• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

უარმყოფელი ენა

×
მაქს ერნსტის ნახატი. 1926 წელი
ავტორის გვერდი ლექსო ლობჟანიძე 10 დეკემბერი, 2018 3750
ა.ღ–ს.
 
ენა, რომლითაც შენზე ვწერ, ცალკე ენაა. 
ის მიღმაა მეტაენის, მეტალიტერატურისა და მეტანარატივის.
ის არც იმპერატიულია, არც სოციალური და არც კულტურული,
ხანდახან უკულტუროც კია.
ის არ თანაარსებობს მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად.
ვერც ანდაზებსა და იგავ-არაკებში იხილავენ მავანნი მას.
იგი არ მოიცავს ნიშნებს, რადგან ნიშანი უკვე ნიშნავს არსებობას.
მას არ გააჩნია აღმნიშვნელი და აღსანიშნი. 
ის შედგება მხოლოდ და მხოლოდ უაღმნიშვნელო მეტაფორებისგან
და რამდენიმე გაჩუმებისგან.
ენა, რომლითაც შენზე ვწერ არ გამოითქმის.
ის სიყვარულზე მოგვითხრობს.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული