• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ბრბოს გენიოსი

×
ავტორის გვერდი ჩარლზ ბუკოვსკი 00 , 0000 3815

თარგმანი: საბა ტლაშაძე

 

დღეს  ხშირია ღალატი, სიძულვილი და ძალადობა.

ადამიანები ამარაგებენ მოცემულ არმიას, მოცემულ დღეს.

 

და  საუკეთესონი მკვლელობაში არიან ისინი, ვინც მკვლელობის წინააღმდეგ გამოდიან.

და  საუკეთესონი სიძულვილში არიან  ისინი, ვინც სიყვარულს ქადაგებენ.

 და ბოლოს, საუკეთესონი ომში არიან ისინი, ვინც მშვიდობას ქადაგებენ.

 

ისინი ვინც ქადაგებენ ღმერთს, სჭირდებათ ღმერთი.

ისინი ვინც ქადაგებენ მშვიდობას, არ აქვთ მშვიდობა.

ისინი ვინც ქადაგებენ მშვიდობას, არ აქვთ სიყვარული.

 

უფრთხილდი მქადაგებლებს.

უფრთხილდი მცოდნეებს.

უფრთხილდი მათ, ვინც გამუდმებით კითხულობენ წიგნებს.

უფრთხილდი მათ, ვისაც სძულს სიღარიბე

ან იმათ ვინც ამაყობს სიღარიბით.

უფრთხილდი მათ, ვისაც ჭირდებათ ქება დაბრუნებისთვის.

უფრთხილდი ადამიანებში ცენზურას

მათ ეშინიათ იმის, რაც არ იციან.

უფრთხილდი მათ, ვინც გამუდმებით ბრბოსკენ მიილტვიან,

ისინი არარაობანი არიან ბრბოს გარეშე.

უფრთხილდი საშუალო მამაკაცს, საშუალო ქალს,

მათი სიყვარული საშუალო და სხვანაირად ვერც იქნება.

არიან საკმარისი რაოდენობის გენიოსები, აღვსილნი სიძულვილის გრძნობით

გამზადებულნი შენს მოსაკლავად,

გამზადებულნი ყველას მოსაკლავად.

არ სურთ განმარტოება,

არ ესმით განმარტოების.

ისინი ეცდებიან ყველაფრის განადგურებას,

რაც მათგან განსხვავებულია.

არაფერი ესმით ხელოვნების.

ისინი საკუთარ შეცდომებს ტრიუმფად გაამჟღავნებენ.

მათ არ შეუძლიათ მთელი არსებით სიყვარული.

ისინი ირწმუნებენ შენი სიყვარულის არასრულყოფილებას,

ისინი შეგიძულებენ შენ

და ამით მათი სიძულვილი დაკმაოფილდება.

 

როგორც მოკაშკაშე ბრილიანტი.

როგორც დანა.

როგორც მთა.

როგორც ვეფხვი.

როგორც ჰემლოკი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული