• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დასველება

×
ავტორის გვერდი გივი ავალიანი 00 , 0000 2095

 

ბანკის თანამშრომლებს საშინლად აღვაგზნებ
სიგიჟემდე მიმყავს
ყოველდღე მირეკავენ 
მოითხოვენ მათთან მივიდე
დავაკმაყოფილო
შემდეგ თვითონ მოდიან
ჩემი სახლს თითოეულ კუთხეს და ნივთს სწავლობენ
თითქოს სამშობლოს მოღალატესავით საწოლში მოტყვნა
საკმარისი არააა
სხვა ფორმებიც აინტერესებთ

ვინ არის კარგი მოღალატე?
აი შეხედეთ
ეს ჩვენი სოციალური პრობლემაა
ყბადაღებული პრობლემა
რომელიც მუდმივი პროცესია და
არასოდეს შედება როგორც აქტი
ამიტომაცაა შეუდარებელი
ამიტომაც გვივსებს და გვისუფთავებს გულგვამს
განა რა არის ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრებაზე ტკბილი?

რას ამბობენ  ბაგეები
როცა ტრაკი ვალებით
ხოლო პირი ჩალით გაქვს სავსე?

ის ამბობს 
კაპიტალი წმინდაა
კატიტალი შეუძლებელია დასველდეს
მხოლოდ მისი ზრდა უნდა დაასველო 
ვარსკვლავი გაუხსნა

 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული