• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რა უნდა იცოდე, იმისთვის რომ პოეტი იყო

×
ავტორის გვერდი გარი სნაიდერი 03 მარტი, 2009 2129
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
რისი ცოდნაც კი შეგიძლია ცხოველებზე, როგორც პიროვნებებზე.
ხეების და ყვავილების და სარეველების სახელები.
ვარსკვლავების სახელები, და პლანეტებისა და მთვარის მოძრაობები.
 
შენი საკუთარი ექვსივე გრძნობა, ყურადღებიანი და მოხდენილი გონებით.
 
სულ მცირე ერთი სახის ტრადიციული მაგია:
მკითხაობა, ასტროლოგია, ცვლილებათა წიგნი, ტარო;
 
სიზმრები.
ილუზორული დემონები და ილუზორული მანათობელი ღმერთები;
 
ტრაკზე აკოცე ეშმაკს და მძღნერი ჭამე;
მოტყანი მისი რქიანი წვერებიანი ყლე,
მოტყანი კუდიანი დედაბერი,
და ყველა ციური ანგელოზი
                                     და ქალწულები, სურნელოვანი და ოქროსფერი—
 
& მერე, გიყვარდეს ადამიანი: ცოლები     ქმრები     და მეგობრები.
 
საბავშვო თამაშები, კომიქსები, გასაბერი კევები,
ტელევიზიისა და რეკლამების უცნაურობა.
 
იმუშავე, მუშაობის გრძელი მშრალი საათები შთანთქმული და ნათმენი
ნაცხოვრები და, ბოლოს და ბოლოს, შეყვარებული.      ქანცგაწყვეტა
                              შიმშილი, დასვენება.
 
ცეკვის ველური თავისუფლება, ექსტაზი
მდუმარე განმარტოებული გამონათება, ენსტაზი
 
ნამდვილი საფრთხე.     ხიფათი.      და სიკვდილის პირი.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული