• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კატის სიზმარი

×
ავტორის გვერდი პაბლო ნერუდა 08 იანვარი, 2019 3923

თარგმანი: ალექსანდრე გაბელია

 

შენი ტუჩების წყურვილი მკლავს...

 

შენი ტუჩების, შენი ხმისა და თმების წყურვილი მკლავს,

დადუმებული და დამშეული დავძრწივარ ქუჩებს შორის,

ყოველი დღის ალიონი ძირს მითხრის და პურს არ შეუძლია ჩემი შიმშილის მოკვლა,

ამგვარად დავეძებ შენი აღუწერლად მორაკრაკე ნაბიჯების ძალას.

 

მწყურია შენი მოელვარე სიცილი,

შენი ხელები ველური მოსავლის მსგავსად შეფერილია,

მწყურია შენი ფერმკრთალი ფრჩხილები,

და ნუშის მსგავსად მსურს შევჭამო შენი კანი.

 

მინდა შევჭამო შენი ლამაზი სხეულის მოგიზგიზე მზისხივი,

შენი მედიდური აროგანტული ცხვირი,

 შენ წამწამებზე მოელვარე  წარმავალი ჩრდილი.

 

და ამ შიმშილის გარშემო მივაბიჯებ და ამ ბინდით ვსუნთქავ,

დაგეძებ შენ და შენსავე ალმოდებულ გულს,

ვით პუმა, მცხოვრები უნაყოფო გორბეაში.

 

 

 

შორს არ წახვიდე

შორს არ წახვიდე, არც ერთი დღით,

რადგან არ ვიცი როგორ ვთქვა:

დღე დაუსრულებელია და მე შენ გელოდები, როგორც ცარიელ სადგურზე

მდგარი ჩაძინებული მატარებლები.

 

არ დამტოვო არცერთი საათით, რადგან

ტანჯვის პატარა წვეთები ერთდროულად გამოჟონავენ

და ხეტიალების კვამლი სახლის ძებნას დაიწყებს

რათა ჩემში ჩაედინოს და ჩემი დაკარგული გული დაახრჩოს.

 

ო, შენი სილუეტი არასდროს გაქრება სანაპიროზე,

შენი ქუთუთოები არასდროს დაიწყებენ თრთოლვას ცარიელ მანძილზე.

არ დამტოვო არც ერთი წამით, ჩემო ძვირფასო

 

რადგან ამ შემთხვევაში ძალიან შორს იქნები

და მე აბურდულად ვიხეტიალებ მთელ დედამიწაზე,

შეკითხვით- დაბრუნდები თუ აქ დამტოვებ მომაკვდავს?

 

 

შენი ფეხები

 

როცა არ შემიძლია ვუყურო შენ სახეს,

მე ვუყურებ შენ ფეხებს,

რკალისებრი ძვალის მქონე ფეხებს,

შენ დამძიმებულ პატარა ფეხებს.

ვიცი რომ ისინი მხარს გიბავენ,

და რომ შენი ტკბილი წონა

მათზე აღმოცენდება.

შენი წელი და შენი მკერდი,

ორმაგად ალისფრად შეფერილი

შენი კერტები,

შენი თვალების ფოსოები,

ეს წუთია გაქრნენ,

შენი ფართო ხილის პირი,

შენი წითელი კულულები,

ჩემი პატარა კოშკია.

მაგრამ მე შენი ფეხები მიყვარს,

მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დედამიწაზე სეირნობდნენ,

სეირნობდნენ ქარსა და წყლებზე,

მანამ სანამ მე მიპოვეს.

 

 

კატის სიზმარი

 

როგორ ფაზიქად ძინავს კატას,

ძინავს მოკალათებულს მისი თათებით,

ძინავს ავი ბრჭყალებით,

და უგრძნობი ხასიათით,

ძინავს ყველა ბეჭდითა

და დამწვარი წრეების რიგით,

რომელმაც შექმნა უჩვეულო გეოლოგია

მისი ქვიშისფრად შეფერილი კუდისა.

