• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

შალვა დადიანს (ანონიმკა)

×
ავტორის გვერდი ანონიმი 00 , 0000 2411

ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ჩვენივე ლიტერატურული წარსულის შესახებ. ის საგულდაგულოდ "შელამაზებული" და დამახინჯებულია. ვიცით მხოლოდ "ლამაზი" ფაქტები მწერლების ბიოგრაფიებიდან, უხერხული მომენტები კი საიმედოდ მიჩქმალეს "მეისტორიეებმა".  მაგრამ ხელნაწერები არ იწვიან, არ იწვიან "ანონიმკებიც", რადგან საბჭოთა დროს უხერხული რამის სათქმელად ყველაზე დაცული  პოზიცია ანონიმურობა იყო.

შეგვიძლია თუ არა მივყვეთ ანონიმ ავტორებს და მათი მეშვეობით დავადგინოთ "უეჭველი" ბიოგრაფიები? ალბათ არა.

დაგვეხმარება ეს "ანონიმკები" უკეთ შევძლოთ რეფლექსირება საკუთარ წარსულზე? ალბათ კი.

როცა საქმე გაყალბებულ წარსულს  ეხება, ყველაფერი სათუოა. მაგრამ უთუოა ის, რომ არ უნდა დაიმალოს არცერთი დეტალი, რათა უკეთ შევძლოთ საკუთარი უახლოესი ლიტერატურული ისტორიის კვლევა.

ეს "ანონიმკა" შალვა დადიანს მისწერეს. აქვეა ნახსენები ჯავახიშვილი, პაოლო, ნიკოლო მიწიშვილი და სხვები...

მადლობა ლიტერატურის მუზეუმს უნიკალური მასალის მოწოდებისთვის.

 

პაატა შამუგია  

 

------------------------------------

 

 

 

[ხელნაწერის გაციფრებული ვარიანტი]

შალვა დადიანს

 

თქვენ როგორც „დიდ მწერალს“ კარგათ გეცოდინებათ მესტვირეები. ხომ იცით, როგორი იყო მათი პროფესია? დღეობებზე, ქორწილებზე და საერთოთ მოქეიფე ხალხთან დადიოდნენ იღლიაში სტვირ ამოჩრილი და რიგრიგობით ამკობდნენ მოქეიფეებს ლექსებით, იქნებ ორი შაური დავსცინცლოთო. ვერ ამჩნევთ, რომ თქვენ და სხვა უპარტიო მწერლები (ჯავახიშვილები, მეტრეველები და სხვა) ამ მესტვირეებს დაემსგავსეთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი უმანკონი იყვნენ და თქვენ კი ჯალათებს, ყაჩაღებს და სისხლის მსმელებს ქება დიდებას ასხამთ. გულწრფელია ეს ქება დიდება თუ თვალთმაქცობა? თუ გულწრფელი - რამ დაგაბრმავათ, თუ თვალთმაქცური - რამ გაგხრწნათ თქვე საწყლებო? ასეთი ჯალათების წინაშე რასაკვირველია გმირობას ვერავინ ვერ მოგთხოვთ, მარა ვინ გაიძულებთ უსაპნოდ ტრაკში უძვერითო? თქვე გათახსირებულებო, ქურდმტაცებლობის გარდა ქვეყანა დაღუპულია ნივთიერადაც, პოლიტიკურადაც და მორალურადაც და თქვენ კი დაგიღიათ პირი და აქებთ-ადიდებთ ამ პოლიტიკურ თუქსუსებს. ვინ დაგავალათ ეს? მოგშივდათ განა? მარა ვის არ მოშივდა? მიგვიფურთხებია თქვენისთანა მწერლებისთვის. განა ამ საზიზღარ ხელობას პარტიული თუქსუსები ვერ ასრულებენ, ან და ცისფერყანწელი ნაძირლები (პაოლოები და ნიკოლოები). ეს ხომ მათი დანიშნულებაა?

თქვენ რათ იხდით ნიფხვებს, როცა არავინა გტყნავთ? თქვენ რომ ადამიანის ღირსება შეგრჩენოდათ (მგონი არც წინათ გქონდათ იგი), განა ახლა მწერლობა შეიძლება? ნამგალი, ურო, რევოლვერი, სახნისი, ტრაქტორი, ციტრუსები - განა ეს მწერლობის საგანია? ხომ გაქვთ რამე სამსახური, დასჯერდით როგორც სხვები, რათ იხრწნებით სულით? ვინ გატანთ ძალას ჯღაბნეთო? წარსულს აძაგებთ და ახალს აქებთ. მტყუანის დედა მოვტყან, თუ ახალი წარსულზე ასჯერ უფრო აუტანელი არ იყოს თვით მუშებისთვისაც, გლეხებისთვისაც და მოსამსახურეებისთვისაც, რომელიც კი არა ქურდობს. წაუკითხე ყველა შენისთანა ნაძირალ „მწერლებს".

 

შენი „თაყვანისმცემლები“

[1927-1928]

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული