• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პანაშვიდი

×
ავტორის გვერდი გეგა აბულაძე 00 , 0000 1849
როცა მითხრეს, რომ მამაჩემი მოკვდა 
მე გავაძევე ყველა ღმერთი საკუთარი თავიდან.
როცა დედაჩემი ტიროდა,
მე მივედი და ფეხსაბანი თასი დავუდგი მის ცრემლებს,
მოვაგროვე და მამაჩემის ცხედარს ფეხები დავბანე.
როცა პანაშვიდზე მოსული ხალხი 
სკამებზე ვეღარ ეტეოდა,
მე ავიღე ყველა სკამი 
და თონეში ჩავყარე 
მამაჩემის პურის გამოსაცხობად.
მერე კი,
როცა მამაჩემს კუბოში ვაწვენდით და არ ჩაეტია,
მე ვითხოვე ნებართვა ქალაქის მეერისგან 
კუბოს გასაფართოებლად 
და უარის გამო მამაჩემი ჩავავიწროვე.
ბოლოს კი,
როცა მამაჩემის კუბოს მიწას აყრიდნენ,
მესაფლავეებს მიწა დააკლდათ,
მე ამოვიგლიჯე ჩემი გული და მიწაში გავურიე .
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული