეობაშიც მოცემული გვაქვს და ძილის დროსაც ეს ყველაფერი ყურადღება ჩართულობის განმავლობაშიც უნდა ხდებოდეს მაგრამ არა ინტენსიურად, ანუ ძილის დროს უფრო მეტად უნდა მიმდინარეობდნენ ეს პროცესები ვიდრე ღვიძილისას რამეთუ მთელი დღის განმავლობაში ყურადღება ხომ ახალი შთაბეჭდილებების მიღებითაა დაკავებული და ინტროსპექციისთვის დრო საერთოდაც კი არ რჩება, ალბათ ამიტომაცაა სწრაფი ძილის პერიოდში ტვინი უფრო აქტიური ვიდრე სიფხიზლისას, ახალი ინფორმაციები არ უშლიან ხელს იმ პროცესს სისტემატიურად რომ მიმდინარეობენ გონების შიგნით.      რაც შეეხება ცნობიერ მდგომარეობაში მოცემულ ერთ ერთ ზემოთ მოხსენიებულ გრძნობათაგანს: ნაცნობთან, მეგობართან დიალოგისას(უეჭველია მე უნდა ვიცნობდე იმას ვისაც ვესაუბრები, თუ მე მას არ ვიცნობ არ იარსებებს რაიმე წინასწარ მოცემული ნაკადი რომელშიც ვჯდები და რომლიდანაც უნდა ამოვვარდე მე როგორც მექანიზმი) მას შემდეგ რაც მე იგი მომატყუებს და გამიმხელს ამ ტყუილს ყოველთვის ვფიქრობ რომ მე შემეძლო ის  გამომეცნო და წინასწარ მცოდნოდა მისი არსებობის შესახებ. რატომ მაქვს ეს აზრი თუ მას წინაპირობა არააქვს აღმოსაცენებლად? ვფიქრობ რომ იმ მომენტში როდესაც ტყული ითქვა ქვეცნობიერი(მექანიზმი) მიხვდა იმ ტყუილს რადგან რაშიც იყო(დიალოგში მიდიოდა როგორც პიროვნებაგადაკრულ დინებაში) იმიდან ამოვარდა და ეს ამოვარდნა ყურადღებამ ვერ შენიშნა მაგრამ როდესაც ტყუილი გამოააშკარავდა იმ ტყუილის დასაწყისის, ამ ამოვარნის დასაწყისისაკენ წავიდა ყურადღება და იქ ეს უმნიშვნელო ამოვარდნა მექანიკურად დააფიქსირა რამაც გამოიწვია წინაპირობა იმ ფიქრის რომ მე უკვე ვიცოდი ტყუილის არსებობის შესახებ მაგრამ არ მივაქციე მას სათანადო ყურადღება. რათქმაუნდა მე ეს არც შემეძლო, მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ ვაკვირდები და აღმოვაჩენ ყველა ქვეებს, იმ მომენტშივე რომ შემეძლოს მისი აღმოჩენა ის ხომ ქვე აღარ იქნებოდა. აი კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი: სახლიდან გამოვდივარ და ის გრძნობა მაქვს რომელიც მაფიქრებინებს რომ რაღაც დამრჩა. ეს გრძნობა რადგან ადრე დამრჩენია რაიმე იმიტომ იჩენს თავს და ნებისმიერ შემთხვევაში წარმოიქმნება სახლიდან გამოსვლისას იმისდა მიუხედავად დამრჩა თუ არა შიგ რაიმე თუ ის გრძნობაა ქვეცნობიერი რომ ავტომატურად მიაქტიურებს?  რადგან ტრიგერი პირველ მაგალითში  სიცრუის გამხელა იყო ეხლა იგი ჩემ მიერ შექმნილი ასოციაცია ხომ არაა?.....0 ჩემთვის ჩემს მეზობლურ წყობილებას ყურადღება გამახვილდება, სიფხიზლეში დაკვირვების საგნებად და ფონადებად გადაიქცევიან.)
......1და ყურადღება იმას რაშიც ეს სურათი უნდა იყოს მოთავსებული, აზრს, იგი  დაკავშირებულია მრავალ ინფორმაციასთან რომელიც მეორადი საშენი მასალაა...2 
(გონებაში მოთავსებულ მეორადების შერწყმის შედეგადაც ახალი მიიღება მაგრამ არა საკუთარ თავთან საუბრის გარეშე, და თუ სხვის გონებაში მოთავსებულ ფონადაში, შენთვის მონადაში ჩავარდი ან ეთანხმებიან თქვენი ორივეს საფუძვლის შემადგენელი ელემენტები ერთმანეთს და ფონადა იმად რჩება რაც არი ან დისონანსს განიცდის და ებრძვის მეორე ფონადას. მათ შორის ის გაიმარჯვებს, რომლსაც თანდაყოლილი ნიჭი უკეთესი აქვს) ...2ან არის ერთი, გრძნობადი, ყველასთან დაკავშირებული პირველადი საშენი მასალა.
მეორადი საშენი მასალა იყოფა ორად: მატერიალურად...3(სიმართლედ, სიმართლე არ არსებობს აბსოლიტური არამედ განიხილება იმ კონკრეტულ აწმყოში რომელშიც ვიმყოფებით და სიმართლეს უწოდებ პრაქტიკულად არა დამტკიცებად აზრებსაც, დამტკიცებადი თუ დაუმტკიცებადი მაინც ორივე მასში ერთიანდება, ადამიანის შემეცნების მიერ შემეცნებით საგნებში და აზრებში ნაპოვნში რომელიც გროვდება გამოცდილების სახით და ჩაისმება წარმოსახვითი კორიდორის აგებულებით მომავალში,  აწმყოს იმ სიტუაციებთან გაიგივების საშუალებით რომლებიც უკვე გამოვიარეთ წარსულში). სიმართლეში მოხვედრისთვის გამართულ ბრძოლაში მატერია ყოველთვის გამარჯვებულ მდგომარეობაშია საკუთარი რეალურობასთან ახლოს ყოფნიდან გამომდინარე, რადგან მატერიასთან გამაჩნია სენსუალური კავშირი და ეს კავშირი თუგინდ არ იყოს აბსოლიტურად რეალური, იმაზე რეალური მაინცაა ვიდრე ამ მატერიის ხარჯზე შექმნილი იდეების არსებობა რამეთუ იდეებიდან კი არ ვქმნი, ვქმნი მატერიიდან)....3 და არა მატერიალურად(თეორიულად, მივიჩნევ ისეთ მონადებს, რომლებიც შედგებიან ორი წმინდად მატერიალურის შერწყმისაგან ან ამ მატერიალურთა შერწყმის შედეგად მიღებულ თეორიულთა ან მატერიალურ თეორიულთა შერწყმის შედეგად. განხორციელების შემთხვევაში ეს თეორიული, წარმოსახვის მიერ შექმნილი მატერ. მოცემულობაა ან აზრსაღებია ორივე მათგანი კი იდეაში ერთიანდება). ესე იგი თუ მატერია პირველადი საშენი მასალაა და თეორიული კი უკვე მეორადი....5(თვით გონებაში მოხვედრილი მეორადი მასალისგანაც კი სიმართლე უნდა განვასხვავო და ფუნდამენტის ძირითად აგურად გამოვიყენო)....5 სიმართლის თქმისას ფიზიკა ქიმია ბიოლოგია და ყველაფერი მატერიალური, ფუნდამენტის ელემენტებად უნდა გარდავსახო და ისენი რომლებიც იდეალიზმს ან თეიზმს ან რაიმე მაგდაგვარს იყენებენ საშენად - საკუთარი თავი შეცდომაში შეყავთ, თვით ფილოსოფოსებსაც კი. ამის თქმით იმას არ ვამბობ თითქოს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოუსადეგარი იყოს არამედ მის მეორეხარისხოვნებაზე მივუთითებ. თეორიული ინფორმაცია გვეხმარება ისეთი მონადების ჩამოყალიბებაში რომლებიც გასაღების ფუნქციას ირგებენ. ისენი აღებენ როგორც თეორიულს ასევე მატერიალურსაც.
...........................................................................................................
   ბოროტება
 
აზროვნების ნებისმიერ პროცესში, მაინტერესებს რატომ არის აზრი ისეთი როგორიც არის და როგორმე მათი გაერთიანება ხომ არ შემიძლია, ხომ არ შემიძლია იმ თვისების პოვნა რაც აზრს ერთი, ზუსტად იმისაგან ამოიყვანს რასაც მე ვეძებ. აქ მე ბოროტებას დავაფენ და ცნობიერებას ავაშენებ მასზე, ისევე როგორც მატერია ნებისმიერ მონადაში მოიძებნება ასევე თითქმის თითოეული მონადა შეიცავს ამ მატერიისდაგვარ მატერიას ბოროტების სახით. მაგ: ნებისმიერი ადამიანის თქმა არის თქმა მე უკეთესი ვარ-ის. ორი ობიექტის საუბრისას ან ისენი კამათობენ ან არადა ქვეცნობიერად გააზრებული აქვთ ეს ყველა სიტყვისაგან წარმოქმნადი სიბინძურე და მისგან თავის არიდების გამო იკნინებენ თავიანთ თავს პარტნიორის არ გამოწვევის მიზნით, ამ მეორე შემთხვევაშიც კი თუ ერთი მის მიერ წარმოთქმულ წინადადებაში კონკრეტულ აზრს ჩადებს მეორე ხშირად გულისხმობს რომ არა ის აზრი დევს წინადადებაში რომელიც პირველმა ჩადო არამედ უარყოფითი ხასიათის(ძირითადად ერთად მყოფნი სხვათა დამცირებით ირთობენ თავს). მიმოიხედეთ ირგვლივ და დააკვირდით, გინდათ სპორტი აიღეთ თუ გინდ რაიმე ხელოვნების დარგი, სულერთია რას შეხედავთ ყველგან კონკურენციაა და ბოროტება მისი სახით. ისევე როგორც გრძნობას მიყვება სხივი შერწყმის სახით ასევე გონებას გააჩნია საკუთარი სხივი და იგი მოიხსენიება როგორც ყველაფერს ვაკეთებ ჩემთვის. წარმოიდგინეთ ორი რინგზე მოხტუნავე ობიექტი, მათგან ერთ ერთს დასასრულს გონია რომ მართლაც გამარჯვება მოიპოვა იმის ხარჯზე რასაც განიცდის გრძნობის სახით, ასევეა ნებისმიერი სფერო. დღეს დღეობით გონებას მატერიაზე მაღლა მყოფი წარმოუდგენია საკუთარი თავი მაგრამ მერწმუნეთ ის გონება რომელიც მეორეს ირგვლივ იმიტომ დახტუნაობს რომ ის გრძნობა მოიპოვოს რასაც რინგზე მოხტუნავე მოიპოვებს ვითომდა გამარჯვებისას ისევე დაკნინებულია როგორც ზემოთ მყოფი ორთაგანი ქვემოთ მყოფი ორთაგანისათვის. იგულისხმება რომ სწორედ ეს ბოროტება არის ადამიანის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა. და თუ განვითარება წინსვლაა და წინსვლა აწმყო მყოფი მდგომარეობა მაშინ განვითარება ბოროტებაა და ყველა ჩვენთაგანში იმყოფება აწმყოს სახით. რასაც ადამიანი აკეთებს აკეთებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის.  მე უარვყოფ სიკეთეს და მას ვაცხადებ ამ ბოროტების ხალიჩის გაზვიადებულ სახეცვლილ მდგომარეობად. მე კონკურენციულად მოვიხსენიებ ნებისმიერ სოციალურ სიტუაციაში ყოფნას რომელშიც აზროვნების პროცესი შეზღუდულია. 
 გამონაცდელი გექნება კამათის შემდეგი დაფიქრებულობა სადაც აზრები ამ კამათის შესახებ უფრო დახვეწილი და მოწესრიგებულია. აქ უკვე განვიხილავ განყენებულ მდგომარეობას სადაც საკუთარ თავთან კამათისას იბადება ჩემი მაქსიმუმი. ეს არის იმ ყველაფრის გამოყენება რაც გამაჩნია განვითარების იმ კონკრეტულ ეტაპზე იმის შესაქმნელად რასაც ვქმნი. შოპენჰაუერმა დარწმუნებული ვარ ეს აზრი გაიაზრა და მაინც ოცდაათი წლის ასაკში გამოაქვეყნა ის ძირითადი ნამუშევარი რომელიც ხალიჩის მიერ იყო ნაკარნახევი რამეთუ მე ადამიანის გვარის აღმონაჩენი და მიღწეული განვითარებები ჩემში თუ ყველა ერთად არ შევკარი არავითარ შემთხვევაში არ გამომივა მაქსიმალური მაქსიმუმი(საერთოდაც ნაადრევად გამოქვეყნებული ნამუშევარი სანანებელი ნამუშევარი). ამიტომ ყველანაირი სახის დებატებში და პოლემიკებში ტელეგადაცემებსა თუ საზოგადოებაში შეკუჭული ვითომდა მოაზროვნეები(ეკრანებზე შეგიძლია ნახო ფუკო-ჩომსკის დებატები სადაც ორივეს ის საწყალი გრძნობა აქვს ადრენალინი რომ იწვევს განვითარების უფრო დაბალ ფენებზე მდგომ ადამიანებში რომელნიც იმას აკეთებენ რასაც ესენი ოღონდ შედარებით დაბალ საფეხურზე) კი არ აზროვნებენ არამედ სხვათა გასართობად ლაქლაქებენ. კონკურენციულ სიტუაციაში ყოფნისას შეუძლებელია რაიმე შედეგზე იფიქრო თუ არა საკუთარი თავის წარმოჩენაზე და ეცადო მაქსიმუმისდაგვარი ააწყო რაც მიუღწეველია იმ გრძნობასთან ერთად რომელსაც საზოგადოებაში ყოფნისას განიცდი. გაიხსენეთ ნებისმიერი ორი ფილოსოფოსი,  მაინც რამდენი საერთოც არ უნდა ქონდეთ მათ ისინი უეჭველი გონებისათვის სხვადასხვაა და სხვადასხვაობას ყურადღების მათ მიერ შექმნილ ინფორმაციაზე დეტალურად გამახვილება კი არ განსაზღვრავს არამედ ქვეცნობიერი სქემატური გრძნობა იმ ყველა გრძნობების ნაერთი მისი ნამუშევრის შესწავლისას რომ გამომიცდია. ანუ მაქსიმუმი ყოველი ადამიანის განსხვავებულია, გენეტიკის, დაბადებიდან (ამ სიტყვაში ვგულისხმობ იმ მომენტს როდესაც პირველად აითვისა ტვინმა საერთოდ რაიმე)მიღებული ინფორმაციის მეზობლური კავშირის სხვადასხვაობის გამოც და შემდეგ ამ ინფორმაციის გადაზილვის შედეგად მიღებული ინფორმაციის მეზობლური კავშირის გამოც,. ყველაფერი დღეს რაც იქმნება: კინო, წიგნი, მუსიკა...დ.ა.შ. ესენია ვინმეს მ. ან ვინმეების მაქსიმუმების შეერთების შედეგად მიღებული მაქსიმუმი და ამ თეორიულ ტრანსცენდენტურში დღევანდელი ახალგაზრდები უფრო მეტ დროს ატარებენ ვიდრე რეალობაში. აქედან გამომდინარე მომავალში ფსიქოლოგებს ბევრი სამუშაო ელოდებათ რამეთუ ეს თაობა უფრო გაღიზიანებული, თავმოყვარე, ქედმაღალი იქნება იმ რეალობაში გადასვლის შედეგად სადაც ყველაფერი ყოველთვის კარგად არ მიდის და სადაც საფრთხის შეგრძნება მოგვეცემა გაათმაგებულ ვარიანტში. და თუ მე გადამიწყვეტია მაქსიმუმი გადავიტანო კონკურენციულ სიტუაციაში, თავდაპირველად ის უნდა უთხრა მოწინააღმდეგეს რასაც საკუთარ თავს ვეტყოდი განყენებულ მდგომარეობაში ყოფნისას. ასევე თუ რაიმე შემეშლება და მოწინააღმდეგე ვერ მიხვდება ჩემ შეცდომას აზროვნებისდა უკმარისობის გამო, მე თავად უნდა გავამახვილო საკუთარ შეცდომაზე ყურადღება და დავხვეწო ის აზრი რომელიც შემეშალა. მაშ ვიეთთან კამათის დროს ზრდილობა უნდა წავშალო და როდესაც მე მას ვეტყვი შენ ხარ უგუნური, მან იმდაგვარად არ უნდა გამიგოს თითქოს მე მის დასამცირებლად ვხმარობდე ამ სიტყვას არამედ უნდა იგულისხმოს რომ მე ეს სიტყვა გამოვიყენე კონკრეტული ფაქტის აღსანიშნავად. მსგავს სიტუაციაში ზოგიერთებს გონიათ რომ სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფებიან და სულაც არ აქცევენ ყურადღებას იმ ფაქტს თუ რატომ გაუჩნდათ საერთოდ საუბრის ან წერის სურვილი. 
მინდა საბოლოოდ დავასრულო ეს ატაცებული სიკეთისა და ბოროტების მიღმა ყოფნები ამიტომ გეტყვით რომ ვერავინ ამ ორის მიღმა ვერ იარსებებს და სრულფასოვნად ვერც იქნება გონებით თუ არა მხოლოდ წარმოდგენით რამეთუ მათ მიღმა ყოფნა ნიშნავს თეორიულ ტრანსცენდენტულში არსებობას საკუთარი მატერიით. ისენი ვინც იკვეხნიან ამ ორის გარეშე არსებობას უნდა მოშორებულნი იყვნენ ყველანაირ ამჟამად არსებულ მატერიალურს ან ეს აზრი რომ ამ ორს მიღმა იმყოფებიან უნდა მოარგონ ყველა სხვა დანარჩენ მონადებს და თავიდან შეადგინონ საკუთარი მსოფლმხედველობა(შეუძლებელია მაქსიმუმის გარდა სადმე სხვაგან დაიცვა მზგავსი ერთიანობა), რამეთუ გონებაში ბატონობს - მე ვაკეთებ ყველაფერს ჩემთვის. იგი ვინც ხალიჩის მიღმაა არ დაწერს არაფერს და მითუმეტეს არ გამოაქვეყნებს რადგან ამის გაკეთებით იგი აკეთებს ბოროტებას(ბოროტება საკითხთა გაზვიადებით წარმოქმნილია ისევე როგორც სიკეთე და თუ ამ მცნებებს დავასუსტებთ და კარგად და ცუდად აღვიქვამთ მე ვამბობ რომ ყველა კარგში უეჭველი ცუდია და ეს კარგი ცუდში არ არი, ანუ არსებობს ბოროტება და მისი სუსტი ვარიანტი, ამიტომ ყველაფერს ბოროტებად მოვიხსენიებ(მე აქ იგი არ მაინტერესებს სუბიექტიდან გამოსული სხვათათვის დადებითი იქნება თუ უარყოფითი სახის. მე კონკრეტულად სუბიექტზე ვკონცეტრირდები და იმაზე თუ რა არის მიზეზი მის მიერ აღმოცენებული აზრის). და თუ მოუნდება ვისამეს მაქსიმალურად გაუმკლავდეს ამ ხალიჩას დარჩება ინკოგნიტო ყველასთვის, რადგან საბოლოოდ გამკლავება შეუძლებელია, თუ ამ აზრს წინააღმდეგობას უწევ ესე იგი იგი შენში მაინც იმყოფება.
..........................................................................................................................
განათლება
 
მაინტერესებს რას ნიშნავს ფუნდამენტისთვის(იგულისხმება ცნობიერება) განათლება - წარმოიდგინეთ გონება რომლის ირგვლივაც სხვა და სხვა გონებების მიერ აგებული საგნებია განთავსებული, ფილოსოფია, ბიოლოგია, ქიმია, თეოლოგია ან სულერთია რომელი საგანი იქნება მეოთხე, მთავარია იგი იყოს თეორიული. თუ სუბიექტი ფილოსოფიას აირჩევს და მასში არსებულ ცოდნას სხვა ზემოთ მოყვანილ საკითხებამდე დაეუფლება ანუ ფილოსოფიით მიიღებს სხვა გონებების შესახებ რაიმე არადეტალურ ინფორმაციას ე.ი. იგი ფილოსოფიის გადმოსახედიდან ხედავს ყველა შემდეგში შენაძენ ცოდნას და მედიცინას, ფიზიკას... დ.ა.შ. ფილოსოფიურად(აქ ხაზს უსვამ აზროვნების თავისებურებას) აიღებს და დაამუშავებს.
პირველ რიგში უნდა ავივსო არა იმ ხუთ თუ ექვს გვერდიანი ნამუშევრებით რაიმე დიდის ვითომდა ძირითად ნაწილს რომ შეადგენენ არამედ წავიკითხო თითოეული წიგნი მიძღვნილი თითოეული საკითხისადმი რამეთუ ავტორმა ამ წიგნისამ უნდა აღმიძრას კონკურენციის გრძნობა და განმაწყოს როგორც არა რაიმე აზრის მოწინააღმდეგე არამედ სუბიექტის მოწინააღმდეგეობისდა შედეგად მისი აზრების ავტომატური მოწინააღმდეგე. მაშასადამე მთავარ გავლენას ახდენს მათი სტილი რომელიც სხვის მიერ დაწერილ ხუთ გვერდში ვერ ამოიკითხება. ძირითად შემთხვევებში პროგრესის შემცველი ინფორმაციის  მქონე აზრი რაგვარად არის ჩამოყალიბებული უფრო მეტად მნიშვნელობს ვიდრე თავად მისი მნიშვნელობა. წაკითხვის შემდეგ მე ვეთანხმები იმას რაც წავიკითხე და ჩემდაგვარი ინტელექტის მქონეზე უკეთესი შედეგის მიღწევა მინდება ან წინააღმდეგი ვარ მისი ძირითადი აზრის და აქედან გამომდინარე მინდა მისი უარყოფის ხარჯზე სხვა მისივე მომხრეებზე მეტი ვიყო ჩემდაგვარების თვალში. ამიტომ სულ ერთია მე რას ვკითხულობ იმას მე ვხედავ როგორც მოწინააღმდეგეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ ახალგაზრდები ექვს გვერდიან ინფორმაციას მხოლოდ ვინმეზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყენებენ და არა რაიმეს გასანვითარებლად. ამ მინის შესწავლისას ისინი აწმყოში არსებული მასწავლებლისდაგვარ მასწავლებლებად აღიქვამენ იმ პიროვნებებს რომლებიც იმ კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობდნენ რომელშიც თავად არიან ჩართულნი და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იყენებენ იმავე აწმყოში არსებული პიროვნებების წინააღმდეგ რომელშიც თვითონ არსებობენ. არგუმენტის მოყვანისას მათ მიაჩნიათ რომ უკეთესია სხვათა ნააზროვნებების ციტირება, ვიდრე საკუთარი აზროვნებით მიღწეულ შედეგთა დემონსტრირება. და სასწავლებელი აკადემიის დამთავრების შემდეგ ეს კვალი, რომ მათ მიღებული აქვთ ერთი და იგივე ერთი და იგივე ასაკში ტოვებს შედეგს. და ეს შედეგი აიგივებს ამ პიროვნებებს ერთმანეთთან. ანუ ისენი რომლებიც ჩამოყალიბდებიან მასწავლებლებად, მოიხსენიებენ უკვე მტვრად გარდაქცეულთ გენიოსებად და ამ მაქსიმუმებისდა გამო ჩამოყალიბებულ მცდარ შეხედულებებს უზიარებენ ახალ თაობას. 
   ნებისმიერი არსება იმ მაქსიმუმის გარდა რომელსაც ქმნის ხომ წარმოადგენს მატერიას და ამ მატერიისდა მიერ ავტომატურად შექმნად პრობლემათა ერთობლიობას. მოაზროვნეები ცდილობედ მიჩქმალონ მოხსენიებული ფაქტი და მაქსიმუმში საკუთარი წარმოაჩინონ იმაზე უკეთესად ვიდრე მათი სხეული ამის უფლებას იძლევა.
ფილოსოფოსთა ნამუშევრებში შეხვდებით შემდეგ წინადადებას : ის რომ ეხლა ცოცხალი იყოს ვინც მე გავაკრიტიკე და ვისი შეხედულებებიც უარვყავი უეჭველი დამეთანხმებოდა. ანუ თუ მე დარწმუნებული არავარ იმაში რომ ჩემი ოპონენტი დამცირებულად იგრძნობდა თავს მაშინ მე თავს ვერ ვგრძნობ ბოლომდე დაკმაყოფილებულად. ანდა ესეთს: იგი გენიოსი, დიდებული პიროვნება იყო მაგრამ ამ საკითხში შეცდა. - თითქოს რადგან იგი აღიარებული გენიოსი იყო და ამ ვითომდა ფაქტს ხაზს უსვამ მისი უარყოფის შემდეგ მასზე მეტ გენიოსად უნდა მომიხსენიონ მომავლებმა. თვით ამაშიც კი რასაც კითხულობთ იმ ყველაფერზე ყურადღების გამახვილებითაც იქმნება იგივე სიტუაცია რომელსაც მე ესე უარყოფითად მოვიხსენიებ და ვგმობ მაგრამ რა ვქნა თუ მე ამ სხეულიდან ვერ გავდივარ. ვიცი უკეთესი როგორ იქნება და რა საკითხებს უნდა მივამაგრო ეს უკეთესობა და მაინც არ შემწევს ძალა იმის რეალიზების რაც ჩემში იბადება ამიტომ ვცდილობ მივიღო ყველაფერი ისე როგორც არის. მაგალითად ის ღმერთის პიროვნებები რომელთაც ჯერათ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ რწმენის შესახებ არ უნდა იყვნენ სერიოზულად მიღებულნი როგორც რაიმე საღი აზრის მატარებელნი არამედ აზროვნების დამქვეითებლებისა და სისუსტის..........(აქ ვგულისხმობ რეალობისადმი თვალის ვერ გასწორებას. უფრო მეტად ფსიქოლოგიურ დაძაბუნებას. მაგალითად: ყურადღებას ვამახვილებ იმ გრძნობაზე ტაძარში შესვლისას რომ გვეუფლება ხოლმე. რატომ აღმოცენდება ეს შეგრძნება თითქოს მე რაიმე უფრო დიდის ნაწილი ვიყო ვიდრე შენობის გარეთ განვიცდი რომ ვარ? იმიტომ რომ შიგნით შესვლისას საზოგადოება არა მხოლოდ ყველანაირ ფიზიკურ ძალადობაზე უარს ამბობს არამედ უხამსი ფიქრების მოკვლასაც ცდილობენ და საკუთარი თავი შიგნით ყოფნის განმავლობაში სრულიად დათრგუნული ყავთ. უკეთესად რომ ვთქვა ხელში ყავთ აყვანილი. ამიტომ ეს ვითომდა სიწმინდე რომელიც იღვრება სულ რაღაც ემპათიის, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შეგრძნებაა. საერთოდ ნამდვილ ღმერთკაცთა მიზანი ამ გრძნობის მთელ ბურთზე არსებობის დამკვიდრებაა. ზერელედ რომ შევხედო ცუდს ვერ ვხედავ ვერაფერს მაგრამ როდესაც უკვირდები თუ რა იდეების ხარჯზე მიაღწევენ ისენი ამას მაპატიეთ მაგრამ მხარს ვერავითარ შემთხვევაში ვერ აუბამ რაც არ უნდა დადებითი იყოს მოტივი მსგავსი უსუსურობის გასავრცელებლად. ისენი რომლებიც შენობის შიგნით არიან გარეთ გამოსვლისას არცოდნის გამო სიწმინდედ თვლიან მატერიის წარმონაქმნის გაცვლა გამოცვლას და ილუზორული შთაბეჭდილება რჩებათ იქ ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით. როდესაც გონიერი ქმნილებები ამდაგვარი სიტუაციის შექმნას ცდილობენ იმავე ბურთზე მხოლოდ აზროვნებისდა შედეგად, მოკლებულნი მსგავსი მოტივებისთვის გარდაცვალების შემდეგ ყველანაირ ჯილდოსა თუ შექებას. ისენი მყარნი არიან ფსიქოლოგიურად ამიტომ იაზრებენ ყველანაირი არსებობის დღევანდელ უაზრობას და ცდილობენ მიზანი მისცენ საკუთარ ცხოვრებას და ახალი თაობისთვის შექმნან იგი რაც უნდა შეექმნათ მათთვის ძველ ქმნილებებს. კერძოდ, რამდენადაც შესაძლებელია თავისუფალი ცხოვრება სიმართლეში, ყველანაირი უიღბლოების გარეშე რომელთაც განუზრახავთ უარყოფითი)........... გამავრცელებელთა სახელით უნდა მოძრაობდნენ რამეთუ როდესაც ადამიანი საკუთარი ფუნდამენტის ძირითად ელემენტად ირჩევს ან მატერიალიზმს ან იდეალიზმს იგი ცვლის ამ ორთაგან ერთ ერთის მიღებით მთლიან ფუნდამენტს რადგან ამათთაგან ერთის მიღებაც კი უცვლის ფორმას ყველა არსებულ აზრს. აქედან გამომდინარე არსებობს ისეთი იდეები რომელთა მიღებაც ვერაფერს დააკლებს ჩემს პიროვნებას და ასევე არსებობს საკითხები რომლებიც სრულფასოვნად მიცვლიან მე სამყაროს აღქმას. ასე რომ ისეთი ადამიანები რომლებიც თეორიულით იწყებენ საკუთარი ფუნდამენტის შენებას განათლებული გაუნათლებლები არიან. აქ არ იგულისხმოთ თითქოს მე ვგულისხმობდე რომ ყველა ქმნილება უნდა გავზარდოთ მათემატიკაზე, ბიოლოგიასა და ფიზიკაზე. მე ვამბობ რომ მათი უკვე ზრდასრულ ასაკში შესვლის შემდეგ რაც გარკვეული შეხედულებებით ასე თუ ისე აივსო მათი გონება იმ სისავსეს თუ შეიძლება ახალგაზრდის შიგთავსს ესე ვუწოდო გარკვეული მიმართულება მივცეთ. და თუ ის შიგთავსი თავადაა მათემატიკა, ფიზ. ბიო. დ.ა.შ. ჩათვალეთ სუბიექტი გონებაჩლუნგია. ამიტომ როდესაც მე განათლებულს გაუნათლებლად მოვიხსენიებ  უკვირდები იმ ფაქტს გარკვეული ასაკის შემდეგ გაცნობიერებულად გაყვა თეორიულ მეცნიერებებს და მათ განვითარებას თუ არა. და მართლაც როგორც უვიცი და გონიერი განსხვავდება ურთერთისაგან მსგავსადვე გონიერებში განსხვავდება უვიცი გონიერისაგან. როგორც პირველი ორი არ უყურებს ერთმანეთს გვერდიგვერდ ისე მეორე ორიც უყურებენ ერთმანეთს ზემოდან და მხოლოდ ზემოდან ესაა ძირითადი განსხვავება გონიერებაში და ზოგადში.
….…………………………………………………………………………….
   ყოფნა 
 
რატომ არის, რომ როდესაც რაიმე საკითხზე ვკითხულობ, გონებაში უკვე მოცემული მაქვს შესაბამისი ინფორმაცია და ვიეთთან კამათის დროს განხილულიც კი მაქვს იგი? ნუთუ  იმიტომ რომ აზროვნება მაძლევს მე ამის შესაძლებლობას და ეს სხვადასხვა საკითხები ერთიანად მოვითავსე გონებაში საკუთარი თავის დახვეწისას? რა თქმა უნდა არა:                 
   განვითარება ჭანჭიკის, მეურნეობის, სპორტის თუგინდ ადამიანის კოსმოსში გასვლა, ანუ პატარ-პატარა საკითხები თუ დიდები, ერთიანად ქმნიან იმას რაშიც იბადება ახალი თაობა და სოციუმთან ურთიერთობის შედეგად ის რაშიც იბადები შენი საფუძვლის მრავალი აგურიცაა. მას შემდეგ რაც საკუთარ თავს აღმოაჩენ უკვე იწყებ შენი საკუთარის განათლებით განვითარებას ისევე როგორც სოციუმი მთელი ადამიანის გვარით მიღწეული მონადებით განგავითარებდა (აქ იმ იდეალურ სიტუაციას ვიყენებ აზრის განსავრცობად რომელიც მესაჭიროება და არ ვამბობ იმას რომ ის სოციუმი რომელშიც იბადები შეიძლება ნაკლებად და სრულიადაც გაუნათლებელი აღმოჩნდეს და არ ფლობდეს მთლიანის ნახევარ განვითარებასაც კი. და თუნდაც ესე იყოს დღეს დღეობით გვაქვს იმის ფუფუნება რომ დედამიწის საწინააღმდეგო მხარეს მყოფ სოციუმში მოვხვდეთ ამ საწინააღმდეგოს საწინააღმდეგოდ ყოფნისას). ყველა თავის სფეროში იმდენადვე ნიჭიერი ადამიანი იმდენად რამდენადაც იმავე სფეროში წარსულში მოღვაწე ადამიანები იყვნენ იმითაა მეტი ყველა საკუთარ სფეროში არსებულზე, რომ თავად ამაში დაიბადა და ისენი კი იმაში დაიბადნენ.
............................................................................................................................
   ძირითადი
 
თუ დაუშვებთ რომ არსებობს რაიმე სუბსტანცია რომელმაც ყოველი არსებული შექმნა ესე იგი არსებობს იდეალური რომელშიც განვითარება შეწყდა ანდა სულაც არ ყოფილა. მე გადამიწყვეტია ამ თითქმისდა თეორიული არსებისაგან გამოვიყენო, სულერთია რა. მე მინდა ღმერთის პრედიკატი იდეალურობა, მოვარგო რაიმეს, განვითარების რომელიღაც საფეხურზე მყოფ(მისი ციფრი ერთისა და უსასრულობის სასრულობის ან უსასრულობის არსებობის არცოდნის გამო) სხვა მცნებას ან მატერიას რამეთუ თავად იგი(იდეალურობა) გამოუსადეგარი პრედიკატია თუ რაიმეს არ მივაწებე და გამოვიყენე. მანამ სანამ ჩვენ არ ვიცით თითოეული ატომი თუგინდ მიზიდულობა ან სხივი კოსმოსში ერთიანად არსებული ცოდნის პროცენტული მაჩვენებელია თუ რაიმე კონკრეტულ წრეწირში არსებულის, მანამ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს რაიმე სახის სრულფასოვანი ცოდნა ამდაგვარ საკითხებთან მიმართებაში. ესე იგი თუ მე მივაწეპებ იდეალურობის მცნებას არცოდნისას და მათ ერთობას გამოვიყენებ ფუნდამენტის თითოეული მონადის ელემენტად იმ აწმყოში რომელშიც ვიმყოფები შევქმნი იდეალურ ცოდნას. იდეალურად რაიმეს გაზვიადება არ ჩათვალოთ თითქოს ყოველთვის გამყოფებდეთ წაგებულ მდგომარეობაში, იდეალურობა გვეხმარება ისეთი მასშტაბური ცოდნის მიღებაში, რომელიც ყველასათვის მიუღწევადია მაგ: ისევ წარმოიდგინეთ ნივთი თავის თავში და მიანიჭეთ მას პრედიკატი - ყველაფერზე დიდი არსებულთა შორის ,,გიგანტი” და აი იგი ორ ნაწილად გაიყო, პირველი - არცოდნის გაზვიადებისდა შედეგად მივიღეთ, მეორე - ზომის, ნათების, თხევადობის დ.ა.შ. ესე იგი ფილოსოფიური აზროვნება წრეწირის საზღვარს ცდება და აქ მიღებულით იქ მყოფ ინფორმაციას გვაწვდის იმ შემთხვევაში თუ არსებობს მეორე საზღვარი არა წინისდაგვარი არამედ საბოლოო(კანტი). ამ უბადრუკი ვითომდა მიღწევიდან გამომდინარეობს ის აზრი რომ ფილოსოფოსი არა გვარის განვითარებისთვის იღწვის არამედ მხოლოდ იმ ინფორმაციის შექმნისაკენ აქვს მიდრეკილება რომელიც სხვა დანარჩენ პიროვნებებთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე დააყენებს.).
მაგალითად ადამიანს მოუფიქრებია მაქსიმა ანუ ის პრინციპი რომელიც ვითომდა არა სხვებზე არამედ საკუთარ თავზე მაღლა აყენებს მას და რომლის შესრულებაც იმ ილუზიას ქმნის თითქოს აზროვნებით იმაზე მაღლა იმყოფები ეხლა ვიდრე მის შესრულებამდე იდექი არადა მისი შექმნისა და გათავისების წარმომავლური თავისებურება ერთი და იგივეა. არ შეიძლება არსებობა დავუშვათ რაიმე ისეთი ზნეობრივი პრინციპების, რომელთა მასშტაბური გავრცელება დადებით შედეგს გამოიწვევს იმ შემთხვევაშიაც კი თუ სოციუმში გონიერი და უგუნური ადამიანების აღრევა სავსებით დაუშვებელი პროცესი იქნება. ასევე მაქსიმების შესრულებით პიროვნება ისწრაფვის ღმეთისკენ, იდეალურისკენ და გონია თითქოს ეს იყოს გზა მიმავალი უკეთესობისკენ და არა იმისკენ საიდანაც იგი მოდის. იდეალურს არ გააჩნია არანაირი არჩევანის საშუალება, იგი სულ პირდაპირ ივლის ისევე როგორც მატერია რომელსაც ერთი და იგივე სტიმულზე ერთი და იგივე მათემატიკური გამოხმაურება მოჰყვება, რომელშიც გამორიცხულია რაიმე სახის თავისუფლების არსებობა. აქედან გამომდინარე მე იმითი ვარ რელიგიურად არსებულ ნებისმიერ ღმერთზე მეტი რომ შეცდომის დაშვების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს.
სამწუხაროა, რომ არაფერი რაც გაგვაჩნია წრეწირში არ არის სრულფასოვნად იდეალური არამედ თითოეულ აწმყოს თავისი წრეწირი და სიმართლე აქვს. იდეალურის მცნება შერწყმული არცოდნასთან ქმნის სიმართლეს რომელიც ღმერთის ან ღმერთებისაგან ნასესხებ ცოდნად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ აზრის სამართლიანობაში კიდევ თითქმის უსასრულობა არ შეეპარება კაცობრიობას ეჭვი თუ მანამდე სანამ ბუნება თავად შეგვიქმნის გვარის გადაშენების საფრთხეს ერთმანეთს თავად არ მოუღებთ ბოლოს. თუ ესე გაგრძელდა და კანონი იგივედაგვარად ფუფუნებით განაგრძობს იმ ადამიანთა დასჯას რომელთათვისაც შიგნითა კანონი არ კანონობს და არა რაიმე რადიკალური მეთოდებით, თუ არ მოვკლავთ იმ შეხედულებას, რომ ,,უმჯობესია დამნაშავეს ვაპატიოთ ვიდრე უდანაშაულო დავსაჯოთ” და ვერ მივალთ განვითარების იმ ეტაპამდე როდესაც თითოეულმა უნდა იცოდეს რომ წინა სიცოცხლე აუცილებელია შეეწიროს მომავალს და არა ინდივიდი არსებობს არამედ გვარის აწმყო მდგომარეობა თავისთავად, მაშინ დარწმუნებული ვარ ესე გაგრძელდება როგორც ამჟამად: კარგი იქნება ცოტა და ცუდი შეჭამს და დააჯდება იმათ რომელთაც არავის ჭამა და ზიზღი არც კი სურთ. უფრო მეტი მამაცია არა იგი რომელიც სხვას გადაარჩენს არამედ იგი რომელიც სხვისთვის სხვა ადამიანს მოკლავს.  
..........................................................................................................
ეხლა კი გადავთარგმნოთ ეს ვითომდა უკვე მოძველებული ნამუშევარი და თუ ვინმეს იმის  იმედი აქვს, რომ მხოლოდ შემდეგიდან გაიგებს რაიმეს, გეტყვით: აქ მოცემული მასალის გაგება წიგნში მოცემული მასალის დამუშავების გარეშე შეუძლებელია. იგი მხოლოდ დედანთან ერთად გარდაიქმნება ვალიდურ ინფორმაციად. 
..................................................................
   განხილვა
 
განვიხილავ შემდეგ თავს, ,,ჩვენებისა და გამოცანისათვის” (გვ. 118): ზარატუსტრა იმ გემზეა სადაც წარსული და მომავალი იგივე ნიჭები იყრიან ერთად თავს(შეადარეთ ,,განათლებული ქვეყნისათვის” გვ.93). როდესაც ის გამოცანას გვეუბნება იწყებს იმის მოყოლას თუ საკუთარი თავის განვითარების დროს რა სიძნელეებს გადააწყდა: მთაზე ასვლისას იგი ამბობს რომ იყო პატარა და საკითხი რომლის აღმნიშვნელიც მთაა - მარადიული წრიული ბრუნვაა. იგი ფხვნიდა კაჭარს ანუ ატრიალებდა და ატრიალებდა გონებაში ერთიდაიგივე აზრს ამავე საკითხის შესახებ. ჯუჯა რომელიც ბეჭზე აზის ამ აზრის(მარადიული ბრუნვის) გამოხატულებაა. იგი აწვება, ამძიმებს, არ უშვებს სიმაღლისკენ მიმავალ ზარატუსტრას და ზარატუსტრა მიდის იმ დასკვნამდე რომ ჯუჯა ჩამოსაფერთხია, იგი აღარ ვარგა, გარდასახვის შემაფერხებელი ტვირთია, ნიცშე ცდილობს ახალი აზრი შექმნას მაგრამ თხუნელა არ აცდის მას ,,ესე ტყუპად უფრო მწირია ადამიანი ვიდრე მარტო”. გულადობით, საკუთარი თავისათვის წინააღმდეგობის გაწევით, დახვეწით, რომელი უდიდესია გულადობათა შორის და რომელსაც განვითარება ჰქვია. ,,ხოლო ადამიანი უგულადესი ცხოველია ამით სძლია მან ყოველ ცხოველს” - აქ ადამიანის ევოლუციურ, განვითარებას ემხრობა, და იგულისხმება რომ აზროვნებით ადამიანმა მოიპოვა გამარჯვება სხვა ცხოველებზე. ასევე იმ მომენტში მან თხუნელა(ცხოველი) დაამარცხა, ანუ უკან დამხევი აზრი. ,,ადამიანური ტანჯვა უღრმესი ტანჯვაა”- ეგზისტენციალურ კრიზისზეა საუბარი და მთელი ამ სიტყვების შემდეგი სამი აბზაციც იგივე აზრს ანვითარებს, ასევე მათში გამოხატულია მისი უმძიმესი მდგომარეობა და სუიციდური აზრები ,,ეს ცხოვრება იყო? მაშ ესე! ერთხელ კიდევ!” - ამ წინადადებაში მარცხდება სიკვდილი, საკუთარი თავის მოკვდინების სურვილი. ბოლო აბზაცში იგი გვეუბნება რომ უკვე განვითარდა, განიცადა გარდატეხა.
 
2
 
ადამიანმა რომ რაიმე მოქმედება განახორციელოს ფიზიკურად(მაგალითად რაიმე ობიექტი გადაადგილოს) ამისათვის ჯერ გონებრივ დასკვნამდე მისვლაა საჭირო ხოლო ორგანიზმი უკვე შემდეგ შემოდის საქმეში, ესე იგი ჯერ ჯუჯა მან გონებაში დაამარცხა და უკვე შემდეგ ბეჭიდან ქვაზე ჩამოაგდო, ჯუჯის ჩამოგდების შემდეგ ზარატუსტრა ცოტათი ცვლის საკუთარ შეხედულებას და მეორე, პირველის თითქმის უარმყოფელ შეხედულებაზე გადადის იგი ამბობს: დრო წრეა მაგრამ ერთი დეტალი იცვლება მასში, ამ ახალ ვერსიაში დროის, უკვე შეგიძლია სხვა გზით წახვიდე ანუ ცხოვრება ისე არ განვლო როგორც წინა წრის შემთხვევაში  გამოიარე ,,და განა კვლავ არ უნდა ვბრუნდებოდეთ და სხვა გზით წარვლიდეთ, წინ ამ გრძელი, საშინელი გზით - განა მარად უკან არ უნდა ვბრუნდებოდეთ?” ის პირველადი აზრი რომელიც თხუნელა იყო ეხლა უკვე გველად(ცხოველი) გადაიქცევა და სასაში მაგრად მოეჭიდება. ამ საკითხზე ადრეც უფიქრია და ძველად იმას, ჯუჯას დანებდა. ეხლა უკვე იგი შავმა გველმა დაამარცხა. ნიცშეს ეცოდება საკუთარი აზრები ,,ძაღლებს სჯერათ ქურდები და მოჩვენებანი” მოჩვენება ძველი შეხედულებაა დროის შესახებ, ქურდი - ახალი, რამეთუ იგი ძველი აზრიდან გარკვეულ ფიგურებს იპარავს. ზემოთ ყვითელი სავსე მთვარეა(შეადარეთ ,,უბიწო მეცნებისათვის” გვ.95) ქვემოთ ძაღლია და ყმუილი ეს ყველაფერი მეტამორფოზაა და რადგან ეს სიტყვა მატერიალური გარდაქმნის აღმნიშვნელია ზარატუსტრა უკვე ამ ფიქრის ახალ ვერსიაში გადავიდა, შეიცვალა აზრი და შეიცვალა გარემოც მასთან ერთად. სადღაა ჯუჯა? იგი ძველ აზრში დარჩა და ახალშიც გადმოვიდა ნიცშეს ტანით, სადღაა ჭიშკარი? იგიც ძველ აზრში დარჩა, მათთან ერთად ობობაც(თანასწორობის სიმბოლოა, იგულისხმება რომ დროის წინა წრე ამ წრის თანასწორი არაა ამიტომ ობობას გადმოსვლას ორმაგი მნიშვნელობა აქვს ერთი სხვა დანარჩენების გადმოსვლის მიზეზის აზრს ატარებს და მეორე რაც ვთქვი ამას. გადაიკითხეთ ,,ტარანტულთათვის” გვ.77) და ყოველი ჩურჩულიც უკვე ძველში დარჩნენ რადგან ახალ(ქურდ) ფონადაში უკვე ისენი სხვა გზით წავიდნენ მარადიული წრის დარტყმისას. მას ეზიზღება საკუთარი აზრი და გველს ანუ გარდაქმნილ ჯუჯას ანუ თხუნელას თავს მოაწყვიტავს და ტანი შიგ დარჩება. ეს ქურდი აზრი ტანის სახით რომელსაც იგი დასცინის კიდევ განაგრძობს არსებობას უკვე ჩემ მიერ განხილულ შემდეგ თავამდე.
 
გამოჯანსაღებული (გვ. 164)
 
ზარატუსტრა ერკინება საკუთარ თავს და იხმობს უძირო აზრს ის უძიროა რამეთუ არ გააჩნია საფუძველი აღმოცენებისათვის, იგი ეკუთვნის ისეთ შეხედულებებს რომლებიც ადმიანმა უბრალოდ უნდა დაიჯეროს(რაციონალიზმი). ,,აქ ქუხილია” ამბობს ზარატუსტრა ესე იგი მას ნათება მოჰყვება და განათება ხომ ახალი აზრია რომელიც შეცვლის იმ ძველს ზიზღის გამომწვევს ,,ჩემი უკანასკნელი სიღრმე ამოვზიდე მე ქვეყნად”.
 
2
 
აქ უკვე იგი იბადება შვიდ დღიანი ფიქრის შემდეგ და საკუთარ თავს აიგივებს იესოსთან. ცხოველები ეკითხებიან თუ რა არის ის ახალი, რომელიც გაიაზრა მან ამ ერთ კვირიანი ფიქრის შემდეგ. ზარატუსტრა გადაიქცა იმად რომელიც არა ორი პიროვნება გარე და შიდა არამედ მხოლოდ ფიქრია (სულია) გარეთაც და შიგაც. ანუ გმობს მათ ვინებიც რასაც ფიქრობენ იმას არ ამბობენ და ტყუილი გარსად აკრავთ იმის დასაფარად რაც სიმართლეა. ,,მხოლოდ ძალზე მსგავსთა შორის უმეტესად მშვენიერია მოჩვენების სიცრუე; უმცირესი ნაპრალი უძნელესია გასახიდად” - მსგავსებში იგულისხმება ნიცშე შიგნიდან როგორიც არის ის სინამდვილეში საკუთარ თავთან და ნიცშე როგორც ნიღაბი სხვების დასანახად, აი სწორედ ამ ნიღბის ნაწილია დროის ის შეხედულებები რომლებიც ზემოთ  განვიხილე. ნიცშე მათ დამარცხებას ცდილობდა შვიდ დღიანი ძილის პერიოდში.(იხილეთ ,,მისანი” გვ.104 სადაც გარდაქმნა ნაწინასწარმეტყველებია.) ის ამბობს დავძლიე მე ჩემი თავი, არ არსებობს ჩემთვის შიგნითა და გარეთა, მე უკვე ყველაფერს ისე ვხედავ როგორც არის სინამდვილეში, მე ვამბობ იმას რაც შიგნითაა.
   ,,ლაპარაკი ლამაზი სისულელეა” ლაპარაკის წყალობით შესაძლებელია ქალისა და კაცის სიყვარული, ნიღბის გარეშე ვერ იპოვი ქალს რომელსაც ეყვარები ამიტომ ნიცშეს უყვარს ცხოვრება, ბუნება, რომელსაც მიუძღვნის თ ა ვ ს ,,მეორე საცეკვაო სიმღერა”. ცხოველები რომლებმაც არ იციან სრულფასოვნად რა მოხდა შვიდი დღის განმავლობაში იგივე მეორე აზრს გამოთქვამენ ,, ჰე ზარატუსტრადან.......მრუდეა ბილიკი მარადისობისამდე”. ნიცშე მათ არღნებს უწოდებს, ცხოველებს ისეთ ადამიანებად მოიხსენიებს რომელთაც არა აქვთ ნიჭი რაიმე ახლის შექმნის და ამიტომ სხვათა შენაქმნელს სწავლობენ და უკან იმას აბრუნებენ რაც ჩაუვიდათ. ესეთ ადამიანებს მე განათლებულებს უწოდებ ან სიტყვებით მანათობლებს(მათ დღეს-დღეობით შექმნაც შეუძლიათ). დაისწავლიან რაიმე ტერმინს და ჩხირავენ და ჩხირავენ ყველგან სადაც არის ან არაა მათი ადგილი. ისენი ვერ ანათებენ აზრით ამიტომ იყენებენ იმ მაქსიმალურ შესაძლებლობას რაც ბუნებას მათთვის მიუნიჭებია, არიან პლანეტებივით რომლებიც მზის სხივს ირეკლავენ. თქვენც დანასწავლი გექნებათ რაიმე სიტყვა, ტერმინი რომელიც შემდეგ ვისამეს ნამუშევარში შეგხვედრიათ და სულერთია ის წინადადება წონადია თუ არა რადგან იქ ის ტერმინი შეგხვდათ რომელიც ცოტახნის წინ ისწავლეთ მაგ მომენტში ისეთი ილუზია იქმნება თითქოს ამ სიტყვის ხარჯზე ანათებდეს მთელი წინადადების მიერ შექმნილი აზრი.....ეგაა სწორედ პატარა განათება. თუ ესეთი განათებები გაინტერესებთ წაიკითხეთ სარამაგუ, კამიუ(რათქმაუნდა იგი ეგზისტენციალისტია, თავისი კრკრებით ბუვუაღებითა და შესტოვებით ჩემთვის უსიამოვნოა  ეს მიმდინარეობა. ვიღაცეებს მიუნიჭებიათ მათთვის ცალკე მოცემულობა, თითქოს ნებისმიერი მოაზროვნე ავტომატურად ეგზისტენციალისტი არ იყოს. რაც შეეხება ,,ადამიანი ქმნის საკუთარ თავს” -  მომიტევეთ და სანამ სხეულიდან არ გახვალთ ისა ხართ რაც ბუნებამ შეგქმნათ. იგი ვისაც პრეტენზია აქვს გამოწრთობაზე დაე გავიდეს, დაე იყოს თავისი ფანტაზია ქმნილ მატერიად).  ნიცშე ეუბნება ცხოველებს რომ ის გველი მან უკვე დაამარცხა და როგორც მან შეიცვალა აზრი ისევე უნდა შეიცვალონ მათაც, მაგრამ აფრთხილებს რომ ეს ახალი აზრი ძველივით არასრულფასოვანი სიმართლეა ,,კვლავ ავადმყოფი საკუთარი ხსნითა”.
   ,,ოდეს დიდი ადამიანი ყვირის.....რაც ამ ჩივილისა და ბრალდების შორის არის” -  გულკეთილ ადამიანთა გაკიცხვა დ.ა.შ.(დეტალურად სიკეთისა და ბოროტების მიღმაში)
   ,,პატარა ადამიანი უფროსად მგოსანი.....ბრალდების შორის არის” -  ესე იგი ყველა ფიქრები რომლებიც გაჰყვირიან ცხოვრება უაზრობაა, იგი წამებაა, ამით სხვის ნათქვამზე მართალ აზრს გამოხატავენ და ეს სხვაზე მეტობა კი პირისპირ აყენებთ რეალურ აზრთან მაგრამ ამასთანავე სიამოვნებას ანიჭებს მათ. მაგალითად ქრისტე რომელიც ეწამა ადამიანთათვის, ეწამა თავისთვის, იგი ჯვარიდან იყურებოდა და ფიქრობდა ,, თქვენ მაღლით იმზირებით ოდეს ამაღლებას ეძიებთ. და მე ძირს ვიხედები რადგან ამაღლებული ვარ. ვის ძალუძს თქვენ შორის იცინოდეს და ამაღლდეს? რომელი უმაღლეს მთებს ავლის იგი დასცინის ყოველ ტრაგედიას და ყოველ სევდას.” - ნიცშე ამბობს ,,ადამიანი საჭიროებს თვის უბოროტესს თვისივე უკეთესისათვის” - აქაც იესოა ნაგულისხმები. ამბობს: მე შემიძულეს იმიტომ რომ ვყვიროდი ყველას უარესი ეს ის უკეთესია რომელიც გაგიღმერთებიათ მეთქი.
   ,,დიდი ზიზღი ადამიანისადმი.....ცოდნა არჩობს” - ამ წინადადებაში იგულისხმება ჯუჯა რომელიც მთაზე ასვლისას ზედ აჯდა ზარატუსტრას და ჩურჩულებდა ,,მისჯილი გაქვს შენი საკუთარი თავის ჩაქვავება: ჰე, ზარატუსტრა, შორს ისვრი ქვასა, ხოლო იგი შენვე დაგეცემა” - ეს ქვა ის აზრია რომელიც იესოსთან მიმართებაში ზემოთ განვიხილე. საკუთარი თავის მტერი აზრი.
   ,,გრძელი ბინდი გადაშლილიყო ჩემს წინ” - ბინდი გველია ის პირველის შედეგად მიღებულია, გარდანატეხია. ზარატუსტრას ეზიზღება ადამიანი და არ უნდა იგი კვლავ იქ დაბრუნდეს სადაც მთაზე ასვლამდე, გარდასახვამდე იყო(ანუ არ უნდა იმ წრიული ბრუნვის პირველადი მნიშვნელობებით ისევ დატრიალდეს და იყოს ნიღბიანი ადამიანი). ეზიზღება მას ნიღაბი, საკუთარი განვითარებაც ხომ მაინც ესეთი პატარა აღმოჩნდა. იგი ებრძვის ამ საზიზღარ, გველ აზრს და ამარცხებს ,,ფეხებს მიათრევდა და ვეღარ დაეძინა”.
   შემდეგ აბზაცში ,, გამოქვაბულად გარდაიქმნა....დამპალი ნამყო” (ზარატუსტრა უკვე გარდაქმნილია და იგი დისკრეტულად გვაწვდის ინფორმაციას ამ გარდაქმნის შესახებ, ამიტომ მე ამ აზრს შევკრავ და ერთიანად გამოვთქვამ) ამ წინადადებიდან ნიცშეს ფუნდამენტი სრულიად იცვლება. დროის მარადიული ბრუნვის გამომხატველი სიტყვები იგივე რჩება მაგრამ იგივეობის კანონის უარყოფის დახმარებით, თუგინდ ომონიმური წინადადებებით, იგი იცვლის შეხედულებას. ის აზრი რომელიც აქამდე მარადიულ ბრუნვაში იდო აღარ დევს ისევე როგორც პირველი შეცვალა მეორემ აქაც მეორე შეცვალა მატერიის მარადიულმა აქციდენციურმა თვისებამ რომელშიც ნიცშეს აზრით აწმყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ნებისმიერი სუბიექტისთვის და დროც როგორც მატერიალური მდინარე აღარ ფიგურირებს.
   ,,ესე ნუგეში ვპოვე ჩემთვის და ესე განკურნება” ამ ე ს ე - ში იგულისხმება განვითარების შედეგად მიღებული ინფორმაცია. ნიცშემ მოუყვა ცხოველებს თუ რა აღმოაჩინა მთაზე(გათიშულობისას, ძილის დროს) და ცხოველებიც ამ აღმონაჩენისაგან სიმღერას ქმნიან. ,,ქნარი” ნიღაბია, ცხოველები ეუბნებიან რომ გაიკეთოს ახალი ნიღაბი და იგი ფიქრით ფიქრად გადააქციოს. ,,სული” ნიღბისა და ფიქრის ერთიანობის აღმნიშვნელია.
   ,,ჰხამს უპირველესად მოძღვრობდე ამ მოძღვრებასა” - ცხოველები მღერიან იმის შესახებ თუ როგორი იყო ნიცშეს ფიქრი მანამ სანამ გველი გახდებოდა. ისენი მღერიან ჯუჯას. სიმღერა გრძელდება აქედან ,,შეხედე, ვიცით რასაც მოძღვრობ.....ჩვენივე მზგავსნი ვართ დიდით და მცირედითაც” აქამდე.
   ,,იტყოდი არა შეშფოთებული......შენ უმომთმენესო” - ში სიმძიმე ისევ თხუნელაა, ურვა ის პერიოდია როდესაც სიმძიმე (აქლემი) გველად (ლომად) გარდაიქმნა. ამ აბზაცის შემდეგ იწყება ის აქციდენციური ვარიანტი(ბავშვი) რომელიც სიტყვებს მარადიული ბრუნვა აზრს უცვლის და გარდაქმნის სიმართლედ. .....(წრიული ბრუნვისა და აქციდენციურის გონებაში აწონ დაწონვისას ერთ-ერთი მათგანი უფრო მეტია მეორეზე რადგან გონებისათვის მართალი დებულებები პრივილეგიას წარმოადგენენ. მან იცის რომ არმცოდნეა ნებისმიერ შემთხვევაში და მატერია (უღმერთობა) ისე სწამს როგორც კანტს ღმერთი. 
   ,,ხოლო ნასკვი მიზეზთა.....უკუბრუნვის მიზეზისა ვარ” - ჩემდაგვარი (ანალოგიური) ნიჭის მქონე ადამიანები კვლავ ბრუნდებიან და მათ შორის ვარ მე მოქცეული, მეც იგივე მაქვს რაც ჩემამდე ქონდათ და ჩემს შემდეგ ექნებათ, ბუნება მე კვლავ შემქმნის, მარადი უკუბრუნვის(აქციდენციურის) მიზეზი ხომ თავად ბუნებაა.
   ,,კვლავ მოვალ.........ზეკაცი” - ის ჩემნაირი ნიჭი ამ ბუნებაში დაიბადება, მზეც აქ იქნება და მიწაც, თვით ის ცხოველებიც (განათლებულებიც) მასთან ერთად იქნებიან, მისი ცხოვრება არ იქნება ახალი თვით ამ უკვე მოყვანილი მიზეზების გამო, მისი ცხოვრება არ იქნება უკეთესი, როგორც ვთქვი და გავიმეორებ ამ უკვე მოყვანილი მიზეზების გამო, ან მზგავსი რამეთუ ის სხვაშია და მე სხვაში ვარ. ზარატუსტრა ამბობს რომ ეს ნიჭი მარად და მარად დაბრუნდება, მომავალში და მომავლის მომავალშიც იარსებებს იგი, დიდით(ფიქრით) და მცირედით(ნიღბით, ახალგაზრდობით) რათა კვლავ ასწავლოს მან(ამ ნიჭმა) მარადი უკუქცევა.
   გნვიხილვ შემდეგ თავს ,,უმზგავსესი ადამიანი”: გველმა ზარატუსტრას კითხვა დაუსვა და პასუხი შემდეგია: მოწმე ის ადამიანია რომელიც ამ ნამუშევარს ისე უყურებს როგორც ნიცშე უყურებდა და ხმა ქვემოდან მის წინააღმდეგ შურის საძიებლად მოუწოდებს. ეს გველი აზრი ის გველი არაა ადრე რომ იყო (,,ის გზა ცუდია”) არამედ უკვე ახალი სახე მიიღო. იგი სიმბოლოა ცუდის, სირცხვილის, უარყოფითის.
   ,,ყოველი სხვა მოწყალებას გადმომიგდებდა...... აქდან ,,მგონია კარგად უნდა გესწავლოს დროთა სასწაული” (ეს ბოლო სიტყვები ცვლილების მომასწავებელია) ამბობს რომ როდესაც უარყოფდა სხვა თავისნაირი ნიჭის მქონე ადამიანების ნამუშევრებს განიცდიდა სიხარულს თავისთვის და სირცხვილს მათ მაგიერ ამიტომ იგი რომელიც მოვა შემდეგში მისნაირი იგივე სიტუაციაში იქნება და განიცდის იგივეს მის მიმართ და სწორედ ესეთ ნიჭს აფრთხილებს იგი რომ არ ჭირდება მას სიბრალული. ,,შენ თვით შენი თავი გააფრთხილე შენივე სიბრალულისაგან”. 
   ,,გაფრთხილებ მეც გამიფრთხილდი”.... - დან ,,ან თვით ცოცხალი აღარა ვყოფილიყავი” - მდე. მიმართავს იმას ვინც ამოიცნო ეს საიდუმლო და უძღვნის ,,სიკეთისა და ბოროტების მიღმა” - ში 248 ნომერს და ამით უხდის სამაგიეროს იმისთვის რაც აწი უნდა მოხდეს. აი რაც აწი უნდა მოხდეს იგი არ უნდა მას რომ მოხდეს და უნდა სიხარული, მარადი სიხარული. საკუთარი მოძღვრების მარად არსებობა.
   განვიხილავ შემდეგ თავს ,, სასწაული”: იმ ნიჭებს რომლებიც მაღალი ადამიანებია ჯერ გამოქვაბულში სძინავთ ისინი ჯერ არ დაბადებულან. და რად უნდა მას სიცოცხლე თუ ვინმე არ დაიბადება და არ შეხედავს იმას რაც მან გააკეთა. მაგრამ ცხოველები ეს განათლებულები თავს დასტრიალებენ ადიდებენ, ქვემოდან ხედავენ იმ დრომდე სანამ დაიბადებიან ისინი, მანამ სანამ გამოეღვიძებათ გამოქვაბულში მყოფთ(ის ადამიანები რომლებსაც ზარატუსტრა ხვდებოდა მე 4 ე ნაწილში წარმოსახვის ნაყოფია, იგი უბრალოდ ფიქრობდა და ფიქრის დასაწყისსა და დასასრულს ლომის ღრიალი აღნიშნავს). ზარატუსტრა ზემოთ ნახსენებ 248 - ს ცოდვას უწოდებს და მართლაც რომ ცოდვაა უსამართლო შეურაცყოფა. ესაა ვითომდა ზნეობის გამკრიტიკებელი ადამიანის სიტყვები, ესაა იმ ადამიანის სიტყვები რომელიც საკუთარი თავის დამარცხებას ქადაგებდა და საკუთარი ერთი აზრიც კი ვერ დაუმარცხებია. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის სასტიკი განსხვავებაა. ცოცხალი გრძნობს და წასულს გამოცდა იმისი რაც მოხდება არ შეუძლია, ესეა ცული ლეშის მომავლისადმი და ცულია იგიც რომ შექმნას დრო სჭირდება, დრო ასავსებად დრო დასამწიფებლად.
.........................................................................................................
მე შევეცადე თვით ის პატარა ზომის კარებებიც კი არ გამეღო, რომლებიც ამ კონკრეტული აზრის კონსტრუირებისთვის საჭირო თავებში მოიპოვება და ამ გასაღებითვე გაიღება.თითოეული თქვენთაგანი მივიდოდა იმ დასკვნამდე რომ ნაშრომის გაფართოება შეიძლებოდა იმ მასალის ხარჯზე რომელიც ამ პიროვნების ირგვლივ ტრიალებს , მაგრამ მე განზრახ არ გავტენე იგი სხვადასხვა წვრილმანი აზრებით, თეორიებით, ხაზებითა და იანუსისებრი მართალი მასალებით არამედ შემოვიფარგლე მხოლოდ მისი საკეტში შეღწევადი სტრუქტურის აღწერილობით რამეთუ გადანათარგმნის თარგმნა ჩემთვის დროის სრულფასოვანი კარგვაა.
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული