მე - სულელი





პოეზია

მე - სულელი




19 აგვისტო

ეს სიყვარულია.
ამ ლექსში შენი სახელია ჩაწერილი.
შენთან მინდა,
უშენოდ ყოფნა ძნელია.
დღეს ფართო სუპერმარკეტის ვიტრინასავით რომ ყოფილიყავი,
მე - გამვლელის ანარეკლივით
და ფეხოსნებისთვის მწვანე  შუქნიშანივით რომ ყოფილიყავი,
მე - ქუჩაზე გადამსვლელივით
და მოსაცდელივით რომ ყოფილიყავი,
მე - წრიული ავტობუსივით.
დღეს გამბედავი პერსონაჟივით გამბედავი რომ ვყოფილიყავი,
ახლა წერის ნაცვლად შენს კოცნას მოვიგონებდი.
ეს ლექსი სულ მეყვარება,
მაშინაც კი, თუ არ შემიყვარებ.
ეს პირველი შენთვის მოძღვნილი ლექსი არის.
ამ ლექსში შენი სახელია ჩაწერილი.
ეს სიყვარულია.

 

მე სულელი

სამზარეულო ჩვენთვის ცარიელი იყო,
რომელშიც განვმარტოვდით, რომ, როგორც
ჩაის შაქარი, ერთმანეთი მოგვნდომებოდა,
მე სულელმა კი ლოთს დავუძახე და არაყი ვსვით.

წვიმა ჩვენთვის მოვიდა, რომ ერთმანეთს
სველი ტანსაცმელივით მივკრობოდით,
მე სულელი კი ამ ამბიდან, როგორც ლადო
ასათიანის ლირიკული გმირი, მშრალად გამოვძვერი.

ქუჩები ჩვენთვის გაუკაცრიელდნენ,
რომ, როგორც ხეებს ქარში, თამამად გვეკოცნავა,
მე სულელმა კი სახლამდე კოჭლობით მიგაცილე,
რადგან ფეხები მყუდრო ადგილებში გვრჩებოდა.

და კიდევ რამდენიმე გარემოება,
რომლებსაც გუშინ თავი დავაღწიე,
რომ ამ დილას მეთქვა:
მე სულელი.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.