მყოფადი სიცრუე





პოეზია

მყოფადი სიცრუე




როდესაც შენ მეძახდი,

ბევრს გატყუებდი,

როდესაც შენ მელაპარაკებოდი,

ტკივილს გაყენებდი

და აუტანელი ვხდებოდი,

როდესაც შენ მეკარებოდი,

ღირსებას გაკარგვინებდი,

როდესაც ხელს გიწოდებდი,

საჩვენებელ თითს ლოკავდი,

როდესაც გადასასვლელზე გადავდიოდით,

ხელს გკრავდი

და ფეხს გირევდი,

როდესაც გვირაბში შევდიოდით,

სინათლეს ვაქრობდი,

რადგან ჩემი სხეული

გზას გინათებდა.

 

სასოწარკვეთილი ხარ

იმით, რომ ყველაფერი მორჩა,

ცხოვრება აღარ შეგიძლია

და გაჰკივი,

სხვაგვარი გამოხატვის

უნარი აღარ გაქვს.

გული გეხლიჩება,

რადგან აგაფორიაქე

და იმედი გაგიცრუე.

 

იარე მარტო ქუჩაში,

რომ იპოვო შენი ავიატურისტული ბილეთი

და

დაიბრუნო

საკუთარი ნაწყენი აზრი.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.