• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ბოდლერის სერიები

×
ავტორის გვერდი მაიკლ პალმერი 28 ივნისი, 2019 2317

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

(ამონარიდი)
 
აქ ბორცვზე მდგარი ბავშვის სურათი
ბალახები ირხევიან
ცეცხლი ცეცხლს აძლევს ნიშანს ძილია
ვინც იქ გხვდება
 
დრო ხედვისკენ გადახრილა
ფრაზის რადიუსში
 
ძვირფასო მეფეო სიცარიელე
გუშინ ფეხი ამიცურდა და დავეცი
დღეს რბოლაში ვიმონაწილევებ
 
რიცხვებთან მე ხელი არ მქონია
 
არ მახსოვს ტყვეები პირადად მეწამებინოს
 
თუმცა სახელი თავს მაინც იჩენს
გოგრის ანთებული თავის შიგნით—
 
ესა თუ ის სახელი—
 
დროთა მიმოფანტვა რაიმე ბგერის გარშემო
შემდეგ ego scriptor იდღაბნება და ქრება
 
 
* * *
 
თითქმის არაფერია სათქმელი, ყოველივე ითქვა. მაგრამ შენ ტყდები, როგორც თავსაბურავიანი მოხეტიალე, სურათებს ფანტავ ველზე, მე მათ შორის და სხვა მეებს. ეს პროზა, ეს
 
ფერის ნიმუში, შენთვისაა განკუთვნილი: Voile bleu, Dame du Sud, Bleu Medicis, ორმოცდაათი გვამი ტარმაკზე, ნაკეცები ხელზე. ჯერაც თუ არსებობს გარეშე, ჯერაც გაუუქმებელი სხვა
 
ხილვადობაში მოსული რა რევოლუციურ სიამეთა
 
სამსახურში მდგარი კოდების მიერ, რა საშვილოსნო
წყალდიდობების ნელ განლევაში
 
იქ, ეკრანზე, სადაც ყოველივეს განსხვავება ჰქვია, და ყოველთვის ერთი და იგივეა, ამავე მიზეზით, რადგან უკვე ამდენჯერ შენ მას უყურე და კიდურები ითვალე?
 
სრიალები და შეჩერებები.
 
ვთქვათ, გარკვეული მუსიკა, პროფილში.
 
ვთქვათ, მითოლოგიური ფიგურები, გამომშრალი ყინვა, რომლებიც—მას მერე რაც ჩაყვინთავენ—აღმოცენდებიან თავიანთი ჟელატინის კაფსულებიდან: სირინგა, პოლეიდოს, დიოსკურები; მიწათმყვინთავი, გომბეშო და მთვარე, მეფისტო.
 
ისინი არ გაძლევენ თავიანთ ამბებს, ზედ ჭვარტლს გაღვრიან
                                                                         და ღვრიან შენში.
 
და ეგ სხვა მუსიკა, სინთეტრონი რომ ქოშინებსსავით, ახლა, ეს ნამდვილზე ოდნავ აღმატებული საკრავი, თუმც, უკეთეს შემთხვევაშიც კი, ონტიკურად პრობლემური.
 
ანდა შეგვეძლო, უბრალოდ გვეთქვა, შენსავით, თოვს პარიზში, რომელიც არ არსებობს.
 
(მაგის ნახატი.)
 
ან კიდევ პრობლემა, რომლითაც დავიწყეთ, რომ სიტყვებს ასოები არ აქვთ.
 
და რომ თითოეულ ასოს გამოკვეთილი ჭრილი აქვს. ან ჩრდილი. დასამახსოვრებლად შეუძლებელი.
 
 
* * *
 
სურვილი ვიღაცისგან ნასესხები ციტატა იყო.
 
ვიღაც ამბობს, ეს ეს. ვიღაც ამბობს, ის. არის.
 
ტომი ყინულის ლანდშაფტს ეჩეხება.
 
კაცი ამბობს, პარალელურ ცხოვრებაში გიხილავ.
 
ქალი ამბობს, ძუნწი კაცი სიცივეს მოუკლავს; ის ყველა თავის წინადადებას ამბობდა და არც ცუდი განზრახვა ჰქონია გულში.
 
ჩემი ხმა შეკვეცილია, შენი კი კოპლებიანი ნიმუში.
 
სამმა დაუფოსტავმა წინუსწრო ამას, ერთგვარ სნეულებად.
 
ახლა კი გაძლევ ამ სტრიქონებს, აღუნიშნავებს, ნიავსაც კი არ ვახლავ.
 
ხმარებით ნაუთოები ყრუ-მუნჯი სიტყვები
 
თითქოს გაკვეთილს ანდა სალოცავს იმეორებდე
 
რა კოხტაა ალბათ გამოუთქმელი. საკმარისია თქვა და ის უკვე მოთხრობს.
 
რამდენიმე მკვდარი და რამდენიმე დაკარგული
 
და ტომი შენთვის თავისი ენის გამოსაყოფად. ერთი აქვს მხოლოდ.
 
 
* * *
 
ფუტკარი მოვკალი მაკრატლების ქუჩაზე
ფუტკარს ჩემი სურათი ეკავა
 
ქალმა ჩამიარა
არსებობს დრო, არის
 
დრო ვიდრე, თქვა მან
ისე რომ თავი არ მოუბრუნებია
 
მერე შენ მელანს არ ატარებდი
მერე შენ ფოტო არ იყავი
 
 
* * *
 
მე არქიტექტორი ვარ ვენაში
მკვდარი და მწერალი
სისხლწითელ საწოლში
 
ჩანგლით ვჭამ ხორცს, ვიოლინოს
 
მაქვს ამ ვიოლინოს ჩემი პრაქტიკა
 
ვენაში მუსიკოსები არ არიან
 
ისევ გატყდა ჩემი ვიოლინი
ვიკითხე 9.10 წლის ასაკში
 
ჰოდა მაშინ ჩამოვჯექი და ამ ვიოლინოს თავიდან მოშორება დავაპირე
 
მაინც შანსი არაა მასზე დაკვრა გამომივიდეს
 
მე არქიტექტორი ვარ არქიტექტორების ქალაქში
 
შენობები არაა
 
ყველა ჩემი არქიტექტორი ძმა მკვდარია
ანდა საწოლში თავიანთ დებთან ერთად ჩაგორებულებს სძინავთ
 
ერიკი მიწოდე
ვისი ბაბუაც ვიოლინოებს აკეთებდა
 
ვისაც დედამ ერთხელ ასწავლა ვიოლინოების სიძულვილი
და მკვდარკვრა
 
მე წრე და ხიდი დავაგეგმარე
 
ჩემი ცრემლები იმისთვისაა ვინც მენატრება, მის ტუჩებდაღმა
 
 
* * *
 
დღეს დავრეკავთ
ტრიტონიუტის მაძიებლები,
 
ენა რომელიც ჩვეულებრივია, იგივე
რაც ენა ოღონდ მეტად მომცრო. გემი
 
ნაპირს მოადგა, მაიკლ, და ადგილობრივებმა
იმეტყველეს, ამიტომ მოვკალით ისინი.
 
Souviens-toi? ყოველივე ერთი და იგივე იყო
მაშინ, ელექტრონული მესრის იქით.
 
წიგნები იწერებოდნენ ენებზე, მზეები
აღმოხდებოდნენ სადაც კი ჩვენ მათ მოვათავსებდით
 
და მინდორში გადგმული სკამები და ხეები
აგრეთვე ჩაიხატნენ. გასთჰაუსი
 
ეროსი იყო თავად, და ის ლანდი
მოცეკვავისა თავსზემოთ დაჰფარფატებდა.
 
ბალახისუმეტესი
ზღვისაკენ გადაიჭიმა.
 
ჩვენ ვტივტივებდით
და შეიძლებოდა იმის თქმა რომ ჩვენ ვტივტივებდით.
 
 
* * *
 
თქვა მოსაუბრემ:
ერთი სიამოვნებაა
 
კვლავ უ-
მკვდრად ამ ადგილას ყოფნა
 
და შენთან ბაასი
ამ რვეულიდან თუ
 
დღიურიდან თუ მკვდრების წიგნიდან
სისტემით, რომელიც ნახევარკლაკნებისგან
 
და ანტიკლინის წვეროებისგან, ვენური
ჟესტებისაგან და სხივური ხლეჩებისგან შედგება
 
რომელიც ცნობილია შენთვის
და რომელიც შენ შექმენი
 
ამ მიზნით
ერთი სიამოვნებაა
 
ენის ან კვანძის მსგავსად
გაიჭრა
 
 
* * *
 
თქვა მოსაუბრემ:
ენებივით ბრტყელი
 
გვერდები გადაშლილან
შენს წინაშე გასაშრობად
 
მოდი და ნახე
მოდი და შეხედე
 
გვერდები გადაშლილან
შენს წინაშე მზეში
 
ფოთლებივით დახვეულები
ენებივით შავები
 
 
* * *
 
სიახლავე და სიახლავე მღერის ყვავი
სირავე და სითეთრე მღერის შუაგული
მაშინ და მაშინ მღერის ქათამი
 
სალამი ინტერვალს მღერის მარცხენა ხელი
 
ერთი შენობა მაინც არის აქ?
ერთი მაინც სხეული? იწვოდა
 
          ისე როგორც ყელსაბამი იწვის?
 
დანაკარგზე თუ ყინულზე უმწვანესი? ბრმა
 
ვით მუსიკა და სიცილი? ამ სეკვენციის
              ბოლო სიმღერა?
 
ბადეებს ვუსწორებთ თვალებს
               ამბობს სენტენცია
 
ცოცხლები ვართ თვალებს ვიფარავთ
                 იტყვიან შპილები
 
 
 
თარგმანი ეძღვნებათ სკას თეოს და ზურას
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული