დამოუკიდებლობის დღე





პროზა

დამოუკიდებლობის დღე




26 მაისი

თავისუფლების მოედანზე შეხვედრის იდეა ვის მოაფიქრდა არ ვიცი, მაგრამ არ მგონია გაეთვალისწინებინა, რომ დამოუკიდებლობის დღე იყო.

ნის დაბადების დღისთვის განსაკუთრებული საჩუქარი უნდა გვეყიდა და ეგ უნდა მოგვეფიქრებინა. ალბათ ოთხი საათი იქნებოდა, როცა პუშკინის სკვერში მივედი.

ზუსტად არ მახსოვს რამდენი ვიყავით,ზოგიერთს არც ვიცნობდი. სიგარეტს მოვუკიდე და წმინდა გიორგის მონუმენტისკენ ვიხედებოდი, რომლის გარშემოც თეთრ ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები დადიოდნენ. იქვე იდგა სამხედრო ტექნიკა. გარშემო უამრავი ბავშვი ირეოდა. ცდილობდნენ დაჯავშნულ მანქანებზე ამძვრალიყვნენ. დიდები ახერხებდნენ, პატარები მუხლებს იტყავებდნენ.

არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ჯერ ნიკუშას და თაკოს დიალოგს  დავუგდე ყური. ფრანგულ ახალ ტალღაზე ლაპარაკობდნენ, ხელის კამერაზე და ასეთებზე. ცოტახანი ვუსმენდი, ერთი-ორგან სიტყვის ჩაკვეხება ვცადე, მაგრამ საბოლოოდ დამეზარა და იქვე დათოს და ვიღაც უცნობი გოგოს საუბრის მოსმენა დავიწყე. სტივენ კინგს განიხილავდნენ და მაშინვე დავიკიდე.

ასე ცალკე დგომაც სულელურად გამოდიოდა. ვიფიქრე, რამე თემაზე დავიწყებ ლაპარაკს და ყველას ერათად დავებაზრები-მეთქი. რაღაცას ვიგონებდი.

ამ დროს კითხვის ნიშანი დავინახე, ჩემკენ მოდიოდა. თავინად მეგონა, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ საკმარისად ახლოს იყო.

სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა.

ოფლმა დამასხა. ''ამის დედაც. ამას აქ რა უნდა, ამის დედაც''- პანიკურად ვიმეორებდი გონებაში.

ისევ ის ატალახებული გრძელი ლაბადა ეცვა იმ სიცხეში. სახე სულ გამონაყარით ჰქონდა დაფარული, სილუეტით ვიცანი.

ვიფიქრე, ზურგით დავდგები-მეთქი, მაგრამ ეგრევე მომადგებოდა. უცებ წარმოვიდგინე თაკოს და ვიღაცების სახეები, ის რომ თავისებურად ან ჩამეხუტება ან ცემას დამიწყებდა და დამაყარა.

მაშინვე მოვწყდი ადგილიდან, ვითომ სიგარეტი უნდა გადამეგდო, სანაგვე ურნისკენ წავედი.

მომეჩვენა, რომ შემამჩნია. ისიც არ გამოდიოდა დაუმშვიდობებლად გავმქრალიყავი, ისედაც ჩუმად ვიჯექი, საერთოდ ხმისამოუღებლად წასვლა მეტისმეტი იქნებოდა.

ამასობაში მიახლოვდებოდა. გზის მეორე მხარეს გადავედი და ტანკს თუ რაღაცას ამოვეფარე.

ვითომ არაფერი, იქვე ბავშვებს გამოველაპარაკე.

გინდა ტანკზე შემოგსვა? - კეთილი ბიძიას ხმით ვუთხარი ერთ-ერთს.

პასუხს არ დაველოდე, ხელში ავიყვანე ერთი ყველაზე გამხდარი და ტანკზე შემოვაგდე.

იმან ისეთი წივილი დაიწყო ყურები ამტკივდა. კაი, ჩამოგსვამ-მეთქი.

ვცდილობდი ხელი მომეხვია, მაგრამ სულ გაგიჟდა და წიხლები დამცხო. შორიდან ვინმეს რომ დავენახეთ იფიქრებდა 9 აპრილის ინსცენირებას ვაკეთებდით ან რამე ასეთი.

ტანკზე შემომდგარამა ერთი ისეთი მომარტყა ყურში, რომ ხმები ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა. თავი დავანებე და სცენასთან მივედი, სადაც ბევრი ხალხი იდგა.

ცოტა სული მოვითქვი და იქეთ გავიხედე სადაც ბოლოს მოვკარი თვალი. აღარ ჩანდა. უცებ ჩემგან სულ ახლოს დავლანდე. გავიქეცი და დიდი წითელი ბანერის უკან დავიმალე, რომელზეც დიდი თეთრი ასოებით ეწერა: ‘’გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს’’

ძალიან მრცხვენოდა ნის მეგობრების, ყური მტკიოდა და უკვე ხმამაღლა ვიგინებოდი. ის ადრე მეცოდებოდა, ახლა შემზიზღდა, რა ჯანდაბამ მოათრია ...

წინა წლის ნოემბერი: „საქართველოს ხმა“

რადიო ''საქართველოს ხმაში'' სულ ორი სტაჟიორი აგვიყვანეს. ნი და მე. ყოველ კვირას ერთი ჟურნალისტი მასტერკლასებს გვიტარებდა. თავის გამოცდილებას გვიზიარებდა, რეპორტაჟების მომზადებას გვასწავლიდა.

მასტერკლასის მერე სამონტაჟოში იურასთან მივდიოდით და ის ხმის ჩაწერას, დამონტაჟებას და ასეთ ტექნიკურ დეტალებს გვიხსნიდა.

იურამ ალბათ თავის დროზე ''დოქტორი მურკე'' წაიკითხა და ისიც აგროვებდა ხმებს, ოღონდ არა სიჩუმის, მსხვრევის ხმებს ინახავდა.

ერთხელ სამონტაჟოში მე, იურა და ნი გვიანობამდე დავრჩით. საქმეს რომ მოვრჩით თავისი კოლექცია მოგვასმენინა. ვაღიარებ, მე მხოლოდ უაზრო ხმაური, ხრილი მესმოდა, მაგრამ იურა პერიოდულად აპაუზებდა ჩანაწერს და შთაგონებული სახით გვეკითხებოდა:

-გაიგონეთ?

ჩვენ ვუღიმოდით.

ალბათ 9 საათისთვის, სამსახურიდან ყველა წავიდა, მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით, იურამ კარადიდან კომპოტი და ჭიქები გამოიღო. ჩამოგვისხა და ჭიქაზე მოგვიჭახუნა.

- პირველად რისი დანგრევის ხმა ჩაწერე? - ვკითხე მე.

-  სულ პირველად? - არ მახსოვს, მგონი ბათუმში, სასტუმროს დემონტაჟის ამბავზე ვაკეთებდით რეპორტაჟს ,ალბათ... ოღონდ ამ ხმებს მანამდეც ვუსმენდი სანამ ჩაწერას დავიწყებდი.

- პირველად სად მოუსმინეთ? - ნიც ჩაერთო.

- ადრე სამსახური არ მქონდა,  არც სახლი...

- ქუჩაში ცხოვრობდით?

- არა, მეგობრებთან, ხან ერთთან, ხან სხვასთან...

- სახლი როგორ დაკარგეთ?

- ასე გამოვიდა. ერთხელაც მთელი დღე ქუჩაში ვიხეტიალე, ხოდა მეგობრების შემრცხვა, ყველასთან ვიყავი უკვე ნამყოფი. მეთქი მაგის დედაც, ქუჩაში დავიძინებ. კაი, მოვრჩეთ ამ უბედურებების მოყოლას, ერთიც დავლიოთ და წადით სახლში.

- ცოტაც ვიყოთ. მოგვიყევი, რა!

- ქუჩაში დავრჩები-მეთქი, ხოდა თავიდან იოლი ჩანდა ღამე ვის არ გაუთენებია, მერე საშინლად დავიღალე, მინდოდა პირველივე ბაღის სკამზე დამეძინა, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი ქუჩის კაცი არ ხარ-მეთქი. ერთ ადგილას არ ვჩერდებოდი და დავდიოდი, ისეთი საქმიანი ნაბიჯებით, რომ ვინმე იფიქრებდა სახლში მიეჩქარებაო.

ბოლოს ძალიან დავიღალე, თან ქარი იყო და ვიყინებოდი. ნანტის ქუჩაზე დანგრეული ქარხნის შენობაში შევედი. დავჯექი და მეტირებოდა, სიგარეტიც აღარ მქონდა. თავი საშინლად მტკიოდა, მეგონა გამისკდებოდა. ეზოში დიდი კედელი დავინახე. დიდხანს ვუყურე და უცებ გიჟივით წამოვვარდი და გავექანე.

მინდოდა, თავით შევსკდომოდი. ბოლოს მაინც ვეღარ გავბედე და მხრით დავეჯახე. არ ვიცი ქარი დამეხმარა თუ კედელი ძალიან დამპალი იყო,მაგრამ ერთიანად ჩამოინგრა. აგურები ხმაურით წამოვიდა, მეგონა საშინელი ხმა იქნებოდა. ყურებზე ხელი ავიფარე, მაგრამ პირიქით ძალიან ტკბილი და უცხო მელოდია გავიგონე. გავგიჟდი ისე მომეწონა.

ავდექი და ერთ დიდ კედელს კიდე დავეჯახე, იქ სულ სხვა მელოდია მოვისმინე.

დალურჯებული და შუბლგასისხლიანებული ისევ გზაზე გავედი. უკვე თენდებოდა. მაშინ მივხვდი, რომ ყველა კედელში მუსიკა იყო გაქვავებული. მე ის უნდა გამეთავისუფლებინა. თანაც კედლების დანგრევა ძალიან ლამაზი იყო. ახალი სივრცეები ჩნდებოდა და ამ სიცარიელეში მელოდია ძალიან ლამაზად იშლებოდა.

ქუჩაში ყველა შენობას ვაშტერდებოდი და ვცდილობდი გამომეცნო როგორი ხმა იქნებოდა გაქვავებული. სკოლის შენობაში ალბათ - საშინელი რუზრუზი, ძველ ეკლესიაში - რაიმე სევდიანი.

- მაგის მერე კიდევ დაეჯახე ?

- არა, ახლა მხოლოდ ვცდილობ გამოვიცნო, მაგრამ ახალ სარკოფაგებს რომ აშენებენ იმაში არანაირი მუსიკა არ იქნება გაქვავებული.

სამივეს ხმამაღლა გაგვეცინა.

- მერე აქ დავიწყე მუშაობა და უბრალოდ სხვების მიერ დანგრეული შენობების ხმას ვიწერ. ჩანაწერზე ისეთი ხმა არ აქვს, მაგრამ რაღაც ტონალობების გარჩევა შეიძლება.

- შუშის კედლებიანი სასახლეების კედლებშიც არის მუსიკა გაქვავებული ?

****

თავიდან რადიოში იოლ დავალებებს გვაძლევდნენ. მაგალითად, ქუჩაში ხალხის გამოკითხვას. ვაქცინაციის აუცილებლობაზე და მსგავს საკითხებზე ვუსვამდით კითხვებს. ნი ყველასთან მიდიოდა და ეკითხებოდა, მშვენივრად საუბრობდნენ. მე არაფერი გამომდიოდა.

ჯერ დიდხანს ვაკვირდებოდი ადამიანებს, ზოგიერთი ისეთი საქმიანი ნაბიჯებით დადიოდა, მისვლას ვერ ვბედავდი. ბოლოს მივხვდი,რომ უფრო იოლი იყო ჯგუფად მოსირაულე ახალგაზრდებისთვის მეკითხა. უარს არავინ მეუბნებოდა, მაგრამ ძირითადად მხოლოდ ხუმრობდნენ. საინტერესო რესპოდენტებს ნი პოულობდა. ისე მოსწონდა ეს ყველაფერი, რომ ათობით ადამიანს იწერდა და მერე იურასთან ერთად დიდხანს ამონტაჟებდა.

მოსკოვის გამზირი

რამდენიმე კვირის შემდეგ რეპორტაჟის გაკეთება დაგვავალეს. უნდა წავსულიყავით მოსკოვის გამზირზე და უსახლკაროთა თავშესაფრის მაცხოვრებელ ადამიანებზე მოგვემზადებინა მასალა.

მეტროთი წავედით, ვფიქრობდით, რომ სამგორში ამოვიდოდით და შემდეგ თავშესაფრამდე ავტობუს გავყვებოდით. სამგორში ვეღარ გავარკვიეთ თავშესაფრისკენ რომელი ავტობუსი მიდიოდა და იძულებულები გავხდით ტაქსით გვემგზავრა. მძღოლმაც გაჭირვებით მიაგნო იმ ადგილს, არადა გზის პირას იყო.

შესასვლელთან ვიდექით და სამხედრო კარვებით მოწყობილ თავშესაფარს ვუყურებიდით. მზე ცაზე ღრუბლებს გაფანტავს, არ დაკარგო იმედი, სიმართლეს ნუღარ დამალავ ჩვენ შენ გვერდით ვიქნებით. ეკე ბესელია სკანდალურ განცხადებას აკეთებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას იწყებს. სოსო ჯაჭვლიანი ტრადიციული მეოჯახეა. საქრთველო ნატოში ვერც 2017 წელს გაწევრიანდება. საქართველო ნატოში აუცილებლად გაწევრიანდება. ბატონი ბიძინა: „ბიზნესს უნდა მოვეფეროთ“. ლევან ბერძენიშვილი საუბრობს რესპუბლიკური პარტიის წარმატების საიდუმლოზე. მიხეილ სააკაშვილის და სუზი კვატროს საიდუმლო ჩანაწერი. დავით მაღრაძე და დავით დეფი ლონდონში პოეზიის საღამოს გამართავენ. პრეზიდენტს საპრეზიდენტო რეზიდენციიდან ასახლებენ. ვინ მართავს საქართველოს კულისებიდან. ეკა ბესელია: „კატეგორიულად მოვითხოვ გამოძიებულ იქნას ყველაფერი.“ თენგიზ სიგუა: „არ ვნანობ, რომ ზვიადი გავაქციე.“ ლევან ვასაძე: „მოვა ვინმე პერვერტი. ბატონო ბიძინა, ღალატია, ღა -ლა-ტი. ამ სუფრიდან არაფერი აიღო, ამ სუფრაზე გუშინ გასცეს იესო, გაიცინე როცა უმზერ არქიფოს, ერო ჩემო მცხეთის კართან გამოდი.“ შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას

 „არა ძალადობას!“ იწყებს. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის

 ხაზგასმა. კამპანიის ფარგლე

ბში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება, იმის შესახებ რომ ო

ჯახშიძალადობისმსხვერპლსკანონი იცავს,

 ხოლომოძალადეებიკანონითისჯებიან. ზარი გამო

სულია. შენ დასახმარებლად ჯგუფი გამოსულია. იქვე ცეცხლი ენთო და რამდენიმე ადამიანი გამურული ჩაიდნის გარშემო ისხდნენ.

წინ მარიშკა მიდიოდა და მე უკან მოვყვებოდი. ცეცხლისკენ  წავიდა ჩქარი ნაბიჯებით, მაგრამ უცებ შეჩერდა და მარჯვინვ გადაუხვია.

პატარა კარვის წინ თეთრწვერიანი კაცი იჯდა და ფეხებს შორის საქსაფონი ედო.

მივესალმეთ, კაცმა გაგვიღიმა. ჩვენი სახელები ვუთხარით. თვითონ ჯონდი ერქვა.

ნიმ და ჯონდიმ ერთმანეთს კარგად გაუგეს, ბევრი ილაპარაკეს მუსიკაზე. მოგვიყვა, რომ თავისუფლების მოედანზე უკრავდა, მაგრამ საქსაფონი გაუფუჭდა და ფულს ვეღარ შოულობდა. წასასვლელიც არ ჰქონდა და ერთხელ, როცა ქუჩაში დაიძინა. გამთენიისას პატრულმა გააღვიძა და თავშესაფარში გადაიყვანა.

- საქსაფონს ვერ შევაკეთებთ? ჰკითხა ძალიან მოწყენილმა ნიმ.

- არ ვიცი, ვცდილბ - ჯონდიმ თვალი ჩაგვიკრა.

- მისმინეთ, იქნებ გაფუჭებულით სცადოთ დაკვრა. ეგეც საინტერესო იქნება.

- გაფუჭებულით არ გამოვა. შევაკეთებ და მერე მოდით.

ნიმ ბევრი ეხვეწა, გაფუჭებულით დაუკარითო, მაგრამ ვერ დაითანხმა. მერე რადიოს აგინებდა, ტელევიზიაში რომ ვმუშაობდე გადავიღებიდთ, როგორ ცდილობს შეკეთებას და ეგ იქნებოდაო.

დიდხანს ელაპარაკა ჯონდის, ბოლოს დავემშვიდობეთ.

მე ვუთხარი იქნებ  სხვები ჩაგვეწერა-მეთქი.

- მაინც ერთი ადამიანის ისტორია უნდა მოვყვეთ და პლუს თავშესაფარში შექმნილი ზოგადი მდგომარეობა და ერთი ადამიანის ისტორიისთვის ჯონდიზე უკეთესს ვერავის ვიპოვნით.

- შენ რა იცი, სხვებიც ვნახოთ...

- არა, ჯო ყველაზე საყვარელია.

- ჯო ?

-ჯო დავარქვი! ეგრე მოვყვები შესავალში: ''საქსაფონისტი ჯოს ისტორია''

- მერე არ ეწყინება?

- არა, მოეწონება.

- კარგი, ოღონდ სხვებს მაინც ჩავწერთ.

- კარგი, მაგრამ იცოდე ჰუმან სთორი მაინც ჯოზე იქნება!

ცეცხლთან შეკრებილ კაცებთან მივედით და გამოველაპარაკეთ. დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ ჩვენს მიმართ.

- ასე მოდიან ჟურნალისტები და მაგით ჩვენ რა?

- ანტონ, მოდი ტელევიზორში გამოჩენა არ გინდა?

- რატო არ გამოვჩნდები რა, სიტყვა-პასუხი მეშლება თუ რა ?

- ხოდა მიდი!

- არ მინდა, აქ ტელევიზორი არაა, ცირა ვერ ნახავს და მე სხვას არავის ვეპრანჭები.

იქაურობას გავეცალეთ და ბანაკის სიღრმეში შევედით.

- იქეთ პრობლემურები არიან - გვითხრა ერთმა ქალმა, რომელიც სათლში სარეცხს რეცხავდა.

- ''პრობლემურები'' რას ნიშნავს ?

- ოო, ერთი თქვენც - ჩაილაპარაკა ქალმა, კაბები ღობეზე გადაკიდა და წავიდა.

თავშესაფრის ბოლოში ერთი მოზრდილი კარავი იდგა, შევიხედეთ და თავიდან არავინ ჩანდა. უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ უცებ საწოლთან სილუეტი დავლანდეთ.

-შეიძლება შემოვიდეთ? - დავუძახე შორიდან.

ის ხმას არ იღებდა. კიდევ ვკითხე, მაგრამ ისევ არ გვიპასუხა.

ძალიან მაღალი იყო და გამხდარი. კიდევ უფრო დიდი გამოჩნდებოდა,  მხრებში მოხრილი რომ არ ყოფილიყო. არ გვეპასუხებოდა, მაგრამ თვალს არ გვაშორებდა.

-საყვარელი ვინმეა, შენნაირი კითხვის ნიშანი! - წამოიძახა ნიმ და ზურგზე ხელი დამარტყა -გასწორდი!

კარავში შევედით.

-გამარჯობა, შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვათ? - რაც შეიძლებოდა ზრდილობიანად ვკითხე.

-გამარჯობა - ღიმილით დაიძახა ნიმაც.

ის წამოდგა, მოგვიახლოვდა და ჩვენ პირდაპირ დადგა.

თეთრი შარვალი ეცვა და შავი ლაბადა ჰქონდა მოხურული. თმა ბოლომდე გადეპარსა, სახეზე წითლად ჰქონდა გამოყრილი.

-ჩაგწერთ თუ შეიძლება - ვთხოვე.

პირი გააღო, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მხოლოდ ორთქლი გამოუშვა.

კბილები სულ ჩამტვრეული ჰქონდა და ღრძილებიდან სისიხლი სდიოდა.

-შეძლებთ საუბარს ? - ვედრებით ჰკითხა ნიმ.

-მგონი,  ჯობია წავიდეთ - ჩავჩურჩულე.

ამ დროს მოგვიახლოვდა. ჯერ ისევ გვიყურებდა და მერე ჩამეხუტა, ორივე ხელით, ისე მაგრად, რომ სული შემეხუთა, მეორე ხელით ნის მისწვდა და ერთად ჩაგვიკრა გულში.

რამდენიმე წამი ასე ვყავდით, მისი აჩქარებული სუნთქვა გვესმოდა, ყოველ ამოსუნთქვას ლაყე კვერცხის საძაგელ სუნს აყოლებდა. ლამის გული წამივიდა. ვცდილობდი თავი გამეთავისუფლებინა,მაგრამ არ მიშვებდა. ნიმ კი თვითონაც მოხვია ხელები.

ბოლოს  შეგვეშვა, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. მხრებში კიდევ უფრო მოიხარა და იატაკს მიაჩერდა.

აღარც მახსოვს რას ველაპარაკებოდით, ბოდიშს  ვუხდიდით.

თვითონ პირს აღებდა, ალბათ რაღაცის თქმას ცდილობდა,მაგრამ ერთ ბგერასაც ვერ გაარჩევდი, მხოლოდ ხრიალდებდა.

წასვლა დავაპირეთ, მაგრამ ისევ გვწვდა და ჩაგვეხუტა.

მშვიდად ვიყავი, მეც მოვხვიე ხელი. უცებ თავში გაშლილი ხელი მომხვდა. თავიდან ვიფიქრე შემთხვევით მოუვიდა-მეთქი და არ შევიმჩნიე, მაგრამ მეორე უკვე ისე ძლიერად ჩამარტყა მივხვდი, ცუდად იყო საქმე. წავიქეცი. ნი ჩემ წამოყენებას ცდილობდა. იმან თოთქოს ტრილი დაიწყო. უფრო მხეცს ჰგავდა. მერე ნისაც ჩაცხო. ისევ გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა.

უკვე მე ვეხმარებოდი  ნის წამოდგომაში. მოვიდა და ისევ ჩაგვეხუტა. ნის ხელიდან მიკროფონი გამომგლიჯა, ტუჩებთან მიიტანა. ხელს მაგრად უჭერდა და გეგონებოდა ყელში უზამრაზარი ლუკმა გაეჩხირა და გადაყლაპვას ცდილობსო.

მეგონა ნის ძალიან შეეშინდებოდა, მაგრამ შევცდი. უცებ წამოდგა, ტანსაცმელი გაისწორა და ხალისიანად წამოიწყო.

-ჩაგწერთ, აი, ახლავე ჩაგწერთ - ძალიან ტკბილი ხმით უთხრა.

ფრთხილად გამოართვა მიკროფონი და ჩამწერი ჩართო.

იმან კიდევ რამდენჯერმე დააღო პირი.

-აი, ჩავწერეთ თქვენი ხმა. რამდენიმე წამის მერე უთხრა ნიმ და ფრთხილად გავეცალეთ იქაურობას.

გაჩერებაზე მივედით და ნიმ ჩამწერი ჩართო. მისი ხმა არ ისმოდა, 5 წამზე მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა იყო გასარჩევი.

საღამოს სამონტაჟოში ჯოზე რეპორტაჟი მოვამზადეთ. რამდენჯერმე მოვუსმინეთ, მშვენიერი გამოგვივიდა.

-ნი, კითხვის ნიშანზე ვერაფერს ვიტყვით?

-რა უნდა ვთქვათ?

კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ სულ 20 წამიან ჩანაწერს, ისევ მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა გავარჩიეთ.

***

ერთ კვირაში მოსკოვის გამზირზე ისევ დავბრუნდი. მაღაზიაში ტკბილეული ვიყიდე და მის კარავში შევედი. ისევ იქ იყო. შოკოლადი გიყვარს? - დავუძახე.

ფრთხილად მომიახლოვდა და ჩემ წინ დადგა. არ ვიცოდი  ჩამეხუტებოდა თუ მცემდა, რომელი უფრო საშინელება იყო ეგეც არ ვიცოდი, მაგრამ არ გავქცეულვარ.

რამდენიმე წამი ასე იდგა და ბოლოს  სახეში გაშლილი ხელი მომხვდა. წამაქცია და ზემოდან კიდევ დამცხო.

თავშესაფრის სხვა მცხოვრებლები რომ არა, ალაბათ სულ დამასისხლიანებდა. დროზე მოვიდნენ და გარეთ გამიყვანეს.

სულ არ მადარდებდა, რომ ტალახიანი ვიყავი და ცხვირიდან სისხლი მომდიოდა. მაინც მინდოდა, რომ მასზე სიუჟეტი გამეკეთებინა. ყველა გამოვკითხე. იმედი მქონდა, ვინმე მის ისტორიას მოყვებოდა.

იქნებ ვეტერანი იყო და ბრძოლის ველზე მიიღო ტრავმა. ამაზე მშვენიერ სიუჟეტს გავაკეთებდი. იქნებ ციხეში შეიშალა, ან ნარკომომხმარებელი იყო... არავინ არაფერი იცოდა. უბრალოდ მითხრეს, რომ გიჟია და მორჩა. ქუჩაში ეძინა და პოლიციელებმა თავშესაფარში მოიყვანეს.

ძალიან გავბრაზდი, რომ არაფერი გამომივიდა, მაგრამ თითქოს საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ მეტი არ შემეძლო და ცოტა დავმშვიდდი.

იმ დღემდე სანამ დამოუკიდებლობის დღეზე ვნახავდი

პათეტიკური წერილი

ნი, ბოდიში, რომ შენ დაბადების დღეზე ვერ მოვედი. კითხვის ნიშანი ვნახე.

თავიდან დავიბენი და დავემალე, მაგრამ მერე შემრცხვა. რამდენიმე წუთის  შემდეგ მე თვითონ ვეძებდი, მაგრამ თვალი ვეღარ მოვკარი ვეღარსად.

ნი, ის უბრალოდ ცოცხალი კითხვის ნიშანია. ისიც და მაწანწალები მეტროს ბოლო სადგურებიდან, ქუჩაში დაძინებული, სიცივისგან დაკლაკნილი ლოთები, ყველა ვინც ვერ შეძლო თამაშის წესები მიეღო უბრალოდ კითხვის ნიშნები არიან, რომლებიც ყველა ჩვენი რწმენის, მცნების, მომავლის იმედების, ყველა მოცემულობის რისიც გვჯეროდა, ჩვენი საყვარელი მწერლების და პოეტების ფრაზების, ყველა ძვირფასი სიტყვის ბოლოში კიდია.

ჩვენ მაგრად ვხუჭავთ თვალს, რომ მათ თვალი ავარდიროთ და შეგვიძლია თვალები დავითხაროთ, რომ ეს კითხვის ნიშნები არ დავინახოთ. ისინი კი მაინც ყველგან არინ და ერთხელაც თვალებს გავახლეთ და მაშინ ყველაფერში ეჭვი შეგვეპარება, რისიც აქამდე გვჯეროდა. ერთი კითხვის ნიშანიც საკმარისია მივხვდეთ, რომ უკვე ასე ცხოვრება, ასე მეგობრობა, სიყვარული, ფიქრი, სახლში ჯდომა, ასე უნივერსიტეტში ან სამსახურში სიარული აღარ შეიძლება.

***

27 მაისი

დილით ეგრევე იურასთან გავიქეცი. 7 საათიც არ იყო და ცოტახანი კართან ველოდე.

-ოჰ, შენნაირი მონდომებული თანამშრომელი ბევრი არ გვყას ჩვენ.

-შენი ხმების კოლექცია უნდა ვნახოთ.

-შევიდეთ. რა მოხდა?

-ყველაზე საშინელი ხმა მჭირდება.

შუადღეს ისევ მოსკოვის გამზირზე წავედი. ყველაფერი ყურადღებით დავათვალიერე. კითხვის ნიშნის კარავშიც შევიხედე, მაგრამ იქ აღარავინ იყო.

იქვე დავჯექი და სიუჟეტისთვის მოკლე შესავალი ჩავწერე.

ვისაუბრე, რომ თავშესაფრის მცხოვრებლებმა უკვე გამოიზამთრეს, თუმცა მათ ისევ აქვთ ძველი პრობლემები.

ვთქვი, რომ ჩვენ თავშესაფრის ერთ მკვიდრს გავესაუბრეთ,რომლის არც სახელი იცოდა ვინმემ და არც ისტორია.

ამ დროს კი, როცა მსმენელი რესპონდენტის ხმას დელოდებოდა კედლების ჩამონგრევის ხმა დავადეთ იურას ხმების კოლექციიდან.

სულ სამწუთიანი სიუჟეტი გამოვიდა, ორი წუთი მხოლოდ მსხვრევის ხმით. 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.