 

მე მსურს მეძინოს კატის მსგავსად,

დროში არსებული ყველა ბეწვით,

კაჟის დარი უხეში ენითა

და ცეცხლის მშრალი სექსით;

და არავისთან გამოლაპარაკების შემდგომ,

მე გადავჭიმავდი საკუთარ თავს მთელ სამყაროზე,

სახურავებსა და ლანდშაფტებზე,

ჩემ სიზმრებში თაგვებზე ნადირობის

მგზნებარე სურვილით.

 

მე მინახავს თუ როგორ ძინავს კატას

ტალღისებრად, თუ როგორ მიადინებდა მას ღამე

ბნელი წყალის მსგავსად;

და ხანდახან იგი ეცემოდა

ან შესაძლოა ყვინთავდა

ტიტველ უსახურ თოვლის ნამქერში.

 

ხანდახან  იგი იზრდებოდა ძილში,

როგორც ვეფხვის დიდი ბაბუა,

და ხტუნავდა სიბნელეში

სახურავებზე, ღრუბლებსა და ვულკანებზე.

 

ძინავს, ძინავს კატას ღამის ჟამს,

საეპისკოპოსო ცერემონიითა

და შენი ქვასავით ამოკვეთილი ულვაშით;

გაუფრთხილდი ყველა ჩვენ სიზმარს.

გააკონტროლე წყვდიადი

ჩვენი მთვლემარე სიქველის,

შენი უმოწყალო გულითა

და შენი გაკვანძული დიადი კუდით.

 

ჩემ ცაზე, შეღამებისას.

შეღამების ჟამს, ჩემ ცაზე, ღრუბელივით ხარ

და შენი ფორმა და შენი ფერი ის გზაა, რომელიც მიყვარს,

შენ ჩემი ხარი, ჩემი ხარ,  ქალო, ტკბილო ტუჩებით

და შენ არსებობაში ცხოვრობენ ჩემი უსასრულო სიზმრები.

 

ჩემი სულის ნათურა ღებავს შენ ფეხებს

 მჟავე ღვინოს ატკბობს შენი ტუჩები,

ო,  შენ ხარ  ჩემი საღამოს სიმღერის მკვლელი,

როგორ მარტოსულად ცდილობენ ჩემი სიზმრები,

რათა დაგაჯერონ რომ გახდე ჩემი.

 

შენ ჩემი ხარ, ჩემი, 

შუა დღის ქარს ვუყვირი ამას

და ქარი ზიდავს ჩემ დაქვრივებულ ხმას.

მონადირე ქალი ნადირობს ჩემი თვალების სიღრმეში,

და შენი ქურდობა ამშვიდებს  შენ საღამურ მზერას

ვით წყალი.

 

ჩემი მუსიკის ქსელში ხარ გახვეული, სიყვარულო,

და ჩემი მუსიკის  ქსელები ცის დარად ფართოა.

ჩემი სული იბადება შენი მგლოვიარე თვალების  სანაპიროზე,

და შენ მგლოვიარე თვალებში იბადება სიზმრების ხმელეთი.

 

სასოწარკვეთილების სიმღერა

შენი მოგონება ღამით ჩნდება ჩემ გარშემო,

მდინარე ზღვაში შერევს ჯიუტ კვნესას.

 

მარტოსული ვით ნავმისადგომები გამთენიისას.

გამგზავრების დროა, ო, მარტოსულო.

 

ცივი ყვავილების თავთავები აწვიმს ჩემ გულს,

ო, ნამტვრევების ორმოვ, სასტიკო მღვიმევ განსაცდელისა.

 

შენში დაგროვდა ომები და გადაფრენები,

სიმღერის ფრთები ააფრენენ ვარდს შენგან.

 

შენ ყველაფერი შთანთქე, მანძილის მსგავსად,

მსგავსად ზღვისა და დროისა. შენში ყველაფერი ჩაძირულია.

 

ბედნიერი ჟამი იყო იერიშის და კოცნის.

მწირი ჟამი, ბრწყინვალე  შუქურის მსგავსად.

 

პილოტის შიში, ბრმა მყვინთავის მძვინვარება,

სიყვარულის შფოთიანი თრობა. შენში ყველაფერი ჩაძირულია.

 

ბავშობაში დაინისლა ჩემი სული, ფრთაშეისხა და დაიჭრა.

დაკარგულო აღმომჩენო. შენში ყველაფერი ჩაძირულია.

 

შენ მოიცავი მწუხარება, შენ ჩაეკონე სურვილს,

მწუხარებამ გაგაბრუა. შენში ყველაფერი ჩაძირულია.

 

მე ავაშენე ჩრდილოვანი კედელი,  დავბრუნდი უკან

და სურვილისა და მოქმედების მიღმა ვისეირნე.

 

ო, ხორცო, ჩემო საკუთარო ხორცო. ქალო, ვინც მიყვარდი და დაგკარგე,

მე გამოგიხმობ ნამიანი ჟამისას და შენ მოგიძღვნი ჩემ სიმღერას.

 

მსგავსად თრთოლვისა, საცხოვრებელს მისცემ უსასრულო სინაზეს,

უსასრულო თავდავიწყება ნამსხვრევებად გაქცევს, როგორც თრთოლვას.

 

იქ იყო კუნძულების შავი მარტოობა,

და იქ შენმა მკლავებმა წამიყვანეს, ქალო სიყვარულისა.

 

იქ ბუდობდა წყურვილი და შიმშილი და შენ იყავი ხილი,

იქ ბუდობდა მწუხარება და ნანგრევები და შენ იყავი სასწაული.

 

აჰ, ქალო, არ ვიცი როგორ მომიცავი,

შენი სულის დედამიწაზე, შენი მკლავების გადაკვეთაზე.

 

როგორი საზარელი და ხანმოკლე იყო ეს ჩემი ლტოლვა!

როგორი რთული და მთვრალი, როგორი დაძაბული და გაუმაძღარი.

 

კოცნათა სასაფლაო, ჯერ კიდევ სუფევს ცეცხლი შენ აკლდამებში,

ჯერ კიდევ  იწვიან ჩანისკარტებული ჩიტებისაგან აყვავილებული ტოტები.

 

ო, დაკბენილო პირო, ნაამბორო კიდურებო,

ო, დამშეულო კბილებო, დაწნულო ორგანოებო.

 

ო, იმედისა და ძალის შეშლილო შენაერთო,

რომელშიაც შთავინთქეთ რწმენადაკარგულნი.

 

და სინაზევ, შუქო, წყლისა და ფქვილისა,

და სიტყვა ძლივსღა ამოღერღეს ჩემმა ტუჩებმა.

 

ეს იყო ჩემი ბედისწერა და მასში სახლობდა ჩემი ლტოლვის მოგზაურობა,

და მასში ჩავარდა ჩემი ლოცვა, შენში ყველაფერი ჩაძირულია.

 

ო, ნამტვრევების ორმოვ, ყველაფერი შენში ჩავარდა,

რა მწუხარებაც არ გამოთქვი, რა მწუხარებაშიც არ ჩაიხრჩე!

 

დიდი ტალღიდან დიდ ტალღაში გადასული, კვლავ კიოდი და მღეროდი,

და იდექი ვით მეზღვაური, ხომალდის თავზე.

 

შენ კვლავ ყვავილობ სიმღერებში,  კვლავ იბრძვი დინებებში,

ო, ნამტვრევების ორმოვ, ღია და მწარე ნუნავ.

 

ფერმკრთალი დარაბის მყვინთავო, უიღბლო მეშურდულე,

დაკარგულო აღმომჩენო, შენში ყველაფერი ჩაძირულია.

 

ო, გამგზავრების დროა, მძიმე ცივი ჟამი,

რომელშიაც ღამე შეკრავს ყველა განრიგს.

 

ზღვის ქარიშხალი გარს ერტყმის ნაპირს,

ცივი ვარსკვლავები ლივლივებენ, შავი ჩიტები ტოვებენ ბუნაგს.

 

მარტოსული როგორც ნავმისადგომები გამთენიისას.

 ჩემ ხელებში კი მხოლოდ მთრთოლვარე ჩრდილი იწნება.

 

ო, უფრო მოშორებით ყველაფრისაგან, უფრო მოშორებით.

გამგზავრების დროა, ო, მარტოსულო.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული