• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მდინარეების დაბრუნება

×
ავტორის გვერდი რიჩარდ ბროტიგენი 00 , 0000 1814
თარგმანი: შოთი გორგიძე
 
ყველა მდინარე საბოლოოდ ზღვას უერთდება, 
მაგრამ ზღვა არასოდეს გადმოდინდება თავისი თავიდან,
მდინარეები ბრუნდებიან იმ ადგილას,
საიდანაც დაიწყეს მოძრაობა , 
რათა კვლავ იდინონ.
დღეს მთებში წვიმს.
თბილი, მწვანე წვიმა, სიყვარულით სავსე ჯიბეებით-
ესეიგი დადგა ნამდვილი გაზაფხული.
ნუ იფიქრებ სიკვდილზე.
ჩიტები მუსიკად გადაიქცნენ
თითქოს საათი ზეციდან დაწიწკიკებდეს დედამიწას,
სადაც ბავშვებს ობობები ისე უყვართ, 
რომ თმაში დაძინების უფლებას აძლევენ.
წვიმა ისე შიშხინებს მდინარეში,
როგორც შემწვარი ყვავილები ტაფაზე
და წვიმის ყოველი წვეთით
ოკეანე თავიდან იბადება.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული